აპლიკაცია maps.me, რომელიც ნავიგაციისთვის გამოიყენება და მისი რუკებით სარგებლობა მოხმარებელს offline რეჟიმშიც შეუძლია, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს აფხაზეთსა და ე.წ. “სამხრეთ ოსეთს” დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აჩვენებს.
საგულისხმოა ისიც, რომ ყირიმი მონიშნულია, როგორც რუსეთის ნაწილი, ხოლო თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა, მართალია, ცალკე საზღვრით არაა გამოყოფილი, თუმცა აპლიკაციაში ის იძებნება, როგორც სახელმწიფო.
მობილური აპლიკაცია maps.me, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც MapsWithMe, 2011 წელს დააფუძნეს იური მენიჩეკმა, ალექსანდრ ბორსუკმა, ვიქტორ გოვაკომ და სერგეი რაჩიტსკიმ. 2014 წლის ნოემბერშის ის Mail.ru-ს ჯგუფმა იყიდა და კომპანიის ოფისი მინსკიდან მოსკოვში გადავიდა. 2015 წლიდან აპლიკაცია ღია წყაროების მოდელზე მუშაობს და განკუთვნილია iOS, Android და Blackberry სისტემებისთვის.