დეზინფორმაცია, თითქოს დისნეი ბილ კლინტონზე და პედოფილიაზე ანიმაციურ ფილმს იღებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

2.9k
VIEWS

2 დეკემბერს ფეისბუქზე მწერალმა მერაბ რატიშვილმა გააზიარა ფოტო აღწერით: “პედოფილიაში მხილებულ კლინტონების კლანის ლიდერზე დისნეიმ მულტფილმი გადაიღო. ასეთი ამორალური სუბიექტები მართავდნენ აშშ-ს და “ასწავლიდნენ დემოკრატიას” დანარჩენ სამყაროს”. გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს ანიმაციური პოსტერი, რომელშიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი თვითმფრინავში არასრულწლოვან გოგონებთან ერთად იმყოფება. როგორც პოსტერიდან ჩანს, ფილმის სახელი “Magic Island” (მაგიური კუნძული) უნდა იყოს და ის “დისნეის” მფლობელობაში მყოფი კომპანია “პიქსარის” გადაღებულია. კლინტონთან ერთად პოსტერში ნახსენებია ჯეფრი ეპსტინისა და გილეინ მაქსველის სახელებიც. 

ფეისბუქის გარდა აღნიშნული ფოტო მსგავსი აღწერებით სხვა სოციალურ ქსელებშიც, მათ შორის ტიკ-ტოკზე, ინსტაგრამსა და X-ზე (ყოფილი ტვიტერი) გავრცელდა.

disnei da klintoni დეზინფორმაცია, თითქოს დისნეი ბილ კლინტონზე და პედოფილიაზე ანიმაციურ ფილმს იღებს

მერაბ რატიშვილის მიერ გავრცელებულ პოსტში ორი დეზინფორმაციაა: 

  • დისნეისა და პიქსარს პოსტში ნაჩვენები ფილმი არ გადაუღიათ და შესაბამისად ფოტო ყალბია
  • ბილ კლინტონის წინააღმდეგ პედოფილიასა ან სექსუალური ძალადობის შესახებ ოფიციალური ბრალდება არავის წაუყენებია 
  • პოსტერზე ნაჩვენები ანიმაცია არ არსებობს

დისნეისა და პიქსარის ვებ-საიტებზე განთავსებულია მათ მიერ შექმნილი ყველა პროდუქტის სია, თუმცა მათ შორის გავრცელებულ ფოტოზე ნაჩვენები ანიმაციის მსგავსი ფილმი არ იძებნება. “Magic Island” არც კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა Imdb-ს იმ ჩამონათვალში გვხვდება, რომელშიც მოცემულია სტუდია დისნეის მიერ დაანონსებული ფილმები და შოუები.

პოსტში ატვირთული ფოტო სხვადასხვა სოციალურ ქსელში, მათ შორის ფეისბუქზე, ტიკტოკზე, X-ზე (ყოფილი ტვიტერი) და ინსტაგრამზე ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში გავრცელდა და ბევრი ნახვაც მოაგროვა. ფოტო, სავარაუდოდ, შექმნილია ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, თუმცა უცნობია შექმნის თარიღი. ფოტოს უკუძიების პროცესის შედეგად ყველაზე ძველი ვერსია იძებნება რუსულენოვან ფორუმზე, სადაც ამ თემაზე შემქნილ მსგავს ფოტოებთან ერთად წარწერების გარეშე 2023 წლის 3 ოქტომბერს აიტვირთა. საწყის პოსტს შემდეგი აღწერა აქვს გაკეთებული: ჩვენ, როგორც ყოველთვის, მიმების ომის ახალი რაუნდისას გვეძინა. მე ვეძებ ჩვენი ინგლისელი ძმების მიერ შექმნილ ყველაზე სასაცილო კრეატიულობას”. 6 ოქტომბერს იგივე ფოტო X ანგარიშმა RAW EGG NATIONALIST-მა გამოაქვეყნა. აღწერაში ანგარიშმა დაწერა: “პიქსარი წარმოგიდგენთ “ლოლიტას ექსპრესს”. რამდენიმე დღეში აღნიშნული ფოტო უკვე სხვადასხვა გაფორმებითა და წარწერებით ვრცელდებოდა, თუმცა მათი შინაარსი რატიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის იდენტურია. 

disnei da klintoni1 დეზინფორმაცია, თითქოს დისნეი ბილ კლინტონზე და პედოფილიაზე ანიმაციურ ფილმს იღებს disnei da klintoni2 დეზინფორმაცია, თითქოს დისნეი ბილ კლინტონზე და პედოფილიაზე ანიმაციურ ფილმს იღებს
RAW EGG NATIONALIS”-ის მიერ გამოქვეყნებული ფოტო ფეისბუქზე გავრცელებული პოსტერის ერთ-ერთი ვერსია.
  • ბილ კლინტონი პედოფილიაში არავის უმხილებია

აშშ-ის 42-ე პრეზიდენტ ბილ კლინტონის შესახებ ვრცელდებოდა ჭორები, რომ ის პედოფილი და სექსუალური მოძალადეა, თუმცა სინამდვილეში ის მსგავს საქმეში არავის დაუდანაშაულებია და შესაბამისად მის წინააღდეგ მსგავსი ბრალდება ოფიციალურად არასდროს წაუყენებიათ.

კლინტონის შესახებ ჭორები გავრცელდა ჯეფრი ეპსტინთან მისი ახლო ურთიერთობის გამო. ეპსტინი ამერიკელი ფინანსისტი და მულტიმილიონერი იყო, რომელსაც ახლო ურთიერთობები ქონდა გავლენიან პიროვნებებთან, პოლიტიკოსებთან და სხვადასხვა ინდუსტრიის ვარსკვლავებთან. მან 2008 წელს 13 თვე გაატარა ციხეში არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის გამო, 2019 წელს ის დააკავეს სექს-ტრეფიკინგის ბრალდებით, თუმცა საბოლოო განაჩენის გამოტანამდე, ეპსტინი თავისივე საკანში მოკვდა. ოფიციალური ვერსიით მან თავი მოიკლა. 

ბილ კლინტონს 2000-იანი წლების დასაწყისში ეპსტინის კუთვნილი თვითმფრინავით არაერთხელ უფრენია და ბევრჯერ შეხვედრია მას პირადად. ამასთანავე, მულტიმილიონერის რამდენიმე მსხვერპლმა აღნიშნა, რომ ეპსტინთან ერთად ისინი ყოფილ პრეზიდენტსაც შეხვდნენ, მათ შორის ფინანსისტის კუთვნილ კუნძულზეც. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთ მათგანს არ განუცხადებია, რომ ბილ კლინტონი მათ ცუდად მოექცა და რაიმე დანაშაული ჩაიდინა. ისინი არც იმაში არიან დარწმუნებულები, რომ ექს პრეზიდენტმა რამე იცოდა  ჯეფრი ეპსტინის დანაშაულებების შესახებ. 2019 წელს კლინტონის ფონდის სპიკერმა განაცხადა, რომ კლინტონმა ეპსტინის “საშინელი დანაშაულებების” შესახებ არაფერი იცოდა.

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ-მომხმარებელი Merab Ratishvili ანტიდასავლური და კონსპირაციული შინაარსის ინფორმაციებს ხშირად ავრცელებს. მის მიერ გამოქვეყნებული დეზინფორმაციული მტკიცებები “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist