დეზინფორმაცია, თითქოს ფაიზერის ვაქცინის სახით ადამიანების ნაწილმა პლაცებო მიიღო

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

231
VIEWS

2023 წლის 2 ივლისს ფეისბუქ მომხმარებლებმა Gvan Ca-მ და Gvantsa Grimaldi-იმ გამოაქვეყნეს მსგავსი შინაარსის პოსტები, რომლებშიც ვკითხულობთ, რომ ფაიზერის ვაქცინებში პლაცებო გამოიყენეს. ორივე პოსტში მტკიცებულებად მოყვანილია დანიური კვლევა, რომლის მიხედვითაც, დანიელმა მეცნიერებმა ფაიზერის ვაქცინის სერიების 30%-ში აღმოაჩინეს პლაცებო. პოსტების აღწერის მიხედვით, პლაცებო არის მიზეზი თუ რატომ არ ჰქონდა ზოგ ადამიანს რეაქცია ვაქცინაზე, ვინაიდან არაპლაცებო სერიებმა ჩვეულებრივზე მაღალი მძიმე გვერდითი მოვლენები აჩვენა.

აღსანიშნავია, რომ ორივე ფეისბუქ ანგარიში პოსტში უთითებს დანიური კვლევის ბმულს და, ასევე, იყენებს სქრინშოტს Children’s Health Defense-ს სტატიიდან სახელწოდებით “სენსაცია: ფაიზერის კოვიდ-ვაქცინების კვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთმა ადამიანმა შესაძლოა მაღალი საშიშროების მქონე ვაქცინა მიიღო, ხოლო ზოგმა – პლაცებო”. 

იგივე ინფორმაცია რამდენიმე რუსულენოვან საიტზეც გავრცელდა.

Screenshot 4 დეზინფორმაცია, თითქოს ფაიზერის ვაქცინის სახით ადამიანების ნაწილმა პლაცებო მიიღოScreenshot 5 1 დეზინფორმაცია, თითქოს ფაიზერის ვაქცინის სახით ადამიანების ნაწილმა პლაცებო მიიღო

გავრცელებული ინფორმაცია ფაიზერის ვაქცინაში პლაცებოს აღმოჩენასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება. მტკიცებულებად მოყვანილ კვლევაში საუბარია არა პლაცებოზე, არამედ დანიაში ადმინისტირებული ფაიზერ-ბიონტექის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სხვადასხვა სერიებში “სავარაუდო გვერდითი მოვლენების” (suspected adverse effects)  მაჩვენებელზე. კვლევის შედეგი მიუთითებს ვაქცინის სერიაზე დამოკიდებული უსაფრთხოების სიგნალის არსებობას და მიზანშეწონილად მიიჩნევს, საწყისი დაკვირვების შემდგომ შესწავლას. 

რა დაასკვნა “დანიურმა კვლევამ”?

2023 წლის მარტში მაქს შმელის, ვაიბიკ მანიშისა, და პიტერ რის ჰანსენის აცტორობით გამოქვეყნდა კვლევა სახელწოდებით “BNT162b2 მესენჯერული რნმ კორონავირუსის ვაქცინის სერიაზე დამოკიდებული უსაფრთხოება.” კლინიკური გამოძიების ევროპულ ჟურნალში გამოქვეყნებულ კვლევაში საუბარია 2020 წლის 27 დეკემბერი – 2022 წლის 11 იანვრის პერიოდში დანიაში ადმინისტირებული ბიონტექის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სხვადასხვა სერიებში “სავარაუდო გვერდითი მოვლენების” (suspected adverse effects)  მაჩვენებელზე. კვლევაში გამოყენებული მონაცემები, სავარაუდო გვერდითი მოვლენები და შესაბამისი ვაქცინის სერია, მოპოვებულ იქნა დანიის სამედიცინო სააგენტოს მართული გვერდითი მოვლენების რეპორტის სისტემიდან, სადაც შემთხვევის დაფიქსირება შეუძლია როგორც ჯანდაცვის პროვაიდერებს, ასევე პაციენტებსა და საზოგადოების სხვადასხვა წევრებს. 

კვლევაში აღწერილი მონაცემების მიხედვით, დანიაში აიცრა 4,026,575 ადამიანი, ადმინისტრირდა 10,793,766 დოზა და ვაქცინის 52 სერია. აქედან სისტემაში დაფიქსირდა  43,496 სავარაუდო გვერდითი მოვლენა, რომელიც გაუჩნდა 13,635 ადამიანს.  კვლევის შედეგად ავტორებმა ფაიზერ-ბიონტექის ვაქცინის სერიები დაახარისხეს სამ ტენდენციად

  • ლურჯი  – აღნიშნავს ვაქცინის ჯამური დოზის მხოლოდ 4.2%-ს, მაგრამ სავარაუდო გვერდითი მოვლენების 71%-ს (28% სერიოზული და 47% ფატალური გვერდითი მოვლენების ჩათვლით)
  • მწვანე – აღნიშავს ვაქცინის ჯამური დოზის 64%-ს, მაგრამ სავარაუდო გვერდითი მოვლენების მხოლოდ 29%-ს (72% სერიოზული და 52% ფატალური გვერდითი მოვლენების ჩათვლით)
  • ყვითელი – შეიცავს ვაქცინის ჯამური დოზის 32%-ს, მაგრამ გვერდითი მოვლენების მხოლოდ 0,4%-ს (მათ შორის 1% სერიოზული და 0,9% ფატალური გვერდითი მოვლენა).

კვლევამ, ასევე, აჩვენა, რომ რაც უფრო მაღალია ვაქცინის რაოდენობა სერიაში, მით უფრო ნაკლებია სავარაუდო გვერდითი მოვლენების მაჩვენებელი. ამ უკანასკნელის ჯამურ მაჩვენებელთან მიმართებით, სერიოზული და სიკვდილთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების რაოდენობა 1000 დოზაზე ნაკლებად ხშირი იყო. ამასთან ერთად, 1000 დოზაზე  ამ მაჩვენებლებში დაფიქსირდა სერიებზე დაფუძნებული ცვალებადობა და ამავდროულად, მცირე სხვაობა ტრენდის სამ ხახს (ფერს) შორის. ვაქცინის სხვადასხვა სერიებში აღმოჩენილი სავარაუდო გვერდითი მოვლენების ვარიაციები ეწინააღმდეგებოდა კვლევამდე არსებულ ჰიპოთეზას, რომ სხვადასხვა სერიებში სავარაუდო გვერდითი მოვლენების განაწილება და მათი მაჩვენებელი ჰომოგენური უნდა იყოს. 

კვლევის დასკვნით ნაწილში, ვკითხულობთ რომ მისი შედეგები ინტერპრეტირებული უნდა იყოს ლიმიტაციების გათვალისწინებით. კერძოდ, სისტემა, სადაც ფიქსირდება გვერდითი მოვლენები, შეიძლება იყოს მიკერძოებული, არასრული ან არაზუსტი. ამ სისტემების მიერ აღმოჩენილი “სიგნალები” უნდა ჩაითვალოს ჰიპოთეზის წარმომქმნელად და, როგორც წესი, არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მიზეზშედეგობრიობის დასადგენად. კვლევის შედეგი მიუთითებს ვაქცინის სერიაზე დამოკიდებული უსაფრთხოების სიგნალის არსებობას და მიზანშეწონილად მიიჩნევს, საწყისი დაკვირვების შემდგომ შესწავლას. კვლევის სრულ ტექსტში არათუ ნახსენები არ არის სიტყვა “პლაცებო”, არამედ მთლიანი კვლევა დაფუძნებულია დაფიქსირებული გვერდითი მოვლენებისა და ვაქცინის სხვადასხვა სერიების ანალიზზე. 

აღნიშნული კვლევით მანიპულირება ადრეც მომხდარა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

წყაროების შესახებ

ფეისბუკ მომხმარებლებს Gvan Ca-სა და Gvantsa Grimaldi-ს დეზინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებიათ(1,2). მათ მიერ გამოქვეყნებული მცდარი პოსტები“მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა. 

Screenshot 6 1 დეზინფორმაცია, თითქოს ფაიზერის ვაქცინის სახით ადამიანების ნაწილმა პლაცებო მიიღო


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist