ალტ-ინფოს წამყვანის მანიპულაცია ლორა თორნტონსა და აფრიკელ მიგრანტებზე

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

188
VIEWS

5 სექტემბერს ალტ-ინფოს გადაცემა “დღის კომენტარში” წამყვანმა მარიკა კუბლაშვილმა თბილისში გამართულ კონფერენციაზე “დიდება უკრაინას” საუბრისას აღნიშნა, რომ ეროვნული დემოკრატიული ინსიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი ლორა თორნტონი 2014 წლიდან იბრძოდა იმისთვის, რომ საქართველოში აფრიკელ მიგრანტებს თავისუფლად შემოსვლა შესძლებოდათ. კუბლაშვილის თქმით, ამაზე თორნტონმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ისაუბრა.

alt inphos tsamqhvanis manipulatsia lora thorntonsa da aphrikel migrantebze ალტ-ინფოს წამყვანის მანიპულაცია ლორა თორნტონსა და აფრიკელ მიგრანტებზე

ალტ-ინფოს წამყვანი ლორა თორნტონის “ამერიკის ხმასთან” გაკეთებული კომენტარით მანიპულირებს და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს თორნტონი აფრიკელი მიგრანტების საქართველოში მასობრივად შემოყვანას ცდილობდა. რეალურად, თორნტონმა იმ პრობლემაზე ისაუბრა, როდესაც ცენტრალური აფრიკიდან მოწვეულ სტუმრებს ვიზა ჰქონდათ და საქართველოს საზღვარზე პრობლემა მაინც ექმნებოდათ.

“დღის კომენტარის” წამყვანი გერმანიის მარშალის ფონდის, „დემოკრატიის დაცვის ალიანსის“ ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ახალ ინტერვიუზე საუბრობს, რომელიც 19 აგვისტოს გამოქვეყნდა. 

ჟურნალისტმა თორნტონს ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების შემოღების საკითხზე მიმდინარე დისკუსიასა და “ქართული ოცნების” მხრიდან ინიციატივის ქსენოფობიად შეფასებაზე ჰკითხა.

კითხვაზე პასუხის გაცემის დროს, თორნტონმა მისი საქართველოში მუშაობის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ “საქართველოს მთავრობა არ უშვებდა ხალხს მაშინაც, როდესაც მათ ვიზები ჰქონდათ”. მისი თქმით, როცა კონფერენციებს აორგანიზებდნენ და სტუმრებს ცენტრალური აფრიკის ქვეყნებიდან, მაგალითად კენიიდან, უგანდიდან და რუანდიდან იწვევდნენ, მათ საზღვარზე ავტომატურად უარს ეუბნებოდნენ.

საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა ასევე თქვა, რომ საქართველოს სავიზო რეჟიმის პოლიტიკაში ქსენოფობია ნამდვილად არსებობს, მაგრამ ეს რუსეთს ნაკლებად მიემართება.

“ვერ ვიტყოდი, რომ ეს ხდება რუსეთთან მიმართებით. მეტიც, მეჩვენება, რომ მათ უფრო რბილად და კომფორტულად ეპყრობიან, ვიდრე ხალხს მოკავშირე, ან ისეთი ქვეყნებიდან, რომელთაც [საქართველოსთან] კონფლიქტი არ აქვთ. კენიას საქართველო არ აქვს ოკუპირებული, თუმცა მათ მოქალაქეებს საქართველოში ჩასვლისას პრობლემები აქვთ. ვფიქრობ, მოწინააღმდეგეებისთვის უფრო მკაცრი პროცედურები უნდა დააწესონ”.

აღსანიშნავია, რომ იმავე გადაცემაში მიწვეულმა სტუმარმა, „კონსერვატიული მოძრაობის“ ხაშურის ოფისის ხელმძღვანელმა გიორგი კიკნაძემ ინდოეთში დახოცილ პირუტყვთან დაკავშირებით დეზინფორმაციული განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მათი დახოცვის მიზეზი ვაქცინაცია იყო. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიაში:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: NGO
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist