არსებობს თუ არა უკრაინაში პენტაგონისგან მართული ბიოლოგიური ლაბორატორიები?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

9.1k
VIEWS

2022 წლის 18 თებერვალს რუსულმა ონლაინ გამოცემებმა Московский Комсомолец-მა და Tehnowar.ru-მა უკრაინაში უცხოეთიდან მართული სამხედრო ლაბორატორიების შესახებ სტატიები მოამზადეს, რომელთა  მიხედვითაც, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაში 15 ბიოლაბორატორიას აკონტროლებს. Московский Комсомолец-ის სტატია ფეისბუქზე 18 თებერვლიდან ზიარდება. უკრაინისგან მომავალი ბიოლოგიური საფრთხის შესახებ პროპაგანდისტული მედია Ren TV კი 2022 წლის იანვრიდან წერდა.  

Screenshot 6 არსებობს თუ არა უკრაინაში პენტაგონისგან მართული ბიოლოგიური ლაბორატორიები?Screenshot 7 1 არსებობს თუ არა უკრაინაში პენტაგონისგან მართული ბიოლოგიური ლაბორატორიები?

მსგავსი შინაარისის დეზინფორმაცია რუსეთის მიერ უკრაინაზე სრულმასშტაბიანი სამხედრო თავდასხმის შემდეგ ქართულ სოციალურ ქსელშიც ზიარდება. 2022 წლის 25 თებერვალს ფეისბუქ მომხმარებელმა Bacho Grigolia-მ პოსტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, უკრაინის ტერიტორიაზე რუსული სარაკეტო თავდასხმების შედეგად პენტაგონის და ამერიკული კორპორაციების კონტროლირებული 11 ბიოლოგიური ლაბორატორიიდან 7 განადგურდა. მისი მტკიცებით, უკრაინის ტერიტორიაზე აღნიშნული ლაბორატორიების არსებობა ადასტურებს, რომ უკრაინა რეალურად დამოუკიდებელი არ არის და იგი დასავლური ქვეყნების კორპორაციებისა და გლობალისტური ძალებისგან იმართება. 

28 თებერვალს იდენტური პოსტი კიდევ ერთმა ფეისბუქ მომხმარებელმა შალვა დალაქიშვილმაც გამოაქვეყნა. 

Screenshot 3 არსებობს თუ არა უკრაინაში პენტაგონისგან მართული ბიოლოგიური ლაბორატორიები?

მტკიცება, თითქოს უკრაინაში პენტაგონის მართული სამხედრო ლაბორატორიები არსებობს, დეზინფორმაციაა, რომელსაც კრემლისტური მედიები და სხვა პრორუსული წყაროები წლებია ავრცელებენ. რეალურად, ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინის მთავრობას საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით მომუშავე ლაბორატორიების ტექნიკურად გაძლიერებაში 2005 წლიდან ეხმარება, თუმცა აღნიშნული პროგრამა სამხედრო დანიშნულების ბიოლოგიურ პროექტებზე მუშაობას არ ითვალისწინებს. 

ქართველი ფეისბუქ მომხმარებლების მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსულმა მხარემ არარსებული “პენტაგონის ლაბორატორიების” განადგურება დაიწყო, პირველად Twitter-ის მომხმარებელმა @WarClandestine-მა გაავრცელა. 

Screenshot 4 არსებობს თუ არა უკრაინაში პენტაგონისგან მართული ბიოლოგიური ლაბორატორიები?

ამჟამად დეზინფორმაციის გავრცელების გამო ანგარიში გათიშულია, თუმცა უკრაინაში “პენტაგონის მართული ლაბორატორიების” დაბომბვის შესახებ სოციალური ქსელის სხვა მომხმარებლებიც აქტიურად წერენ.

Screenshot 5 არსებობს თუ არა უკრაინაში პენტაგონისგან მართული ბიოლოგიური ლაბორატორიები?

მტკიცებას, თითქოს უკრაინის ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ლაბორატორიები ფუნქციონირებს და ბიოლოგიურ იარაღს ამზადებენ, კრემლისტური პროპაგანდის წყაროები  2018 წლიდან ავრცელებენ. რუსული ნარატივის მიხედვით, ამერიკელები რუსეთის საზღვრის სიახლოვეს სამხედრო ლაბორატორიებში პათოგენებსა და მომაკვდინებელ დაავადებებს ქმნიან, ხოლო შემდეგ პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოსახლეობაზე საიდუმლოდ ცდიან. კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან მალევე, 2020 წლის მაისში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა “ამერიკული ლაბორატორიების” შესახებ სოციალურ ქსელებში კოორდინირებულად გავრცელებული დეზინფორმაციას საპასუხოდ სპეციალური განმარტება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინაში უცხოეთისგან მართული ბიოლოგიური ლაბორატორიები, მით უფრო – სამხედრო დანიშნულების მქონე,  არ ოპერირებენ. 

რუსული წყაროები და მათთან დაკავშირებული სოციალური ქსელის მომხმარებლები ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ 1991 წელს ამოქმედებულ “საფრთხეების შემცირების ერთობლივ პროგრამაზე” აპელირებენ, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საბჭოთა კავშირის დროს დამზადებული ბიოლოგიური იარაღის უსაფრთხოდ განეიტრალებასა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ამერიკა უკრაინასთან 2005 წლიდან თანამშრომლობს. 2005 წელს ამოქმედებული შეთანხმების ფარგლებში უკრაინის სხვადასხვა რეგიონში არსებული უკრაინული ლაბორატორიების ტექნიკური განახლება და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა მოხდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნული ლაბორატორიები სამხედრო დანიშნულებისაა ან ამერიკის მთავრობას ექვემდებარებიან. როგორც ფაქტების გადამოწმების პლატფორმას PolitiFact-ს ამერიკის იარაღის კონტროლის ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრმა და ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური თავდაცვის პროგრამების ყოფილმა ასისტენტმა ენდი ვებერმა განუმარტა, ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინის სამთავრობო უწყებების დაქვემდებარებაში მომუშავე ლაბორატორიებს მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ტექნიკური კუთხით ეხმარება. ვებერის თქმით, ტყუილია, რომ პენტაგონი ან რომელიმე სხვა ამერიკული სამთავრობო ორგანო უკრაინაში სამხედრო დანიშნულების მქონე ლაბორატორიებს მართავს. 

როგორც სამხედრო ლაბორატორიების შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის და შეთქმულების თეორიების საპასუხოდ უკრაინაში ამერიკის საელჩომ განაცხადა, აშშ თავის პარტნიორ ქვეყნებთან სახიფათო დაავადებების ლოკალური ან გლობალური გავრცელების პრევენციის მიზნით მუშაობს, თუმცა თანამშრომლობა ბიოლოგიური იარაღის წარმოებას არ გულისხმობს. 

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური დეზინფრომაცია და ნარატივები საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის კონტექსტში ვრცელდება. ლუგარის ლაბორატორიის შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ევროკავშირი, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist