დეზინფორმაცია, თითქოს დისნეის ტრეფიკინგში ბრალდებული ეპსტინის კუნძულზე ბავშვები ჩაყავდა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

2.3k
VIEWS

14 დეკემბერს ფეისბუქ ანგარიშმა “შუქი სამაიასგან” გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის ამტკიცებს, რომ კომპანია დისნეის კრუიზებიდან ბავშვები ჩაყავდათ ჯეფრი ეპსტინის კუნძულზე. ამიტომ, ის მოუწოდებს ხალხს, რომ საერთოდ შეეშვან დისნეის პროდუქტის ყურებას. 

Screenshot 2023 12 20 145922 დეზინფორმაცია, თითქოს დისნეის ტრეფიკინგში ბრალდებული ეპსტინის კუნძულზე ბავშვები ჩაყავდა

მტკიცება იმის შესახებ, რომ დისნეის თავისი კრუიზის ფარგლებში ბავშვები ჯეფრი ეპსტინის კუნძულზე ჩაყავდა, დეზინფორმაციულია. მსგავსი ინფორმაცია წარსულშიც ვრცელდებოდა და სხვადასხვა მედია საშუალებების მიერ გადანოწმების შედეგად დადგინდა, რომ ის სიმართლეს არ შეესაბამებოდა. 

ვიდეოში გაჟღერებული მტკიცების ანალოგიური ინფორმაცია 2021 წლიდან ვრცელდება, უმეტესად ტვიტერის მომხმარებლების მიერ. მთავარ დამამტკიცებელ საბუთად ისინი აქვეყნებენ საზღვაო კრუიზის განცხადებას, რომელიც მათი თქმით დისნეის ეკუთვნის. განცხადებაში წერია, რომ ტურის მეორე საცურაო გაჩერება  იქნება “პატარა წმინდა ჯეიმსის კუნძულთან”. ეს კუნძული კი ეკუთვნოდა ამერიკელ მილიარდელ ჯეფრი ეპსტინს, რომელიც ორჯერ დააკავეს პედოფილიის და ბავშვების სექსუალური მიზნით ტრეფიკინგის ბრალდებით. მან 2019 წელს, ციხეში, მეორე დაკავებისას, სასამართლო პროცესის გამართვამდე სუიციდით დაასრულა სიცოცხლე. 

Screenshot 2023 12 20 145939 დეზინფორმაცია, თითქოს დისნეის ტრეფიკინგში ბრალდებული ეპსტინის კუნძულზე ბავშვები ჩაყავდა

დისნეის მიმართ წაყენებული ბრალდებები ამერიკულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია Snopes-მა და ბრიტანულმა მედია Independent-მა გადაამოწმეს და მცდარ მტკიცებად შეაფასეს, რაც სამ ძირითად მიზეზს ეყრდნობა. პირველ რიგში განცხადებაში აღნიშნულია, რომ კუნძულთან ხდება საცურაო გაჩერება (Snorkeling), რაც მიუთითებს, რომ გემი გაჩერდება კუნძულის სიახლოვეს, რათა ტურის მონაწილეებმა შეძლონ წყალში გაცურვა. შესაბამისად, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიზიტორები თავად კუნძულზე გადავლენ. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ განცხადება თავად დისნეის არ ეკუთვნის. ამ და მსგავს ტურებს კრუიზის განხორციელებისას დისნეი უწევს რეკომენდაციას, თუმცა მას გარე კომპანია ასრულებს, აქტივობები სწორედ ამ კომპანიის მიერ არის შერჩეული და მასში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში თანხის გადახდა არის საჭირო. 

დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ დისნეისთან კავშირში არაა ის საიტიც, საიდანაც მოიპოვეს განცხადების ფოტოები. ამ საიტის მთავარ მიზანს წარმოადგენს დისნეის კრუიზით დაინტერესებული ადამიანების ტურისტულ სააგენტოებთან გადამისამართება. 2021 წელს დისნეიმ Associated Press-ს განუცხადა, რომ ამ ტურს თავად კუნძულთან კავშირი არ ჰქონდა, მას ახორციელებდა სხვა კომპანია და  “პატარა წმინდა ჯეიმსის კუნძულზე” მისვლა დისნეის გეგმებში არასდროს შესულა. 

აღნიშნული მტკიცების გარდა, ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს დისნეის ეპსტინის კუნძულზე გასართობი პარკის აშენება სურდა, თუმცა დისნეიმ ეს ინფორმაცია უარყო. 2023 წლის დეკემბერში კი გავრცელდა დეზინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დისნეიმ ჯეფრი ეპსტინისა და ბილ კლინტონის პედოფილურ დანაშაულებზე ანიმაციური ფილმი გადაიღო. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიაში:

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ ანგარიში “შუქი სამაიასგან” ეკუთვნის ტიკ-ტოკ ბლოგერს, რომელიც ამ და უკვე დეაქტივირებულ ანგარიშზე “Morganne C Samaya”  ხშირად აქვეყნებს კონსპირაციული შინაარსის პოსტებს და ვიდეოებს ვაქცინაციის თემაზე, პანდემიაზე, ე.წ. გლობალურ მმართველობაზე. მის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist