დაიწყო თუ არა ლონდონის პოლიციამ ვაქცინებთან დაკავშირებით გამოძიება?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

137
VIEWS

23 იანვარს ანტივაქსერმა ზვიად გოგიაშვილმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმად, ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციამ ვაქცინაციის შედეგად გარდაცვლილთა დიდი რაოდენობის ადამიანების გამო ექიმებისა და ადვოკატების საჩივარი მიიღო, რის საფუძველზეც კრიმინალური გამოძიება დაიწყო. პოსტს თან ერთვის ვიდეო, რომელშიც უცნობი ქალი ბრიტანელ პოლიციელს ეუბნება, რომ ვაქცინაციის შედეგად გარდაცვლილთა კატასტროფული რაოდენობის გამო ლონდონის პოლიციამ საქმე უკვე აღძრა და ამ საქმის ნომერიც არსებობს, რასაც, მისი თქმით, პოლიციელს მოგვიანებით მიაწვდის. ქალი ასევე აცხადებს, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით აღნიშნული საქმე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოშიც მიღებულია. 

გოგიაშვილმა იგივე ინფორმაცია ფეისბუქ გვერდ “ემის” ლაივ ჩართვაშიც გააჟღერა.

Screenshot 3 2 დაიწყო თუ არა ლონდონის პოლიციამ ვაქცინებთან დაკავშირებით გამოძიება?

გოგიაშვილის მტკიცება, თითქოს ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციამ ვაქცინაციის შედეგად გარდაცვლილთა დიდი რაოდენობის გამო გამოძიება დაიწყო, მცდარია. სავარაუდო დანაშაულის შესახებ, რომელიც კოვიდ19-ის ვაქცინებს ეხებოდა, საჩივარი ლონდონის ერთ-ერთი პოლიციის განყოფილებაში მართლაც შევიდა, თუმცა მას სამართლებრივი ქმედება არ მოჰყოლია. ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ კოვიდ19-ის ავტორიზებული ვაქცინები უსაფრთხოა.

ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციამ ვაქცინაციის შედეგად გამოწვეული გარდაცვალებების გამო გამოძიება დაიწყო, სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით ტვიტერის უცხოელ მომხმარებლებში, ვირუსულად გავრცელდა. ვრცელდებოდა ინფორმაციაც, რომ ბრიტანეთში ვაქცინაციის ცენტრები იხურება, რაც სიმართლეს ასევე არ შეესაბამება.

გავრცელებულ პოსტებში ახსენებდნენ საქმის ნომერს 6029679/21, რომელიც  ჰამერსმითის მეტროპოლიტენის პოლიციამ გახსნა და ვაქცინაციით გამოწვეული დაზიანებების შესახებ საჩივრები ამ ნომერზე დარეგისტრირდებოდა.

ინდივიდების ჯგუფმა, რომლებიც ვაქცინებს ეწიმააღმდეგებიან, ბრიტანეთის მთავრობა გენოციდში დაადანაშაულეს და საჩივარი პოლიციაში 2021 წლის დეკემბერში სწორედ ამასთან დაკავშირებით შეიტანეს. Reuters-ი ინფორმაციის გადასამოწმებლად ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციას დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ გამოძიება კოვიდ19-ის ვაქცინებთან დაკავშირებით არ დაწყებულა და არარსებული საქმის ფარგლებში არც ვაქცინაციის ცენტრები დახურულა. პოლიციაში განმარტეს, რომ რეგისტრაციის ნომრის მინიჭება გამოძიების დაწყებას ან იმას, რომ დანაშაული ნამდვილად მოხდა არ ნიშნავს. ნომრის არსებობა უბრალოდ იმაზე მიუთითებს, რომ პოლიციამ საჩივარი მიიღო და დაარეგისტრირა.  პოლიციის წარმომადგენლის თქმით, დოკუმენტებში, რაც მათი მტკიცებების მხარდასაჭერად იყო წარდგენილი, ამ დრომდე არ უნახავთ მტკიცებულება, რომელიც დანაშაულის ჩადენას დაადასტურებდა, შესაბამისად სისხლის სამართლის გამოძიება არ დაწყებულა.

რაც შეეხება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, პროკურორის ოფისის წერილში ნათქვამია, რომ გაგზავნილი დოკუმენტები მიიღეს, თუმცა წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ეს გამოძიების დაწყებას არ ნიშნავს და არც იმის უდაო დასტურია,  რომ საქმეს მსვლელობა მომავალში მიეცემა. ნებისმიერ ინდივიდს ან ინდივიდთა ჯგუფს შეუძლია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის სავარაუდო დანაშაულზე ინფორმაციის გაგზავნა. პროკურორის ოფისის წარმომადგენელმა Fullfact-თან კომენტარში აღნიშნა, რომ პირველი ნაბიჯი მოწოდებული ინფორმაციის გაცნობაა და ასევე განმარტა, რომ, როგორც წესი, კოვიდ19-თან დაკავშირებულ საქმეებს პროკურორის ოფისი არ განიხილავს, რადგან ის სასამართლოს იურისდიქციის მიღმაა.

ზვიად გოგიაშვილი ვაქცინაციაზე დეზინფორმაციას ხშირად ავრცელებს, რაც “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა. კვლევები და სხვადასხვა ქვეყნის სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ კოვიდ19-ის აღიარებული ვაქცინები უსაფრთხოა. ვაქცინების უსაფრთხოებისა და კოვიდ19-ის წინააღმდეგ მათი ეფექტიანობის შესახებ “მითების დეტექტორს” არაერთი მასალა აქვს გამოქვეყნებული:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist