დეზინფორმაცია, თითქოს ინდოეთში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ვაქცინის გამო დაიხოცა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

80
VIEWS

5 სექტემბერს ალტ-ინფოს გადაცემა “დღის კომენტარში” მიწვეულმა სტუმარმა, „კონსერვატიული მოძრაობის“ ხაშურის ოფისის ხელმძღვანელმა გიორგი კიკნაძემ განაცხადა, რომ  “მსოფლიო შიმშილისკენ განგებ მიჰყავთ” და ვაქცინების გამო  პაკისტანსა და ინდოეთში ათი ათასობით საქონელი დაიხოცა.

4 სექტემბერს ინდოეთში საქონლის დახოცვის შესახებ რამდენიმე ფეისბუქ-პროფილიც (1, 2, 3) წერდა, მათი თქმით, გუჯარათის შტატში ათი ათასობით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იმის შემდეგ დაიხოცა, რაც ინდოეთის მთავრობამ ვაქცინაცია ჩაატარა.

ინდოეთში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დახოცვას ვაქცინაციასთან კავშირი არ აქვს. ინდოეთში ათასობით პირუტყვი ნოდულარული დერმატიტით დაავადდა, ვაქცინაცია კი სწორედ ამ დაავადების საწინააღმდეგოდ მიმდინარეობს. პირუტყვს თხის ყვავილის ვაქცინით ცრიან, რომელიც ნოდულარული დერმატიტის წინააღმდეგ  წლებია გამოიყენება და მისი უსაფრთხოება კვლევებით დადასტურებულია.

ნოდულარული (კვანძოვანი) დერმატიტი (Lumpy skin disease) ინდოეთში 2019 წლიდან არის გავრცელებული და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი სეზონურად ავადდება. თხის ყვავილის ვაქცინაც, რომლითაც ინდოეთში პირუტყვი აცრეს, აქამდეც არაერთხელ გამოუყენებიათ და მისი უსაფრთხოება სამეცნიერო კვლევებით დადასტურებულია.

2020 წლის გერმანიისა და ყაზახეთის ერთობლივ კვლევაში თხისა და ცხვრის ყვავილის ვაქცინის უსაფრთხოება კურდღლებზე, თაგვებსა და პირუტყვზე შემოწმდა და ფიზიოლოგიური ნორმებიდან რაიმე გადახრა არცერთ აცრილ ცხოველს არ გამოვლენია.

ბოლო მონაცემებით, ინდოეთის 12 შტატში ნოდულარული დერმატიტით მილიონზე მეტი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი დაავადდა, დაახლოებით 50 000 კი დაიხოცა. რაც შეეხება ვაქცინაციას, ქვეყნის მასშტაბით 6.5 მილიონზე მეტი დოზის ადმინისტრირება მოხდა, თუმცა ინდოეთის სასოფლო-სამეურნეო კვლევის საბჭოს გენერალური დირექტორის მოადგილის ბუპენდრა ნატ ტრიპათის თქმით, ეს საკმარისი არაა, რადგან პოპულაციის 80% მაინც უნდა აიცრას, რათა ჯოგური იმუნიტეტი შეიქმნას. 2019 წლის აღწერის მიხედვით, ინდოეთში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობამ 193.46 მილიონი შეადგინა. 

ნოდულარული (კვანძოვანი) დერმატიტი ცხვრის ყვავილის ვირუსით (Capripox) გამოწვეული ინფექციაა, რომელიც გენეტიკურად თხისა და ცხვრის ყვავილის გამომწვევი ვირუსების მსგავსია. ინფექცია ზოგიერთი სახეობის კოღოს, ტკიპებს და სხვა სისხლით მკვებავ მწერებს გადააქვთ. ინფიცირებულ ცხოველს ტანზე კვანძები უჩნდება, შემდეგ კი როცა მწერები ამ კვანძებზე სხდებიან, ინფექცია სხვა ჯანმრთელ ცხოველებზეც გადააქვთ.

წყარო: agriculture.gov.au

ნოდულარული დერმატიტის წინააღმდეგ პირუტყვს თხისა (goat pox vaccine) და ცხვრის ყვავილის (sheep pox vaccine) ვაქცინით ცრიან, რადგან სამივე დაავადება ცხვრის ყვავილის ვირუსით (Capripox) გამოწვეული ინფექციებია და ეს ვაქცინები ჯვარედინ 60-70%-იან დაცვას უზრუნველყოფენ.

მეთევზეობის, მეცხოველეობისა და მერძევეობის სამინისტროს მეცხოველეობის დეპარტამენტის წარმომადგენელი ანილ ვირანი BBC-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ თხის ყვავილის ვაქცინას დაავადების წინააღმდეგ ეფექტიანად მუშაობს, თუმცა ამოქმედებისთვის 15-20 დღე სჭირდება.

BBC-ის იმავე სტატიაში კი აღნიშნულია, რომ რაჯასტანსა და გუჯარათში ფერმერები ამბობენ, რომ დაავადების გავრცელების ტემპის შემოწმების კუთხით მთავრობამ საკმარისად სწრაფად არ იმოქმედა. მსგავსი კომენტარი გააკეთეს უტარ-პრადეშში მცხოვრებმა ფერმერებმაც, მათი თქმით, ვაქცინები და სამკურნალო პრეპარატები მათთვის ხელმისაწვდომი არაა, მთავრობა საკმარისად არ ეხმარება და ფერმერებს დაავადებასთან გამკლავება დამოუკიდებლად უწევთ.

2016 წლის ნოემბერში ნოდულარული დერმატიტი საქართველოში, კერძოდ რაჭაში პირველად დაფიქსირდა. 2018 წელს კი ოკუპირებულ ცხინვალშიც იყო გავრცელებული, რაც Sputnik Ossetia-მ ლუგარის ლაბორატორიას დაუკავშირა. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატია:

მსხვილფეხა რქოსან პირუტყვთან დაკავშირებით აქამდე გავრცელებულ სხვა დეზინფორმაციებზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ინდოეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist