დეზინფორმაცია თითქოს მოქალაქეების გარდაცვალების მიზეზი კოვიდ-19-ის ვაქცინა გახდა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

48
VIEWS

2023 წლის 11 იანვარს ანონიმურმა ფეისბუქ-ანგარიშმა Guram Guram (1;2) იმ ადამიანების ფოტოები გამოაქვეყნა, რომელთა გარდაცვალებასაც ერთ-ერთ ტელეგრამ არხში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას უკავშირებენ. ფოტოების ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია, რომ ფოტოზე გამოსახული ადამიანების უმეტესობა გარდაცვალებამდე დაახლოებით 2 წლის წინ იყვნენ აცრილები. “იცოდე რისთვის  და ვის ებრძოლო. ეს არ უნდა ვაპატიოთ გამყრელიძეს და მის ზურგსუკან მდგომებს!!! გააზიარეთ”; “გაიღვიძე ერო!!! ვინც ამ გენოციდზე დუმს, ის საქართველოს მტერია” – წერს ანონიმური ანგარიში.  

vaqtsinith daghupulebi დეზინფორმაცია თითქოს მოქალაქეების გარდაცვალების მიზეზი კოვიდ-19-ის ვაქცინა გახდა

ფოტოებზე ასახული ადამიანების გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება. აცრის დრო და მათი გარდაცვალება ერთმანეთთან მანიპულაციურად არის დაკავშირებული – რეალურად, ზოგიერთი მათგანი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, ნაწილი კი სხვადასხვა დაავადებით დაიღუპა, რომელსაც კოვიდ-ვაქცინასთან კავშირი არ აქვს. 

ფეისბუქ-პოსტში გვხვდება 2023 წელს დაღუპული 19 წლის ლუკა ლაცაბიძის ფოტო. მაშველებმა მისი ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 18 ივლისს, თბილისის ზღვაში იპოვეს. მანამდე, პოლიციამ ზღვასთან მის ჩანთასა და ტელეფონს მიაკვლია. ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ვაქცინით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ, შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით იყო დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულიხსმობს.  

ერთ-ერთი ფოტო, რომელიც ანონიმურ ფეისბუქ-მომხმარებელს აქვს გამოქვეყნებული, ხობში დაღუპულ 25 წლის მურიკო წოწერიას ეკუთვნის. წოწერიას დაღუპვის მიზეზი არა კოვიდ-ვაქცინა, არამედ ავტოსაგზაო შემთხვევა გახდა (1;2;3). მედიის ინფორმაციით, მძღოლმა სავალ გზაზე ცხენის გადმოსვლის გამო საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.  

პოსტის ავტორი აქვეყნებს ავთო კულუმბეგოვის ფოტოსაც. დაღუპული ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის ძმა იყო და უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. 35 წლის კაცი ოკაცეს კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიღუპა – მას, სავარაუდოდ, ფეხი დაუცდა და სიმაღლიდან გადავარდა

გამოქვეყნებული ფოტოებიდან ერთ-ერთზე საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი, მარიცა კვანტალიანია, ის 2023 წლის 17 ივლისს გარდაიცვალა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ჟურნალისტი რამდენიმე დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. პირველი არხის ერთ-ერთი თანამშრომლისა და მისი ოჯახის ახლობლის ცნობით, 34 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე გახდა, რომლის ადრეულ სტადიაზე აღმოჩენაც ექიმებმა ვერ შეძლეს. 

ფეისბუქ-პოსტს თან აქვს დართული პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, დავით თარხან-მოურავის შვილის, იორამ თარხან-მოურავის ფოტოც. 35 წლის კაცი 2023 წლის ნოემბერში გარდაიცვალა – ინფორმაცია პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა გაავრცელა. იორამ თარხან-მოურავის გარდაცვალების მიზეზი გულის ანევრიზმა გახდა, მას უცხოეთში ოპერაციის გაკეთება ჰქონდა დაგეგმილი.  

სქრინშოტები, რომელსაც ფეისბუქ-ანგარიში აქვეყნებს, ტელეგრამ-არხიდან აღებული სქრინშოტებია. არხს “კოვიდ ვაქცინაციით გარდაცვლილი ქართველები” ჰქვია და სისტემატურად აქვეყნებს იმ მოქალაქეების ფოტოებს, რომელთა გარდაცვალებასაც აცრას უკავშირებს.    

კოვიდ-ვაქცინის საქინააღმდეგო ანტივაქსერული შინაარსის ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულში არაერთხელ გადაუმოწმებია. რეალურად, კორონავირუსის ვაქცინა მაღალეფექტურია სიკვდილიანობის პრევენციისთვის, ხოლო კორონავირუსის ბუსტერი მნიშვნელოვან როლს ასრულებს რისკ-ჯგუფებში სიკვდილიანობის შემცირებაში. აცრის შემდეგ მძიმე გვერდითი მოვლენები, რომლებიც სამედიცინო დახმარებას საჭიროებს, იშვიათია. კვლევის მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ პანდემიის პირველ წელს მსოფლიოში დაღუპულთა რაოდენობა 20 მილიონით შეამცირა

სქრინშოტები (1;2;3;4)


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist