სოციალურ ქსელში დავით სერგეენკოს ყალბი ციტატა ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

145
VIEWS

13 მაისს ბიზნესმენმა ფადი ასლიმ და ,,ნაციონალურ მოძრაობის” იმერეთის რეგიონული საბჭოს წევრმა, ირაკლი გვალიამ, ასევე ტელეკომპანია ,,ახალმა” ფეისბუქზე გაავრცელეს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრისა და პარლამენტის ყოფილი წევრის, დავით სერგეენკოს შემდეგი ციტატა: “მრცხვენია, რომ ოდესღაც მათთან ვიყავი”. იქიდან გამომდინარე, რომ სერგეენკო “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატია, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ის მმართველ პარტიაზე საუბრობს.

sotsialur qselshi davith sergeenkos qhalbi tsitata vrtseldeba სოციალურ ქსელში დავით სერგეენკოს ყალბი ციტატა ვრცელდება

გავრცელებული ციტატა გაყალბებულია, დავით სერგეენკოს საჯაროდ არ უთქვამს, რომ წარსულში ,,ქართულ ოცნებასთან” ყოფნის რცხვენია. სერგეენკოს ციტატა, მათ შორის, არც ერთი სანდო მედიას არ გამოუქვეყნებია. ციტატის ნამდვილობას თავად სერგეენკოც უარყოფს. 

დავით სერგეენკოს ციტატის ღია წყაროებში ძიებით დადგინდა, რომ ის გაყალბებულია და ყოფილ მინისტრს მსგავსი რამ საჯაროდ არ უთქვამს. სერგეენკოს ამგვარი ციტატა საკუთარ ფეისბუქ გვერდსა თუ პირად ანგარიშზე არ გამოუქვეყნებია. 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ,,მითების დეტექტორი” დავით სერგეენკოს დაუკავშირდა. მან ციტატის ნამდვილობა უარყო და დაადასტურა, რომ ,,მსგავსი რამ არც უთქვამს და არც დაუწერია”. 

დავით სერგეენკომ დეპუტატის მანდატი გასულ წელს დათმო. როდესაც 2023 წელს ე.წ. “აგენტების კანონი” პარლამენტში განიხილებოდა, მას სერგეენკომ მხარი არ დაუჭირა.

,,აგენტების კანონის” ხელახალი ინიცირების, განხილვისა და პროტესტის პარალელურად, სოციალურ ქსელში შეცდომაში შემყვანი ცნობები ვრცელდება. სხვადასხვა მიზნით გავრცელებულ ყალბ მტკიცებებს, მათ შორის ციტატებს, ,,მითების დეტექტორი” სისტემატურად ამოწმებს: 

არქივის ბმულები: 1, 2, 3.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist