კრემლისტური მედია და პოლიტიკური აქტორები სირიის მოვლენებზე რუსეთის ხელისუფლების გზავნილებს “ტირაჟირებენ”

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

10
VIEWS

7 აპრილს, ქალაქ დუმაში სირიის სამთავრობო ძალების ქიმიური შეტევის და საპასუხოდ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის მიერ განხორციელებულ საჰაერო შეტევას, ქართულენოვან კრემლისტურ მედიასა და პოლიტიკურ აქტორებს შორის  რუსეთის ხელისუფლების გზავნილების ტირაჟირება მოჰყვა.

პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელმა გიორგი მაღლაკელიძემ  ამერიკა სირიაში ტერორისტული დაჯგუფებების შექმნასა და შეიარაღებაში დაადანაშაულა, ხოლო 14 აპრილს TV ობიექტივის გადაცემაში „ოქროს კვეთა“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბრიფინგის ფრაგმენტები გავიდა, სადაც რუსეთი სირიაში ქიმიური იარაღის არსებობას უარყოფს და აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების რეალურ მიზნად ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლად აფასებს. გაკეთდა ასევე კომენტარები  რუსეთის, როგორც სირიის კონფლიქტში მშვიდობისმყოფელის როლის, დაკნინებას შესახებ. TV ობიექტივის ეთერში სხვადასხვა რესპოდენტებმა რუსული მედიისა და ხელისუფლების მიერ ქიმიური შეტევის ირგვლივ აგორებული დეზინფორმაციებიც გააჟღერეს, თითქოს ქიმიური თავდასხმა პროვოკაციაა, რომლის ინსცენირება ბრიტანეთისა და აშშ-ის მიერ დაფინანსებულმა სირიელმა მოხალისე მაშველებმა „თეთრმა ჩაფხუტებმა“განახორციელეს.

უშუალოდ ქიმიური თავდასხმის და კოალიციის მიერ განხორციელებული შეტევის თემის განხილვის გარდა, ხდებოდა აშშ-ის დადანაშაულება სირიაში, ლიბიასა და ერაყში გადატრიალებების და არეულობის მოწყობაში.

რუსეთის ხელისუფლებისა და მედიის დეზინფორმაციული გზავნილების  იდენტური ქართული წყაროები

  • სირიაში ქიმიური იარაღი არაა
  • აშშ–ის საჰაერო დარტყმების რეალური მიზანი სირიაში ქიმიური იარაღის არსებობის შესახებ ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლა იყო
  • აშშ-ის საჰაერო დარტყმა იყო რეაქცია სირიის შეიარაღებული ძალების მიერ საკუთარი ტერიტორიის საერთაშორისო ტერორისტებისგან განთავისუფლებაზე.
ობიექტივი,
ოქროს კვეთა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბრიფინგი
14 აპრილი, 2018Россиа 1, “Воскресное время”
15 აპრილირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
14 აპრილი
სირიაში ტერორისტულ დაჯგუფებებს ამერიკა ქმნის და იარაღით ამარაგებს გიორგი მაღლაკელიძე, პატრიოტთა ალიანსი
ობიექტივი, 11.04.2018
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო
(14 ნოემბერი, 2017)სპუტნიკი
(21.02.2018)
ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ფაქტები დადგმული და გაყალბებულია ე.წ „თეთრი ჩაფხუტების“ მიერ, რომელიც ბრიტანული ორგანიზაციაა და აშშ აფინანსებს. ასადს ქიმიური იარაღი არ გამოუყენებია. ჰამლეტ ჭიპაშვილი, ობიექტივი
14 აპრილი
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო
9 აპრილი
RTსირიის სამთავრობო ტელევიზია
Россиа 1, “Вести”
9 აპრილი, 2018რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო,
8 აპრილი
(Тасс) 
აშშ-ის მიერ გაშვებული რაკეტების უმეტესობა რუსულმა ძალებმა გააუვნებელყვეს, დანაკარგი მინიმალურია. ობიექტივი, ოქროს კვეთა,
14 აპრილისაქართველო და მსოფლიო, 18 აპრილი 
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო
14 აპრილი, 2018
აშშ სირიაში, ერაყში,  და ლიბიაში „დემოკრატიის დასამყარებლად“ კონფლიქტებს უსაფუძვლოდ ქმნის, რასაც ასეულობით ათასი ადამიანი ეწირება ბონდო მძინარაშვილი, წამყვანი
TV ობიექტივი , 11 აპრილისაქართველო და მსოფლიო, 18 აპრილი

რეალური ფაქტები

7 აპრილს, ქალაქ დუმაში სირიის სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებული შეტევის შედეგად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ცნობით, 500-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა. სირიელი ოპოზიციონერი აქტივისტების, მაშველებისა და მედიკოსების ცნობებით თავდასხმამ 40-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

დარღვევების დოკუმენტირების ცენტრმა (Violations Documentation Center-VDC), რომელიც სირიაში საერთაშორისო სამართლის დარღვევის ფაქტებს იძიებს, განაცხადა, რომ სირიის საჰაერო ძალების მიერ ქალაქ დუმაზე განხორციელდა ორი შეტევა, რომელიც სავარაუდოდ  ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავდა: პირველი 16:30 სთ-ზე, ხოლო მეორე 19:30 საათზე პირველი 16:00 საათზე. სირიელი მოხალისე მაშველების ჯგუფის „თეთრი ჩაფხუტების“ და „სირიულ-ამერიკული სამედიცინო ასოციაციის“ ინფორმაციით 19:45 წუთზე 500 პაციენტზე მეტი, რომელთა უმეტესობა ქალები და ბავშვები იყვნენ, საავადმყოფოებში ქიმიური აგენტის მოწამვლის სიმპტომებით მიიყვანეს.

სირიის მთავრობამ უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ ამბოხებულებმა ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს. ასადის რეჟიმის მთავარმა მოკავშირემ,  რუსეთის ხელისუფლებამ კი განაცხადა, რომ არსებობს „უტყუარი მტკიცებულებები“, რაც ადასტურებს, რომ ინციდენტი „დადგმულია“ და მის უკან დიდი ბრიტანეთი დგას. 10 აპრილს რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოზე აშშ-ის მიერ შემოთავაზებულ რეზოლუციას, რომელიც სირიაში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების თაობაზე დამოუკიდებელი გამოძიების დაწყებას ითვალიწინებდა, ვეტო დაადო.

14 აპრილს, აშშ-მა, დიდი ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სარაკეტო შეტევები განახორციელეს სამ ობიექტზე, რომელიც მათი განცხადებით, დაკავშირებული იყო სირიის მთავრობის ქიმიური იარაღის პროგრამასთან.  მანამდე თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც, აღმოსავლეთ ღუტაში თავდასხმაში ასადის მთავრობამ ქიმიური იარაღი, კერძოდ კი ქლორინი და ნერვული აგენტი ზარინი გამოიყენა. ქლორინის გამოყენების შესახებ სირიის მთავრობის მიერ 14 აპრილს დოკუმენტი საფრანგეთის მთავრობამაც გაავრცელა.

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) გენერალურმა დირექტორმა 16 აპრილს განაცხადა, რომ ორგანიზაციის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბრალდებები ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ “სანდოა“ და „მოითხოვს შემდგომ გამოძიებას“. მანვე აღნიშნა, რომ როდესაც 14 აპრილს ორგანიზაციის საგამოძიებო ჯგუფი დამასკოში ჩავიდა, რუსეთის და სირიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა „უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების“ გამო ისინი ქალაქ დუმაში არ შეუშვეს.

"
წყარო: White Helmets/ Reuters

კრემლის კამპანია „თეთრი ჩაფხუტების“ წინააღმდეგ ფილმიდან აღებული „არგუმენტებით“

9 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინიტრომ განაცხადა, რომ სირიელი მოხალისეების „თეთრი ჩაფხუტების“ მიერ გავრცელებული ფოტომასალა, რომელიც თავდასხმის მსხვერპლს ასახავდა ფაბრიკაციაა. იმავე დღეს, EU vs Disinfo -ს ცნობით, Россия 1-მა საინფორმაციო პროგრამა  „ ვესტი“-ის ეთერში გაუშვა ვიდეო, რომლითაც თითქოს მტკიცდებოდა, რომ მოხალისე მაშველთა ჯგუფი „თეთრი ჩაფხუტები“, ბრიტანეთის მთავრობის ბრძანებით, ქიმიური შეტევის კადრებს აყალბებდნენ. საგამოძიებო ჯგუფ Bellingcat-ის თანახმად, ფოტოები, რომელიც თითქოს „თეთრი ჩაფხუტების“ მიერ კადრების გაყალბებას ადასტურებენ, გადაცემა „ვესტის“ მიერ მანამდეც იქნა გამოყენებული და ის სინამდვილეში ფილმიდანაა სახელწოდებით „Revolution Man”.

"

10-16 აპრილის პერიოდში Россия 1-ის გარდა, თეთრ ჩაფხუტებს ქიმიური თავდასხმის ინსცენირებაზე მასალებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მფლობელობაში მყოფი TV Звезда, ასევე НТВ,  Russia Today და ТАСС-იც ავრცელებდნენ.

14 აპრილს პენტაგონის წარმოამდგენელმა განაცხადა, რომ 12-13 აპრილს  პრო-რუსულ ტროლებთან ასოცირებული პროფილების აქტივობები სოციალურ ქსელში საგრძნობლად გაიზარდა, რომლებიც სირიაში განვითარებულ მოვლენებზე კონსპირაციულ თეორიებს ავრცელებდნენ. ტროლების პროფილების  უმრავლესობა მანამდე სკრიპალის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით ავრცელებდა დეზინფორმაციებს.

თეთრი ჩაფხუტების წინააღმდეგ კრემლი კამპანიურ მადისკრედიტირებელ კამპანიას წლებია ახორციელებს, თითქოს სირიელი მოქალაქეების მიერ შემდგარი სამაშველო ჯგუფი ტერორისტებთან თანამშრომლობს და პროვოკაციებს ამზადებს. კონსპირაციები მიზნად ისახავს მოხალისეთა ჯგუფის აქტივობების მიმართ უნდობლობის დათესვას.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist