ანდრია ჯაღმაიძის სახელით ყალბი ფეისბუქ გვერდი შეიქმნა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

4.5k
VIEWS

სოციალურ ქსელში 12 იანვარს ფეისბუკ გვერდმა Andrea Jgamaidze , რომელსაც მითითებული აქვს, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს წარმოადგენს, გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც რუსეთს ადიდებს და “ერთმორწმუნე მართლმადიდებელ უფროს ძმას” უწოდებს. პოსტს თან ახლავს სქრინშოტი, რომელშიც გვერდი სახელწოდებით Andrea Jgamaidze ერთ-ერთ ფეისბუკ მომხმარებელს რუსეთის სიკეთეებზე ესაუბრება: “რუსეთი თუ არა მაშ ვინ უნდა ვადიდოთ? რუსეთმა გვიხსნა გარყვნილებისგან და ურჯულოებისგან, რუსეთის დამსახურებაა, რომ დღეს ვარსებობთ.”

ამავე გვერდზე გვხვდება ირინა სარიშვილთან მიმოწერის სქრინშოტი, პოსტში კი Andrea Jgamaidze წერს, რომ ირინა სარიშვილი ებრძვის ეკლესიას და სარწმუნოებას და მაშინ, როცა ის რუსებს ეწინააღმდეგება, სარდაფში ამერიკელი წმინდანების ხატები უკიდია.

ფეისბუკ მომხმარებლების ნაწილი აღნიშნულ გვერდს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის რეალურ გვერდად აღიქვამს.

jaghmaidze ანდრია ჯაღმაიძის სახელით ყალბი ფეისბუქ გვერდი შეიქმნა

ფეისბუკ გვერდი Andrea Jgamaidze ყალბია და ის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს არ ეკუთვნის. აღნიშნულ ფაქტს ანდრია ჯაღმაიძე თავის რეალურ ფეისბუქ ანგარიშზე გამოეხმაურა.

ფეისბუკ გვერდი Andrea Jgamaidze დღეს, 2024 წლის 12 იანვარს შეიქმნა. შესავალ ნაწილში (Intro) ვკითხულობთ: “საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი”, თუმცა გვერდის კატეგორიებში Musician/Band (მუსიკოსი/ბენდი) არის მითითებული.  

jaghmaidze1 ანდრია ჯაღმაიძის სახელით ყალბი ფეისბუქ გვერდი შეიქმნა

ანდრია ჯაღმაიძის სახელით მოქმედი გვერდი ფეისბუკის მომხმარებლებთან ინტერაქციაში შედის, წერს კომენტარებს, აქვს მათთან მიმოწერა, რა დროსაც შესაძლოა სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ის რეალურ პროფილად აღიქვან, მიუხედავად იმისა, რომ გვერდის სახელისა და გვარში შეცდომაა (Andria Jagmaidze-ის ნაცვლად Andrea Jgamaidze წერია). ასევე, ჯაღმაიძის რეალურ და მისი სახელით შექმნილ ყალბ ფეისბუქ გვერდს ერთნაირი პროფილის ფოტოები აქვთ, რამაც ფეისბუქ მომხმარებლები, შესაძლოა, დამატებით შეცდომაში შეიყვანოს.

jaghmaidze2 ანდრია ჯაღმაიძის სახელით ყალბი ფეისბუქ გვერდი შეიქმნა
ჯაღმაიძის რეალური პროფილი (მარცხნივ) და ყალბი გვერდი (მარჯვნივ)

ფეისბუკზე ყალბი გვერდის შექმნას საპატრიარქოს საზოგადოებასთან სამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძეც გამოეხმაურა. ჯაღმაიძე ოფიციალურ ფეისბუკ ანგარიშზე წერს, რომ შექმნილია მისი ფეისბუკ პროფილის იმიტირებული გვერდი, რომელზედაც პროვოკაციული პოსტები გვხვდება. ჯაღმაიძე წერს, რომ Andrea Jagmaidze-ის მიერ გაკეთებული კომენტარი ან მიმოწერა ყალბია და გუშინ დაწყებულ ნეგატიურ კამპანიას უკავშირდება.

jaghmaidze3 ანდრია ჯაღმაიძის სახელით ყალბი ფეისბუქ გვერდი შეიქმნა

11 იანვარს საქართველოს საპატრიარქომ მატრონა მოსკოველის ხატის შემწირველებს მიმართა და “არასაკმარისი მტკიცებულებების გამო” სტალინთან შეხვედრის ეპიზოდის ჩასწორებისკენ მოუწოდა. საპატრიარქოს პრესსამსახურის ინფორმაციით, თუ შემწირველი არ შეცვლის ამ ფრაგმენტს, საპატრიარქო ამას თავად გააკეთებს. “მივმართავთ შემომწირველთ, თვითონ შეიტანონ სათანადო ცვლილებები ხატში, ან ამას ჩვენ გავაკეთებთ”, – ნათქვამი იყო განცხადებაში.  საპატრიარქოს განცხადებას კრიტიკა მოჰყვა ანტილიბერალური და კრემლისტური ჯგუფების მხრიდან (1,2,3). საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე ბლოგერ ბექა ვარდოსანიძის ერთ-ერთ კრიტიკულ ვიდეოს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საპატრიარქოს უკანასკნელი განცხადება პატრიარქთან იყო შეთანხმებული, მოგვიანებით კი გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერდა შემდეგს: “ვნანობ ზოგს ძალიან გავუყადრე თავი, უკადრებელს კადრულობენ.

ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ სამებაში მატრონა მოსკოველის ხატზე იოსებ სტალინიც იყო გამოსახული, თავდაპირველად დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ გაავრცელა. მოგვიანებით ფეისბუქზე ვიდეო “ევროპული საქართველოს” წევრმა, გიორგი კადელაკმა გამოაქვეყნა. პარალელურად სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდებოდა ლეგენდა, თითქოს სტალინი მართლაც შეხვდა მატრონა მოსკოველს და მისი რჩევით ღვთისმშობლის ხატი ფრონტის ხაზზე გაიტანეს, რამაც სსრკ ფაშისტებისგან დაიცვა.
ამის შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

ხატმა სტალინის გამოსახულებით საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. 2024 წლის 9 იანვარს, სამოქალაქო ატივისტმა ნატა ფერაძემ სამებაში ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული, ლურჯი საღებავი შეასხა, რასაც “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერების პროტესტი მოჰყვა.

ყალბი გვერდის არქივის ბმული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: რელიგია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist