ანტივაქსერები რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის კომენტარს მანიპულაციურად ავრცელებენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

71
VIEWS

15 და 16 ნოემბერს ანტივაქსერმა ფეისბუკ მომხმარებლებმა: ბექა ვარდოსანიძემდათო სალუქვაძემგვანცა ერემაძემშორენა დვალიშვილმაშერი შერიმ ტელეკომპანია “იმედის” გადაცემიდან ფრაგმენტი გამოაქვეყნეს, რომელშიც რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, ნოდარ ჩიმაკაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში არც ერთი აუცრელი პაციენტი არ წევს. ვიდეო ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ვაქცინაცია არ გვიცავს და აცრილი ადამიანები რეანიმაციაში ხვდებიან.  სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტებს 16 ნოემბრის 16:00 საათის მონაცემებით  ჯამში   1500-მდე გაზიარება აქვთ.
"

"
ვიდეო დეზინფორმაციულია, რადგან “ქრონიკაში” გასული სიუჟეტიდან მხოლოდ ის ფრაგმენტია ამოჭრილი,  რომელიც  ნოდარ ჩიმაკაძის მხოლოდ მექანიკურ შეცდომას შეიცავს, ხოლო სრულ კომენტარში ჩანს, რომ რესპონდენტი ერთადერთ გამოსავლად ვაქცინაციას ასახელებს. როგორც “მითების დეტექტორს” რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენლება განუცხადეს, ამ დროისთვის მათთან 270 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მათგან 74 რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მძიმე პაციენტებს შორის არც ერთი არაა აცრილი.

15 ნოემბერს ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო პროგრამა “ქრონიკაში” გასული ერთ-ერთი სიუჟეტი მძიმე ეპიდვითარებასა და ვაქცინაციის პროცესს შეეხებოდა. სიუჟეტის დასაწყისში საუბარი იყო იმის შესახებ, რომ კოვიდ-19-ისგან გარდაცვლილ ადამიანთა სტატისტიკა საგანგაშოა და ბოლო 14 დღის განმავლობაში კორონავირუსის გართულებისგან 1112 ადამიანი გარდაიცვალა. “ქრონიკას” რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, ნოდარ ჩიმაკაძე ესაუბრა, რომლის თქმით, ბოლო დღეებში გაზრდილი სიკვდილიანობის ძირითადი წილი აუცრელ პაციენტებზე მოდის.

 

ნოდარ ჩიმაკაძე, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი: “ბოლო პერიოდში სტაციონარში მომართვიანობა გაზრდილია, ჩვენს კლინიკაში დღეის მდგომარეობით 270 პაციენტია, 75 მათ შორის არის რეანიმაციულ განყოფილებაში, რამოდენიმე მათგანი არის კრიტიკული.”

ამის შემდეგ ჩიმაკაძე მექანიკურ შეცდომას უშვებს და ამბობს, რომ პრაქტიკულად რეანიმაციულ განყოფილებაში არც ერთი აუცრელი პაციენტი არ იმყოფება. ნაცვლად ამისა, მას უნდა ეთქვა, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტებიდან არც ერთი არაა აცრილი.

“მითების დეტექტორი” ინფორმაციის გადასამოწმებლად რესპუბლიკური საავადმყოფოს” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. ნატალია ხურციძის თანახმად, “ქრონიკაში” გასულ სიუჟეტში მექანიკური შეცდომა იყო დაშვებული და სინამდვილეში, “რესპუბლიკურ კლინიკაში” რთულ მდგომარეობაში მყოფი კოვიდინფიცირებული პაციენტებიდან არც ერთი არაა აცრილი. მისივე ინფორმაციით, ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში 270 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 74 რეანიმაციულ განყოფილებაში.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist