7 საარქივო კადრი, რომელსაც “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები” კორონავირუსის პანდემიას მიაწერს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

203
VIEWS

7 იანვარს ფეისბუქ მომხმარებელმა “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები” ვიდეოკოლაჟი გამოაქვეყნა. ვიდეოში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები შეუძლოდ ხდებიან. ვიდეოს თან ერთვის შემდეგი ტექსტი: “ადამიანი 2.0, Pfizer edition.” გამოქვეყნებული ვიდეო რამდენიმე კადრისაგან შედგება. მთელი ვიდეოს განმავლობაში მარცხენა კუთხეში კომპანია “ფაიზერის” ლოგოა გამოსახული, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ კადრებში ასახული მოვლენები Pfizer-ს უკავშირდება. ვიდეოში ან მის აღწერაში კადრების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოცემული არ არის.

"
მტკიცება იმის შესახებ, რომ ვიდეოში ასახული მოვლენები ფაიზერთან ან Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთანაა დაკავშირებული, ყალბია. რეალურად, ვიდეოში გამოყენებული ვიდეოკადრები ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიამდე რამდენიმე წლით ადრეა გადაღებული და ის 2009, 2012-2014, 2016-2017 წლების 7 სხვადასხვა ეპიზოდს ასახავს.

ეპიზოდი 1. 2014 წლის ვიდეოკადრები

ვიდეოს პირველ კადრში ჩანს, რომ ჟურნალისტი ქალი შეუძლოდ ხდება და გონებას კარგავს. კადრში ბრუკ გრეჰემია ასახული. გრეჰემი 2014 წლის იანვარში თხილამურებით სრიალის შესახებ რეპორტაჟს აკეთებდა, როცა გონება დაკარგა და წაიქცა. მისივე განმარტებით, იმ დღეს ავად იყო და ასევე, მისი ორგანიზმი სიმაღლეზე ასვლისას წნევის ცვლილებას მარტივად ვერ ეგუება. გრეჰემი მდგომარეობიდან მალევე გამოვიდა და თავს კარგად გრძნობდა.

"
ეპიზოდი #2. 2016 წლის ვიდეოკადრები

კოლაჟის შემდეგ კადრში სხვა ჟურნალისტს ვხედავთ. ქალი წონასწორობას კარგავს და ძირს ეცემა. ეს კადრი 2016 წლის 3 სექტემბერსაა გადაღებული.

"
ვიდეოში  პაკისტანელ ჟურნალისტის ირზა ხანს ვხედავთ, რომელიც პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს შეუძლოდ გახდა და სიმაღლიდან გადავარდა, თუმცა მისი დაჭერა ქვემოთ მდგარმა ადამიანებმა მოახერხეს, მოგვიანებით კლინიკაში მას საჭირო დახმარება გაუწიეს. მისი ცუდად გახდომის მიზეზი მაღალი ტემპერატურა და  ჰაერის უკმარისობა გახდა. შემთხვევიდან 1 წლის შემდეგ ირზა ხანის შეუძლოდ გახდომის ვიდეო ვოტსაპში ვირუსულად გავრცელდა, აღწერის მიხედვით, ჟურნალისტი გადავარდნის შედეგად დაიღუპა. ირზა ხანიმ ამასთან დაკავშირებით ვიდეო თავად გამოაქვეყნა, სადაც ყალბი ინფორმაციის ავტორებს აკრიტიკებდა, აღნიშნავდა, რომ ცოცხალი იყო და ინციდენტს იხსენებდა.

"

ეპიზოდი #3. 2009 წლის ვიდეოკადრები

კოლაჟის შემდეგი კადრი 2009 წელს გერმანულ გადაცემა topthema-ის პირდაპირ ეთერშია გადაღებული. ინტერვიუს დროს გადაცემის სტუმარმა გონება დაკარგა. მამაკაცს სამედიცინო დახმარება გაუწიეს, რის შემდეგაც ის უკეთ გახდა.

"

ეპიზოდი #4 და #5. 2017 წლის ვიდეოკადრები

ლიეტუვური გამოცემა Delfi-ის ფაქტების ანალიტიკოსების მიხედვით,  კოლაჟის შემდეგ კადრი, სადაც მომღერალი ქალი შეუძლოდ ხდება, პირველად Youtube-ზე 2017 წელს აიტვირთა.

 ""

Delfi-ის მიხედვით, ფაიზერსა და ვაქცინაციას არ უკავშირდება არც ვიდეოს შემდეგი კარდი, რომელშიც  მოდელი წონასწორობას კარგავს. კადრი 2014 წელს ოსკარის 86-ე დაჯილდოვების დროსაა გადაღებული.

ეპიზოდი #6. 2012 წლის ვიდეოკადრები

კოლაჟში გამოყენებულ კიდევ ერთ კადრში ჩანს, რომ ტელეწამყვანი ქალი გონებას კარგავს. კადრი 2012 წლის გადაცემიდანაა ამოჭრილი და ვაქცინაციასთან კავშირი არც მას აქვს. როგორც აღმოჩნდა, ტელეწამყვანი ქესი სლეინს სისხლში შაქრის დონე დაუვარდა, რის გამოც შეუძლოდ გახდა.

"

ეპიზოდი #7. 2013 წლის ვიდეოკადრები

“ბოლო ჟამის ქრისტიანების” ვიდეოში გამოყენებული კიდევ ერთ კადრში ავსტრალიერი ტელეწამყვანი გრანტ დენიერი ჩანს. დენიერი 2013 წლის 19 თებერვლის დილის გადაცემის პირდაპირ ეთერში თვითმფრინვიდან ჩაერთო, რა დროსა გონება დაკარგა, თუმცა ის არც გარდაცლილა და არც დაშავებულა.

"


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist