დეზინფორმაცია, თითქოს კანადის პრემიერ-მინისტრმა ვაქცინაციას ექსპერიმენტი უწოდა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

287
VIEWS

26-28 აპრილს ფეისბუქზე გავრცელდა პოსტები კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს შესახებ, სადაც საუბარია ტრუდოს დამოკიდებულებაზე ვაქცინაციის მიმართ. პოსტებში აღნიშნულია, რომ პრემიერ ტრუდოს განცხადებით, ის ვაქცინების გაკეთებას არავის აიძულებდა და ეს მხოლოდ  ექსპერიმენტი იყო. გარდა ამისა, პოსტში ვკითხულობთ, რომ ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, მას აცრა არ გაუკეთებია.

jastin trudo დეზინფორმაცია, თითქოს კანადის პრემიერ-მინისტრმა ვაქცინაციას ექსპერიმენტი უწოდა

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჯასტინ ტრუდომ ვაქცინაციას ექსპერიმენტი უწოდა და განაცხადა, რომ ის ვაქცინირებული არ არის, ტყუილია. კანადის პრემიერი ოტავას უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობდა, რაზეც აღნიშნა, რომ ის პანდემიის დროს კანადელებს აცრისკენ მოუწოდებდა, რათა რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე შეენარჩუნებინა. ჯასტინ ტრუდოს ვაქცინაციის ამსახველი კადრები მედიაშიც ხელმისაწვდომია.

2023 წლის 23 აპრილს, კანადას გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ესტუმრა. 24 აპრილს კანადის პრემიერ მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ და გერმანიის პრეზიდეტმა შტაინმაიერმა ოტავას უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს, სადაც ბევრ სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის დემოკრატიაზე, ვაჭრობაზე და მწვანე ტექნოლოგიებზე ისაუბრეს. სწორედ ამ შეხვედრის დროს შეეხო ჯასტინ ტრუდო ვაქცინაციის თემასაც. 

სრული ვიდეოს 25:26 წუთიდან ჯასტინ ტრუდო ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე საუბრობს. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ადამიანებს აქვთ უფლება გააკეთონ არჩევანი, თუმცა ის განასხვავებს ადამიანებს, ვინც პერსონალური მიზეზების გამო ირჩევს არ აიცრას, იმათგან, ვინც მიზანმიმართულად ავრცელებს ყალბ ამბებს, რათა ადამიანები შეცდომაში შეიყვანოს ე.წ. ფაქტებით, რომლებიც საერთოდ არ არის ფაქტები და ამით საფრთხეში ჩააგდოს მოქალაქეების სიცოცხლე. ტრუდოს თქმით, სავარაუდო გვერდითი მოვლენები არსებობს და არიან ადამიანები, რომლებიც ვაქცინაციის გამო ავად გახდნენ იმ მილიარდობით ადამიანში ვინც აცრა გაიკეთა, თუმცა ბევრად მეტია მათი რაოდენობა, ვინც გარდაიცვალა, იმის გამო, რომ კოვიდ19-ის წინააღმდეგ არ აიცრა.

კანადის პრემიერ არ უხსენებია, რომ ვაქცინაცია ექსპერიმენტია და არც ის უთქვამს, რომ თავად ვაქცინირებული არ არის. ტრუდოს განცხადებით, მისი პასუხისმგებლობა იყო შეენარჩუნებინა რაც შეიძლება მეტი კანადელის სიცოცხლე, ხოლო ვაქცინაცია ამის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ, მისი თქმით, ის არ აძალებდა არავის, აცრილიყვნენ, თუმცა ცდილობდა დაერწმუნებინა მოქალაქეები და მათთვის ვაქცინაციისკენ მოეწოდებინა.

 ამასთან, აღსანიშნავია, რომ კანადის პრემიერ-მინისტრს კოვიდის საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული აქვს. იგი აცრილია ასტრაზენეკას ვაქცინის ორი დოზით და გაკეთებული აქვს ბუსტერიც. ჯასტინ ტრუდოს ვაქცინაციის ამსახველი კადრები მედიაშიც გავრცელდა:

jastin trudo1 დეზინფორმაცია, თითქოს კანადის პრემიერ-მინისტრმა ვაქცინაციას ექსპერიმენტი უწოდა
ჯასტინ ტრუდოს ვაქცინაციის ამსახველი ფოტო. წყარო: Reuters
jastin trudo2 დეზინფორმაცია, თითქოს კანადის პრემიერ-მინისტრმა ვაქცინაციას ექსპერიმენტი უწოდა
ჯასტინ ტრუდო იკეთებს ვაქცინის ბუსტერ დოზას. წყარო: CTV News

წყაროს შესახებ

ფეისბუქ მომხმარებელი Koba Jakobia, რომელიც ჯასტინ ტრუდოს განცხადებაზე დეზინფორმაციას ავრცელებს, ყალბი ინფორმაციის რეგულარული გამავრცელებელია. მის მიერ გამოქვეყნებული მცდარი და კონსპირაციული პოსტები “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: კანადა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist