ანტიამერიკული სენტიმენტი თუ ოპტიმიზმი – რა გზავნილის გავრცელება სურდა სირიელ ხელოვანს?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

232
VIEWS

2022 წლის 28-29 ოქტომბერს ქართულენოვანმა Facebook ანგარიშებმა სირიელი ხელოვანი ტამმან აზზამის ნამუშევრის ფოტო გაავრცელეს (1, 2, 3, 4). ფოტოზე შენობის ნანგრევებისგან შექმნილი თავისუფლების ქანდაკება ჩანს. პოსტის ავტორების მტკიცებით, ნამუშევარი ამერიკისადმი გზავნილს წარმოადგენს, იმის შესახებ რომ “ესაა, რაც მათმა თავისუფლებამ მოიტანა.” პოსტებს თან ერთვის ხელოვანის ოფიციალური ვებგვერდის მისამართი.

Screenshot 7 ანტიამერიკული სენტიმენტი თუ ოპტიმიზმი - რა გზავნილის გავრცელება სურდა სირიელ ხელოვანს?

გავრცელებული პოსტები შეცდომაში შემყვანია და ხელოვანის განხრახვის მისრეპრეზენტაციას ახდენს. ხელოვნების ნიმუშის შექმნის მიზანი არა ანტი-ამერიკული სენტიმენტების გავრცელება, არამედ სირიის ომის პერიოდში იმედისა და ოპტიმიზმის გაჩენა იყო. 

ხელოვნების ნიმუშის ავტორის, ტამმან აზზამის, 2016 წლის ინტერვიუს თანახმად, ფოტო კოლაჟი 2012 წელს შეიქმნა. “სირიაში ნგრევის მიუხედავად, მოცემული ნამუშევარი იმ დროს ოპტიმიზმის გზავნილს ავრცელებდა, თუმცა ეს დიდი ხნის წინ იყო” – აღნიშნა ავტორმა და დასძინა, რომ თავისუფლების ქანდაკება აშშ-ის პოლიტიკას არ გამოხატავს.

აზზამის თანახმად, ასადისტებმა და რეჟიმის ლოიალისტებმა ფოტო 2016 წელს ისეთი აღწერით გაავრცელეს, თითქოს იგი სირიელი ხელოვანის აშშ-ისათვის გზავნილს წარმაოდგენდა, რომელიც მან ალეპოში საკუთარი სახლის ნანგრევებისგან შექმნა. მსგავსი მტკიცება სოციალურ მედიაში რუსულენოვანი Facebook ანგარიშების მიერ გასულ წლებშიც აქტიურად ვრცელდებოდა  (1, 2, 3, 4, 5, 6, 7).

Screenshot 8 ანტიამერიკული სენტიმენტი თუ ოპტიმიზმი - რა გზავნილის გავრცელება სურდა სირიელ ხელოვანს?

კრემლი დიდი ხანია ცდილობს, აშშ-ის სირიის კონფლიქტში ძალადობისა და ტერორიზმის წამქეზებლად წარმოჩენას. რუსული მედიები ამტკიცებდნენ, რომ აშშ-მა სახელმწიფო გადატრიალებას შეუწყო ხელი და სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩაერია მაშინ, როდესაც იგი თავს ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლს უწოდებდა და მხარს “ლეგიტიმურ” ლიდერ ბაშარ ალ-ასადს უჭერდა. 

მეტი ინფორმაციისთვის, იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


ალექსანდრა კუენინგი
ერასმუსის CEERES პროგრამის სტუდენტი, “მითების დეტექტორის” სტაჟიორი


“სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზერომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.”  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, სომხეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist