დემონური წარმოშობის “მინისტრი” თუ კანადელი ეპიდემიოლოგის დამუშავებული სურათი?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

666
VIEWS

19 სექტემბერს ფეისბუქ ანგარიშებმა Ti-Nia Dia და “ბოლო ჟამის ქრისტიანები” სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრებისა და ექსპერტების ფოტოსურათები გაავრცელეს. ბელგიის, ამერიკის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის ჯანდაცვის მინისტრების სურათებს Ti-Nia Dia და სხვა ფეისბუქ მომხმარებლებმი შემდეგი აღწერით აზიარებდნენ: “ამათ უნდა ვანდოთ ჩვენი ჯანმრთელობა? არ მინდა გმადლობთ”.

1

დასავლური ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრების ფოტოებიდან ორი სურათი ფოტომანიპულაციაა. კანადელი “მინისტრის” ფოტოზე რეალურად არა კანადის ჯანდაცვის მინისტრი, არამედ კანადის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უმაღლესი ოფიცერია გამოსახული და სურათი დამუშავების შედეგად იმგვარადაა მოდიფიცირებული, რომ მისი საშუალებით ჯანდაცვის ექსპერტის დისკრედიტაცია მოხდეს. ის ფოტო კი, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრს მიაწერენ, სინამდვილეში ბრიტანელი ეპიდემიოლოგს ასახავს. 

  • კანადის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უმაღლესი ოფიცრის ფოტო დამუშავებულია.

დამუშავებულ ფოტო, რომელიც პირველად 2021 წლის აპრილში Twitter-ისა და Instagram-ის მომხმარებლებმა გაავრცელეს, კანადის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უმაღლესი ოფიცრის ტერეზა ტამს ასახავს. აღნიშნულ ფოტოზე დაყრდნობით ინგლისურენოვანი მომხმარებლები ამტკიცებდნენ, რომ კანადის “ჯანდაცვის მინისტრი” სინამდვილეში არა ადამიანი, არამედ დემონი იყო. ტერაზა ტამის დემონურ წარმომავლობასთან დაკავშირებით ვარაუდები გავრცელებული პოსტის კომენტარებში ქართველმა ფეისბუქ მომხმარებლებმაც გამოთქვეს.

2

რეალურად, სურათის ავთენტური ვერსია 2020 წლის 20 აპრილს პრესკონფერენციაზეა გადაღებული, სადაც ტერეზა ტამი ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს. სურათი “The Canadian Press”-ის ფოტოგრაფს ადრიან უილდს ეკუთვნის. აღნიშნული სურათიდან ტამის სახე პირველად კანადურმა გამოცემამ Toronto Star-მა ამოჭრა და თავის სტატიას დაურთო. დამუშავებული სურათიც ფოტოს სწორედ აღნიშნული ვერსიიდანაა მიღებული. სახეცვლილ ფოტოში ტერეზა ტემის თვალის გუგები და უპეები არაბუნებრივადაა გადიდებული, შეცვლილია კანის ფერი და გაზრდილია ჩრდილების სიმკვეთრე.

3

ტერეზა ტამი იმუნიზაციისა და ინფიქციური დაავადებების სპეციალისტია, ის კანადის საზოგადოებირივი ჯანმთელობის უმაღლესი ოფიცრის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებს, თუმცა იგი კანადის ჯანდაცვის მინისტრი არასოდეს ყოფილა. ამჟამად ჯანდაცვის მინისტრის პოზიციას კანადელი პოლიტიკოსი პატრისია ჰაჯდუ იკავებს.

4

  • გაერთიანებული სამეფოს “ჯანდაცვის მინისტრის” ნაცვლად გავრცელებული ფოტო ბრიტანელ ეპიდემიოლოგს ასახავს.

პროფესორ კრის უიტის სურათი, რომელსაც სოციალური ქსელის მომხმარებლები ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრს მიაწერენ, BBC-ის დილის გადაცემის  2021 წლის 11 იანვრის ეთერში გასული ინტერვიუდან ამოჭრილი კადრია. ინტერვიუში ეპიდემიოლოგი კორონავირუსის გავრცელების დინამიკის შესახებ საკუთარ პროგნოზებს განიხილავდა.

5

ამჟამად დიდ ბრიტანეთში ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას საჯიდ ჯავიდი იკავებს, რომელმაც 2021 წლის ივნისში აღნიშნულ თანამდებებაზე ყოფილი მინისტრი მეთ ჰანკოკი შეცვალა.

6

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის შესახებ ფოტომანიპულაცია “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ სტატია:

  • ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO) თუ ბრიტანეთის ჯანდაცვის სერვისი (NHS)?

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ბელგია, დიდი ბრიტანეთი, კანადა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist