აფხაიძე და მოროშკინა კრემლის პროპაგანდისტულ არხებზე თბილისში საპროტესტო აქციებზე დეზინფორმაციულ ნარატივებს ავრცელებენ

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

444
VIEWS

საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 7 მარტის სესიაზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტს “უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”. კანონპროექტის თანახმად, რომელიც საპროტესტო აქციების შედეგად პარლამენტმა 10 მარტს უკან გაიწვია, ყველა არასამეწარმეო იურიდიულ პირი, მათ შორის არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური ფონდებიდანაა, აგენტად უნდა დარეგისტრირებულიყო. კანონის პირველი მოსმენით მიღებამ მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია. საპროტესტო აქციები 6, 7, 8 და 9 მარტს გაიმართა. 

“ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტთან დაკავშირებული პროტესტი კრემლის პროპაგანდისტულ პლატფორმებზე მანიპულაციურად ან დეზინფორმაციული ინტერპრეტაციით შუქდებოდა. კრემლის მედიები აქციების ორგანიზატორებად “რადიკალურ ოპოზიციას” წარმოაჩენენ და მის უკან აშშ-ის ინტერესებს ხედავენ. 

თბილისში განვითარებული მოვლენები 9 მარტს რუსეთის პირველი არხის გადაცემაში “დიდი თამაში” განიხილეს.  პირდაპირ ეთერში “კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის” დამფუძნებელი შოთა აფხაიძე ჩაერთო, რომელმაც აღნიშნა, რომ კანონის გაწვევის მიუხედავად, აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ ეს აშშ-ს სურს. მისი თქმით, ამერიკის გარდა, ბოლო დროს საქართველოში აქტიურად მუშაობს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიც.

saprotesto aqtsia აფხაიძე და მოროშკინა კრემლის პროპაგანდისტულ არხებზე თბილისში საპროტესტო აქციებზე დეზინფორმაციულ ნარატივებს ავრცელებენ

შოთა აფხაიძის გარდა, რომელიც კრემლისტურ დეზინფორმაციას ხშირად ავრცელებს, რუსულ პლატფორმაზე მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ლალი მოროშკინაც გამოჩნდა. 8 მარტს СОЛОВЬЁВLIVE -ის გადაცემა “კარნაუხოვის ლაბირინთი”  თბილისში განვითარებულ მოვლენებს მიეძღვნა, სადაც 7 მარტის საპროტესტო აქციის კადრების ფონზე  მოროშკინამ განაცხადა, რომ ამ აქციის მონაწილეები ძირითადად უკრაინელები იყვნენ, რომლებსაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებთან (“ნაციონალებთან”) ერთად გადატრიალების მოწყობა სურდათ.  

ლალი მოროშკინა: “ვისაც ფოტოზე ხედავთ, არიან უკრაინელები და მცირე რიცხვი სტუდენტებისა. ეს ის უკრაინელები არიან, რომლებიც ძირითადად ბოლოს შემოვიდნენ საქართველოში . ისინი, ვისაც ქართველ ნაციონალებთან (ენმ) ერთად ხელისუფლების დამხობა სურთ”. 

მოროშკინამ პირდაპირ ეთერში  ქართული ოცნების ქმედება მოიწონა და აღნიშნა, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ სიტუაციის განსამუხტად.  მისი თქმით, პოლიცია დემონსტრანტებს აქციის მშვიდად ჩატარების უფლებას აძლევდა მანამ, სანამ მათ მოლოტოვის კოქტეილების გამოყენება დაიწყეს. 

“66 ადამიანი დააკავეს და საინტერესოა ამათგან რამდენია ქართველი, რამდენი უკრაინელი  და რამდენი ისეთი ადამიანი, ვინც უბრალოდ ვერ გაიგო რაზეა ეს კანონი?” – განაცხადა მოროშკინამ. 

გადაცემის ფრაგმენტი, რომელშიც მოროშკინა საპროტესტო აქციის გამართვას  უკრაინელებს უკავშირებს, ფეისბუკის რუსულენოვან ანგარიშებზეც ( 1, 2) გავრცელდა.

saprotesto aqtsia 1 აფხაიძე და მოროშკინა კრემლის პროპაგანდისტულ არხებზე თბილისში საპროტესტო აქციებზე დეზინფორმაციულ ნარატივებს ავრცელებენ

ინფორმაცია, თითქოს “უცხოეთის გავლენის აგენტების” კანონის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციაზე ძირითადად უკრაინელები იყვნენ, სიმართლეს არ შეესაბამება. 7 და 8 მარტს გამართულ ორივე აქციის ორგანიზატორები სხვადასხვა ქართული ორგანიზაცია და სტუდენტური მოძრაობები იყვნენ. გარდა ამისა, მედიაში გავრცელებული განცხადებები და ფოტოები, მათ შორის აქციის პოსტერები ცხადყოფს, რომ საპროტესტო აქციებზე ოპოზიციის სხვადასხვა პარტიის მხარდამჭერები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, უნივერსიტეტის სტუდენტები და სხვა მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

7 მარტიის აქცია “არა რუსულ კანონს – გამოდი ღირსების დასაცავად!” ფეისბუკზე დაანონსდა და რამდენიმე ორგანიზატორი ჰყავდა. ორგანიზატორებს შორის იყვნენ “ჯიუტი”, “სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ”, “ტალღა”, “მწვანეები”,”გააღვიძე აქტივიზმი” და “GrlzWave”.

saprotesto aqtsia 2 აფხაიძე და მოროშკინა კრემლის პროპაგანდისტულ არხებზე თბილისში საპროტესტო აქციებზე დეზინფორმაციულ ნარატივებს ავრცელებენ
წყარო: არა რუსულ კანონს – გამოდი ღირსების დასაცავად!

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მოძრაობისა და ორგანიზაციებისა, აქციაზე მოსვლისკენ საზოგადოებას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებიც მოუწოდებდნენ. განცხადებები გაავრცელეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ – ლევან ხაბეიშვილმა,ევროპულმა საქართველომ“, “დროამ“, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა – გიორგი ვაშაძემ

რაც შეეხება 8 მარტის აქციას, 15:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე ქალთა უფლებებზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული ქალთა მარში – ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ! გაიმართა, შემდეგ კი მათ მოსახლეობას საქართველოს პარლამენტის წინ იმავე დღეს დაგეგმილ აქციაზე “უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ” მისვლისკენ მოუწოდეს. 

saprotesto aqtsia 3 აფხაიძე და მოროშკინა კრემლის პროპაგანდისტულ არხებზე თბილისში საპროტესტო აქციებზე დეზინფორმაციულ ნარატივებს ავრცელებენ

8 მარტს სტუდენტების მსვლელობაც გაიმართა, შემდეგ კი მათ საქართველოს პარლამენტთან გადაინაცვლეს. 

კანონპროექტის წინააღმდეგ ფეისბუკზე დაანონსებულ 8 მარტიის აქციის ორგანიზატორი 13 ორგანიზაცია და მოძრაობა იყო. ესენია:  “ჯიუტი”, “სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ”, “ტალღა”, “მწვანეები”,”გააღვიძე აქტივიზმი” “GrlzWave”, “we’talk”, “მტკვარზე”, “ფონდი ფემინა”, “Mzesumzira”, “4D Monster Lobsters”, “ROKVA Festival”და”Left Bank”. 

saprotesto aqtsia 4 აფხაიძე და მოროშკინა კრემლის პროპაგანდისტულ არხებზე თბილისში საპროტესტო აქციებზე დეზინფორმაციულ ნარატივებს ავრცელებენ

“უცხოეთის გავლენის აგენტების” კანონის წინააღმდეგ 7  და 8 მარტს გამართული საპროტესტო აქციის კადრები სხვადასხვა მედიის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. კადრებში ჩანს, რომ გამომსვლელებს შორის იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტური მოძრაობების წარმომადგენლები. 

სოციალურ ქსელში აქციების ფოტოებიც გავრცელდა, რომლებშიც  საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან აქციის მხარდამჭერი პოსტერები ჩანს.

saprotesto aqtsia 5 აფხაიძე და მოროშკინა კრემლის პროპაგანდისტულ არხებზე თბილისში საპროტესტო აქციებზე დეზინფორმაციულ ნარატივებს ავრცელებენ
7 მარტის საპროტესტო აქცია წყარო: ნეტგაზეთი
saprotesto aqtsia 6 აფხაიძე და მოროშკინა კრემლის პროპაგანდისტულ არხებზე თბილისში საპროტესტო აქციებზე დეზინფორმაციულ ნარატივებს ავრცელებენ
7 მარტის საპროტესტო აქცია წყარო: ფორმულა
saprotesto aqtsia 7 აფხაიძე და მოროშკინა კრემლის პროპაგანდისტულ არხებზე თბილისში საპროტესტო აქციებზე დეზინფორმაციულ ნარატივებს ავრცელებენ
7 მარტის საპროტესტო აქცია წყარო: რადიო თავისუფლება
saprotesto aqtsia 8 აფხაიძე და მოროშკინა კრემლის პროპაგანდისტულ არხებზე თბილისში საპროტესტო აქციებზე დეზინფორმაციულ ნარატივებს ავრცელებენ
7 მარტის საპროტესტო აქცია წყარო: რადიო თავისუფლება
saprotesto aqtsia 9 აფხაიძე და მოროშკინა კრემლის პროპაგანდისტულ არხებზე თბილისში საპროტესტო აქციებზე დეზინფორმაციულ ნარატივებს ავრცელებენ
7 მარტის საპროტესტო აქცია წყარო: პუბლიკა
saprotesto aqtsia 10 აფხაიძე და მოროშკინა კრემლის პროპაგანდისტულ არხებზე თბილისში საპროტესტო აქციებზე დეზინფორმაციულ ნარატივებს ავრცელებენ
8 მარტის საპროტესტო აქციის ფოტოები წყარო: On.ge
saprotesto aqtsia 11 აფხაიძე და მოროშკინა კრემლის პროპაგანდისტულ არხებზე თბილისში საპროტესტო აქციებზე დეზინფორმაციულ ნარატივებს ავრცელებენ
8 მარტის საპროტესტო აქცია წყარო: პუბლიკა

დაახლოებით რამდენი ადამიანი ესწრებოდა 8 მარტს გამართულ აქციას?

იმის შემდეგ, რაც 7 მარტს საპარლამენტო უმრავლესობამ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო, საპროტესტო აქცია 8 მარტსაც ჩატარდა.

8 მარტს აქციაზე მისული მოქალაქეების მიახლოებითი რაოდენობის გამოსათვლელად შეკრებილი ხალხის რაოდენობის მთვლელი ონლაინ ხელსაწყო mapchecking.com გამოვიყენეთ. Mapchecking-ი რუკაზე კონკრეტული არეალის მონიშვნის, შემდეგ კი  სიმჭიდროვის მითითებით შეკრებილი ადამიანების მიახლოებულ რაოდენობის გამოთვლის შესაძლებლობას გვაძლევს.

ტელეკომპანია “პირველისა” და “ფორმულას” უწყვეტ პირდაპირ ეთერში გასულ დრონის კადრებზე დაყრდნობით რუკაზე ის არეალი მოვნიშნეთ, რომელიც 8 მარტის აქციის მონაწილეებს ეკავათ.

saprotesto aqtsia 12 აფხაიძე და მოროშკინა კრემლის პროპაგანდისტულ არხებზე თბილისში საპროტესტო აქციებზე დეზინფორმაციულ ნარატივებს ავრცელებენ

კადრებში ჩანს, რომ მომიტინგეები არა მხოლოდ უშუალოდ პარლამენტის წინ, არამედ 9 აპრილისა და ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩების ნაწილზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, ასევე თბილისის კლასიკური გიმნაზიის წინ იდგნენ. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის წინ ტერიტორიას, ასევე მუზეუმსა და ქაშვეთის ეკლესიას შორის მდებარე არჩილ ჯორჯაძის ქუჩასა და უშუალოდ ქაშვეთის ეკლესიის წინ ტერიტორიასაც იკავებდნენ.

saprotesto aqtsia 13 აფხაიძე და მოროშკინა კრემლის პროპაგანდისტულ არხებზე თბილისში საპროტესტო აქციებზე დეზინფორმაციულ ნარატივებს ავრცელებენ

saprotesto aqtsia 14 აფხაიძე და მოროშკინა კრემლის პროპაგანდისტულ არხებზე თბილისში საპროტესტო აქციებზე დეზინფორმაციულ ნარატივებს ავრცელებენ

saprotesto aqtsia 15 აფხაიძე და მოროშკინა კრემლის პროპაგანდისტულ არხებზე თბილისში საპროტესტო აქციებზე დეზინფორმაციულ ნარატივებს ავრცელებენ

იმის გამო, რომ აქციის მონაწილეები სხვადასხვა მონაკვეთზე სხვადასხვა სიმჭიდროვით იდგნენ, ტერიტორია 3 ძირითად ნაწილად გავყავით: 1. უშუალოდ პარლამენტის წინ ტერიტორია (დამატებით 9 აპრილისა და ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩების ნაწილი, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის წინ ტერიტორია, ქაშვეთის ეკლესიასა და კლასიკურ გიმნაზიას შორის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი); 2. პირველი გიმნაზიის წინ ტერიტორიის დარჩენილი ნაწილი და ეროვნული გალერიის წინ ტერიტორია; 3. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის წინ ტერიტორია.

სიმჭიდროვის განსასაზღვრად Mapchecking-ის ვებ-გვერდზე მითითებული რესურსი გამოვიყენეთ, რომელზეც კონკრეტული სიმჭიდროვის ვიზუალური გამოსახულებებია მოცემული. 3 ნაწილად გაყოფილ ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეების რაოდენობის დაჯამებით 8 მარტის აქციაზე მისული მოქალაქეების მიახლობითი რიცხვი – 32 265 მივიღეთ:

აქციის მონაწილეები ყველაზე მჭიდროდ ჩვენს მიერ გამოყოფილ პირველ ნაწილზე იდგნენ. ამ ტერიტორიაზე სიმჭიდროვე ერთ კვადრატულ მეტრზე 3 ადამიანით შევაფასეთ, Mapchecking-ის გამოთვლით კი ტერიტორიაზე 26 293 ადამიანი იყო შეკრებილი.

saprotesto aqtsia 16 აფხაიძე და მოროშკინა კრემლის პროპაგანდისტულ არხებზე თბილისში საპროტესტო აქციებზე დეზინფორმაციულ ნარატივებს ავრცელებენ

პირველი კლასიკური გიმნაზიის წინ დარჩენილი ტერიტორიისა და ასევე რუსთაველის გამზირის მცირე ნაწილზე აქციის მონაწილეების სიმჭიდროვე ერთ კვადრატულ მეტრზე 2 ადამიანით განვსაზღვრეთ, რამაც ჯამში 3864 ადამიანი შეადგინა.

saprotesto aqtsia 17 აფხაიძე და მოროშკინა კრემლის პროპაგანდისტულ არხებზე თბილისში საპროტესტო აქციებზე დეზინფორმაციულ ნარატივებს ავრცელებენ

რაც შეეხება მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის წინ ტერიტორიას, სადაც მოქალაქეები ყველაზე ნაკლები სიმჭიდროვით იყვნენ განთავსებული. ამ ნაწილზე სიმჭიდროვე 1 კვადრატულ მეტრზე 1.5 ადამიანით შევაფასეთ. maphecking-ის გამოთვლით, ამ ადგილზე 2109 ადამიანი იმყოფებოდა.

saprotesto aqtsia 18 აფხაიძე და მოროშკინა კრემლის პროპაგანდისტულ არხებზე თბილისში საპროტესტო აქციებზე დეზინფორმაციულ ნარატივებს ავრცელებენ

  • საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი ” უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” ჩააგდო

მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ, 9 მარტს საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივი განცხადება გავრცელდა, რომელშიც კანონის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გაწვევაზეა საუბარი. აღნიშნული განცხადების შემდეგ კონსტიტუციონალისტემა განმარტეს, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი არ ითვალისწინებს პირველი მოსმენის შემდეგ ინიციატორთა მიერ კანონპროექტის გაწვევას, ამისთვის საჭიროა პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე გატანა და მის წინააღმდეგ ხმის მიცემა – „ჩაგდება“. 10 მარტს გამართულ პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით უყარა კენჭი და ჩააგდო. 

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი ე.წ. „აგენტების“ შესახებ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „უმეტეს შემთხვევაში, დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალა იყო არაპროპორციული“.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist