შოთა აფხაიძე

შოთა აფხაიძე “ევრაზიის ინსტიტუტს” მას შემდეგ შეუერთდა, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულება 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პოლიტიკური პატიმრის სტატუსით დატოვა. ის სასჯელს 2010 წელს ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ და „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ წევრებთან ერთად შეჭრის და სიძულვილით მოტივირებული ძალადობრივი დანაშაულის გამო იხდიდა.

დაკავებამდე აფხაიძე მალხაზ გულაშვილის მედია ჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” პუბლიცისტი იყო.მალხაზ გულაშვილი ასევე იყო “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომელიც 2010 წელს შეიქმნა. ამ დროს აფხაიძე ამ მოძრაობის ერთ-ერთ წევრად იყო დასახელებული და იხსენიებოდა როგორც ახალგაზრდული მოძრაობის “წინ” თავმჯდომარე.

აფხაიძე 2013 წელს ასევე მონაწილეობდა “კავკასიური თანამშრომლობის” მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც ჩრ. ოსეთში, ყაბარდო-ბალყანეთსა და დაღესტანში ტურს გულისხმობდა. შოთა აფხაიძემ სწორედ ამ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ”სააკაშვილმა 2008 წელს ოსი ხალხის გენოციდი ჩაატარა”.

2015 წელს აფხაიძემ “კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრი” დააფუძნა.

აფხაიძე ხშირად ჩნდება ისეთ მედიებში როგორიცაა სპუტნიკი, ცარგრად ტვ, Новостной Фронт და სხვა. შოთა აფხაიძე რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში 2017 წლის ივლისში ე.წ. “ქართული მარშის” ორგანიზებით გამართული ქსენოფობიური და ანტი-მიგრაციული მსვლელობის ორგანიზატორად პოზიციონირებდა.

შოთა აფხაიძე სხვადასხვა ინტერვიუში აშკარად გამოირჩეოდა ღიად პრორუსული და ანტიდასავლური მესიჯებით. მსგავსი სტატიები იხილეთ აქ.

2019 წლის ნოემბერში შოთა აფხაიძემ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაში არსებული ტელეარხ Zvezda-ას გადაცემისთვის “ღია ეთერი” (“Открытый эфир’”) სიუჟეტი მოამზადა, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში საომარი მოქმედებების დროს ორგანოებით ვაჭრობის შესახებ კრემლის პროპაგანდისტული შეთქმულებას ასახავდა. 

კრემლისტურ გამოცემა News Front-ის  ქართულენოვან ვერსიაში 2020 წელს შოთა აფხაიძე რედაქტორად იყო მოხსენიებული, თუმცა “მითების დეტექტორთან” მოგვიანებით მან ეს ფაქტი უარყო.შოთა აფხაიძე და გულბაათ რცხილაძე შპს აგრო-გეოს 50% -50% წილებს ფლობენ. კომპანიის რეესტრის ამონაწერში ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართად მითითებულია ევრაზიის ინსტიტუტის მისამართი [email protected], რომელსაც გულბაათ რცხილაძე ხელმძღვანელობს .

 

ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist