ბათუმი თუ პრიმორიე – სად არის გადაღებული ჩხუბის ამსახველი ვიდეო?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

111
VIEWS

27 ივლისს ტელეკომპანია “პირველის” ფეისბუქ გვერდზე სანაპიროზე რამდენიმე ადამიანის ჩხუბის ამსახველი ვიდეო გამოქვეყნდა. პოსტის აღწერის მიხედვით, ვიდეო ბათუმშია გადაღებული. როგორც ვიდეოში ისმის, ჩხუბში ჩართულები და ასევე ვიდეოს გადამღები, რუსულად ლაპარაკობენ. 

Screenshot 2023 07 28 171145 ბათუმი თუ პრიმორიე - სად არის გადაღებული ჩხუბის ამსახველი ვიდეო?

ვიდეო არასწორი აღწერით ვრცელდება და ის ბათუმში გადაღებული არ არის. ტელეგრამ არხების თანახმად, სადაც ვიდეო თავდაპირველად გავრცელდა, ვიდეო პრიმორიეს მხარეში, შამორას ყურის სანაპიროზეა გადაღებული.

ვიდეო ტვ “პირველზე” გამოჩენამდე ტელეგრამის არხებმა გამოაქვეყნეს. ის სხვადასხვა რუსულენოვან ტელეგრამ-არხზე ბოლო რამდენიმე დღეა ვრცელდება (1,2,3).

Screenshot 2023 07 28 171352 ბათუმი თუ პრიმორიე - სად არის გადაღებული ჩხუბის ამსახველი ვიდეო?

ტელეგრამ-არხებზე გავრცელებული ვიდეოს აღწერების მიხედვით, ვიდეო არა ბათუმში, არამედ რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, პრიმორიეს მხარეში, შამორას ყურეში, სანაპიროზეა გადაღებული.

ვიდეოში ასევე ჩანს, რომ სანაპირო ოქროსფერ ქვიშიანია, ხოლო ბათუმის სანაპირო ძირითადად ქვიანია და იქ ოქროსფერ ქვიშას არ ვხვდებით.

Screenshot 2023 07 28 171359 ბათუმი თუ პრიმორიე - სად არის გადაღებული ჩხუბის ამსახველი ვიდეო?

ტელეგრამ-არხებზე დარყდნობით ვიდეო რუსულენოვან მედიაშიც გაშუქდა(1,2,3). 

Screenshot 2023 07 28 171409 ბათუმი თუ პრიმორიე - სად არის გადაღებული ჩხუბის ამსახველი ვიდეო?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist