დეზინფორმაცია, თითქოს კოვიდ-ვაქცინაციის შედეგად ორსულობის შეწყვეტის მაჩვენებელი გაიზარდა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

30
VIEWS

17 ივნისს ფეისბუქ-ჯგუფში ანტილაბ-საქართველო გამოქვეყნდა პოსტი, რომლის თანახმადაც კოვიდ-ვაქცინების შედეგად ორსულობის შეწყვეტის შემთხვევები გაიზარდა. პოსტს თანდართული აქვს გინეკოლოგ კიმბერლი ბისის ვიდეო, რომელშიც ბისი ორსულობის შეწყვეტის მაჩვენებლის ზრდას კორონავირუსს წინააღმდეგ ვაქცინაციას უკავშირებს. პოსტში ასევე მითითებულია რუსულენოვანი, ანტივაქსერული საიტის Redko da Metko-ს სტატიის ბმული, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის ვაქცინა სპერმატოზოიდების რაოდენობის შემცირებას იწვევს. “ანტილაბ-საქართველოში” გამოქვეყნებული პოსტის წყარო რუსულენოვანი ტელეგრამ-არხი КПО Анна Руднева-აა, რომელმაც იდენტური ინფორმაცია 16 ივნისს გამოაქვეყნა.

ვაქცინაციის და ორსულობის შეწყვეტის შემთხვევების კავშირზე იგივე ინფორმაცია რუსულენოვანმა მომხმარებლებმაც გაავრცელეს. რუსულენოვან პოსტებს  თანდართული აქვს კიმბერლი ბისის კიდევ ერთი ვიდეო, რომელშიც ბისი აცხადებს, რომ Pfizer-ის კვლევების დროს გამოვლინდა, რომ ვაქცინაციის შედეგად ორსულობის შეწყვეტის მაჩვენებელი 81% იყო და კომპანიამ ეს იცოდა (1,2).

Screenshot 2024 06 26 at 4.17.41 PM დეზინფორმაცია, თითქოს კოვიდ-ვაქცინაციის შედეგად ორსულობის შეწყვეტის მაჩვენებელი გაიზარდა Screenshot 2024 06 26 at 4.18.10 PM დეზინფორმაცია, თითქოს კოვიდ-ვაქცინაციის შედეგად ორსულობის შეწყვეტის მაჩვენებელი გაიზარდა

სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტები ვაქცინებთან დაკავშირებით დეზინფორმაციული შინაარსის არის: 1) კვლევებით არ დასტურდება კოვიდ-ვაქცინების კავშირი ორსულობის შეწყვეტასთან და კიმბერლი ბისის მტკიცებებს სამეცნიერო საფუძველი არ გააჩნია; 2) არ დასტურდება, ინფორმაცია, რომ Pfizer-ის ვაქცინის კვლევის დროს ორსულობის შეწყვეტის მაჩვენებელი 80%-ზე მეტი იყო; 3) კოვიდ-ვაქცინაციას სპერმატოზოიდების რაოდენობაზე გავლენა არ აქვს.

  • კოვიდ-ვაქცინების ორსულობის შეწყვეტასთან კავშირი არ დასტურდება და კიმბერლი ბისის მტკიცებები სამეცნიერო საფუძველს მოკლებულია

ორსულობის შეწყვეტის (სპონტანური აბორტის) მაჩვენებლის ზრდაზე საუბრისას კიმბერლი ბისი ამბობს, რომ მის სამუშაო პრაქტიკაში ორსულობის შეწყვეტის საშუალო მაჩვენებელი 4% იყო და 2021-2022 წლებში მკვეთრად გაიზარდა 15%-მდე, თუმცა თავადვე ამ ვიდეოში აღნიშნავს, რომ სამედიცინო ლიტერატურაში ორსულობის შეწყვეტის საშუალო მაჩვენებელი ზოგადად 12-15%-ია. ის, რომ უშუალოდ ბისის სამუშაო გამოცდილებაში, შესაძლოა, 2021-2022 წლებში ორსულობის შეწყვეტის უფრო მეტ შემთხვევასთან ჰქონოდა შეხება, ვერ დაადასტურებს, რომ ვაქცინაციას რაიმე გავლენა ჰქონდა ამ პროცესზე. მხოლოდ ბისის პირადი დაკვირვება მსგავსი დასკვნისთვის საკმარისი არ არის. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სპონტანური აბორტის “გაზრდილი” მაჩვენებელიც კი რეალურად, ნორმაზე მაღალი არ არის. სპონტანური აბორტის (ორსულობის მე-20 კვირამდე ორსულობის შეწყვეტის) საშუალო მაჩვენებელი 10-15%-ის ფარგლებშია.

ვაქცინაციისა და ორსულობის შეწყვეტის მაჩვენებლის ზრდის კავშირზე კიმბერლი ბისმა კონგრესმენ მარჯორი ტეილორ გრინის მიერ ორგანიზებულ მოსმენაზეც ისაუბრა. თავად მარჯორი ტეილორ გრინი ანტივაქსერულ პოზიციას იზიარებს და არაერთი კონსპირაციული თეორია გაუვრცელებია. მოსმენის შემდეგ ბისის მტკიცებები ფაქტების გადამოწმების იტალიურმა გამოცემა Оpen-მა გადაამოწმა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ბისის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია საკმარისი არ არის ვაქცინაციისა და სპონტანური აბორტის კავშირზე დასკვნის გასაკეთებლად. ბისის მტკიცებებს უკან არ დგას რაიმე სახის სამეცნიერო კვლევა, რომელიც მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გაამყარებდა. მეტიც, Open-ი წერს, რომ თავად ბისი აღნიშნავს, რომ რთული იყო ქალებისგან საკმარისი ინფორმაციის მიღება, იმის გადაჭრით სათქმელად, რომ ორსულობის შეწყვეტა ვაქცინაციის შედეგად მოხდა.

გამოცემა Newsweek-ის მიხედვით კი კიმბერლი ბისი სოციალურ ქსელში რეგულარულად ავრცელებს ვაქცინებთან დაკავშირებით ყალბ ინფორმაციას. აღსანიშნავია, რომ მარჯორი ტეილორ გრინის ორგანიზებულ მოსმენაზე ბისი კიდევ ერთ ცნობილ ანტივაქსერ რობერტ მელოუნისთან ერთად მონაწილეობდა, რომელიც წლების განმავლობაში აქტიურად ავრცელებს ვაქცინებთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას.

  • არ დასტურდება, ინფორმაცია, რომ Pfizer-ის ვაქცინის კვლევის დროს ორსულობის შეწყვეტის მაჩვენებელი 80%-ზე მეტი იყო

ფეისბუქზე გავრცელებული პოსტებიდან გაუგებარია, კონკრეტულად რომელ კვლევას ეყრდნობა მტკიცება, თითქოს Pfizer-ის ვაქცინაციის შედეგად სპონტანური აბორტის მაჩვენებელი 81% იყო, თუმცა აღსანიშნავია, რომ მსგავსი მტკიცება წარსულში გავრცელებულა. 2021 მსგავსი მტკიცება, რომ კოვიდ ვაქცინაციის შემდეგ ორსულობების 82% სპონტანური აბორტით დასრულდა, ფაქტების გადამოწმების ბრიტანულმა სამსახურმა Full Fact-მა გადაამოწმა და დაადგინა, რომ კვლევის შედეგები მცდარი ინტერპრეტაციით ვრცელდებოდა და რეალურად კვლევამ აჩვენა, ვაქცინირებულებს შორის სპონტანური აბორტის მაჩვენებელი არ განსხვავდება Covid-19-მდე არსებული მონაცემებისგან.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) 2024 წლის მარტში განახლებული ინფორმაციის თანახმად, კოვიდ-19 ვაქცინები არ არის კავშირში ორსულობასთან დაკავშირებულ გართულებებთან, ორსულობის შეწყვეტასთან, ნაადრევ მშობიარობასთან, მკვდრადშობადობასთან და თანდაყოლილ დეფექტებთან. ვაქცინები უსაფრთხოა ორსული ქალებისთვის და ფექტიანია კოვიდ-19-თან დაკავშირებული გართულებების თავიდან ასაცილებლად. გარდა ამისა, ვაქცინა არ იწვევს ქალებსა და მამაკაცებში ფერტილურობის პრობლემებს.

  • კოვიდ-ვაქცინაციას სპერმატოზიოდების რაოდენობაზე გავლენა არ აქვს

ანტილაბ-საქართველოში გამოქვენებულ პოსტს თანდართული აქვს redko-da-metko-ს 2022 წლის ივნისში გამოქვეყნებული სტატია, რომლის მიხედვითაც მამაკაცებში ვაქცინაციის მეორე დოზის შემდეგ სპერმატოზოიდების რაოდენობა შემცირდა. CDC-ის მიხედვით, არ არსებობს მტკიცებულებები, რომ ზოგადად ვაქცინები და კოვიდ ვაქცინები მამაკაცებში ფერტილობის პრობლემებთან არის დაკავშირებული. CDC-ის თანახმად, ერთ-ერთი ბოლო კვლევის მიხედვით, რომლის ფარგლებშიც ჯანმრთელ კაცებში ვაქცინაციამდე და შემდეგ სპერმატოზიიდების მახასიათებლებს აკვირდებოდნენ, ვაქცინაციის შემდეგ ამ მახასიათებლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუნიშნავთ. საინტერესოა, რომ CDC-ის საიტზე მოყვანილია კიდევ ერთი კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ Covid-19, შესაძლოა, ინფიცირებიდან 60 დღის ვადაში ფერტილობის შემცირებასთან იყოს დაკავშირებული. CDC ასევე აღნიშნავს, რომ ზოგადად ნებისმიერი ავადმყოფობით გამოწვეული ცხელება სპერმატოზოიდების რაოდენობის შემცირებასთან არის დაკავშირებული.

სხვადასხვა სახის დეზინფორმაცია, რომ კოვიდვაქცინები უნაყოფობას და ორსულობის დროს პრობლემებს იწვევს, წარსულშიც არაერთხელ გავრცელებულა. ვრცლად წაიკითხეთ “მითების დეტექტორის” მასალაში:

წყაროს შესახებ:

ჯგუფი “ანტილაბ-საქართველო” ორგანიზაცია Antilab-თან არის დაკავშირებული. ორგანიზაცია “ამერიკულ ბიოლაბორატორიებს” და ბიოლოგიურ იარაღს ეწინააღმდეგება და ამ საკითხზე სხვადასხვა კონსპირაციულ თეორიას და დეზინფორმაციას ავრცელებს. ჯგუფში ასევე ხშირად ქვეყნდება ანტივაქსერული მტკიცებები. “ანტილაბ-საქართველოში” პოსტებს ძირითადად ერთი მომხმარებელი, ჯგუფის ადმინისტრატორი Lado Qartvelishvili აქვეყნებს. ამ ჯგუფში ქართველიშვილის მიერ გამოქვეყნებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია.

redko-da-metko.ru რუსულენოვანი ვებსაიტია, რომელიც სისტემატურად ავრცელებს სხვადასხვა ანტივაქსერულ დეზინფორმაციას. ამ საიტზე გამოქვეყნებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც რამდენჯერმე გადაუმოწმებია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist