დეზინფორმაცია, თითქოს მანჩესტერში სამსახურში ბულინგის შემდეგ ქართველმა ქალმა თავი მოიკლა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

123
VIEWS

9 სექტემბერს ფეისბუქ-გვერდმა Bautista გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ “ძლიერმოქმედი ნივთიერებით” გარდაიცვალა ახალგაზრდა ქართველი ქალი, რომელიც დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერში ცხოვრობდა და რამდენიმე დღით ადრე სამსახურში მისი ეროვნების გამო ბულინგზე  წერდა. გამოქვეყნებულ ინფორმაციას თან ერთვის ნიკოლ სააკაშვილის პოსტისა და ადგილობრივი მედიის, Manchester Evening News-ის სტატიის სქრინშოტი. გვერდი Bautista წერს: “რაქამდე შეიძლება, მიიყვანოს ევროპის ქვეყნებში გადასვლამ? ჩვენი თანამემამულის შოკისმომგვრელი ამბავი, რომელიც მასმედიაში გავრცელდა”.   

Screenshot 2023 09 12 140426 დეზინფორმაცია, თითქოს მანჩესტერში სამსახურში ბულინგის შემდეგ ქართველმა ქალმა თავი მოიკლა

Manchester Evening News-ის სახელით გამოქვეყნებული სტატიის სქრინშოტი ყალბია. რაც შეეხება ფეისბუქ-ანგარიშს “სააკაშვილი ნიკოლ”, ის სხვა ადამიანის ფოტოებს იყენებს და ყალბი პროფილია. მანჩესტერში მსგავსი სახელისა და გვარის მქონე ადამიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ღია წყაროებით არ იძებნება.  

ფეისბუქ-ანგარიში და სტატიის სქრინშოტი ყალბია 

პოსტი, რომლის სქრინშოტიც გარდაცვალების შესახებ ყალბ სტატიასთან ერთად გავრცელდა, ფეისბუქ-მომხმარებელმა “სააკაშვილი ნიკოლ” ლონდონში მცხოვრები მოქალაქეების მიერ შექმნილ ჯგუფ Лондон-ში 2023 წლის 26 ივნისს დაწერა. როგორც პოსტში ვკითხულობთ, მას უფროსმა ინგლისურად საუბრის დროს შეცდომის დაშვების გამო უყვირა და უთხრა, რომ სამშობლოში, საქართველოში დაბრუნებულიყო, საჩივრის დასაწერად მისულს კი დასცინეს.   

Screenshot 2023 09 12 140431 დეზინფორმაცია, თითქოს მანჩესტერში სამსახურში ბულინგის შემდეგ ქართველმა ქალმა თავი მოიკლა

რეალურად, ფეისბუქ-ანგარიში “სააკაშვილი ნიკოლ” (არქივის ბმული) ყალბია და სხვა ადამიანის, უკრაინელი დიანა ტეშნერის ფოტოებს იყენებს. მისი იდენტიფიცირება Pimeyes-ის ფოტოს ძიების ხელსაწყოს გამოყენებით შევძელით. დიანა ტეშნერს აქვს პირადი Instagram და TikTok ანგარიშები. მის ინსტაგრამ ანგარიშზე გამოქვეყნებულია სწორედ ის ფოტოები, რომელსაც ყალბი ანგარიში “სააკაშვილი ნიკოლ” იყენებს. 

Screenshot 2023 09 12 140437 დეზინფორმაცია, თითქოს მანჩესტერში სამსახურში ბულინგის შემდეგ ქართველმა ქალმა თავი მოიკლა
ყალბი ანგარიში – სააკაშვილი ნიკოლ 
Screenshot 2023 09 12 140457 დეზინფორმაცია, თითქოს მანჩესტერში სამსახურში ბულინგის შემდეგ ქართველმა ქალმა თავი მოიკლა
დიანა ტეშნერის ფოტო, რომელსაც ყალბი ანგარიში იყენებს
Screenshot 2023 09 12 140502 დეზინფორმაცია, თითქოს მანჩესტერში სამსახურში ბულინგის შემდეგ ქართველმა ქალმა თავი მოიკლა
დიანა ტეშნერის ფოტო, რომელსაც ყალბი ანგარიში იყენებს

ასევე, ყალბია Manchester Evening News-ის სახელით გავრცელებული სტატიის სქრინშოტიც – მედიის ოფიციალურ ვებ-საიტზე მსგავსი შინაარსით მასალა არ იძებნება. ფოტო, რომელიც სტატიას თან ახლავს, ადგილობრივ მედიას 2023 წლის 21 ივლისს აქვს გამოყენებული. მასალა კენსინგტონის ქუჩაზე 27 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავებას ეხება და ფოტო, რომელიც მას თან ერთვის, მედიის მიერ ადგილზეა გადაღებული.   

Screenshot 2023 09 12 140509 დეზინფორმაცია, თითქოს მანჩესტერში სამსახურში ბულინგის შემდეგ ქართველმა ქალმა თავი მოიკლა

წყაროს შესახებ 

ფეისბუქ-გვერდი Bautista (არქივის ბმული) 2023 წლის 10 მარტს არის შექმნილი და კატეგორიაში ფილმის პერსონაჟი აქვს მითითებული. გვერდი ანტიდასავლური და ჰომოფობიური შინაარსის პოსტებს აქვეყნებს, თუმცა მათი ნახვა მხოლოდ რეკლამების ბიბლიოთეკაში (Ad Library) გადასვლით არის შესაძლებელი. Ad Library-ს მიხედვით, გვერდს 2 მსგავსი შინაარსის ფოტო 9 სექტემბრიდან აქვს დასპონსორებული. 

Screenshot 2023 09 12 140519 დეზინფორმაცია, თითქოს მანჩესტერში სამსახურში ბულინგის შემდეგ ქართველმა ქალმა თავი მოიკლაScreenshot 2023 09 12 140524 დეზინფორმაცია, თითქოს მანჩესტერში სამსახურში ბულინგის შემდეგ ქართველმა ქალმა თავი მოიკლა

“მითების დეტექტორმა” მსგავსი სქემით მოქმედი ფეისბუქ-გვერდის შესახებ მასალა 4 სექტემბერსაც მოამზადა. გვერდი Crazy World-ი ასპონსორებს ანტიდასავლური და ჰომოფობიური შინაარსის ფოტოებს, რომელთა ნახვა მხოლოდ რეკლამების ბიბლიოთეკაში არის შესაძლებელი. გვერდი ხშირად ავრცელებს ყალბ ინფორმაციასაც. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist