შოვის ტრაგედიაზე კონსპირაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

274
VIEWS

4-5 აგვისტოს ქართულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმა (1,2) გამოაქვეყნეს ფოტო, რომელზეც სამ შენობას, ხეებს და მათ ფონზე ღრუბლებს ვხედავთ. თანდართული აღწერის მიხედვით, ფოტო 3 აგვისტოს შოვშია გადაღებული და ფოტოზე ასახული ღრუბლები ხელოვნურია. 

5-6 აგვისტოს გვერდმა კონსერვატიული მოძრაობა რუსთავი და რამდენიმე ფეისბუქ ანგარიშმა (1,2,3) აღნიშნული ფოტო ღრუბლების ამსახველ ორ სხვა ფოტოსთან ერთად გაავრცელა. პოსტების აღწერის მიხედვით, ორი ფოტო “ჰარპის” ზემოქმედებას ასახავს, რომელსაც ბუნებრივი კატაკლიზმების გამოწვევა შეუძლია, რისი მაგალითიც თურქეთია. 

Screenshot 2023 08 08 142935 შოვის ტრაგედიაზე კონსპირაცია ვრცელდება Screenshot 2023 08 08 142939 შოვის ტრაგედიაზე კონსპირაცია ვრცელდება

გავრცელებული ფოტოებს შოვის მეწყერთან კავშირი არ აქვს. ერთ-ერთი ფოტო 2020 წელს არის გადაღებული, მეორე კი 2013 წლიდან იძებნება. ცნობები, რომ მეწყერი შესაძლოა HAARP-ს უკავშირდებოდეს კონსპირაციულია. HAARP-ი ატმოსფეროს მაღალი სიხშირის ტალღებით კვლევების პროგრამა და მას ამინდის კონტროლის ფუნქცია არ აქვს. 

  • გავრცელებული ფოტოები ძველია და შოვის ტრაგედიასთან კავშირი არ აქვს

ფოტო, რომელზეც რამდენიმე შენობას, წიწვოვან ხეებსა და ღრუბლებს ვხედავთ, მცდარი აღწერით ვრცელდება, ის შოვში მომხდარ სტიქიამდეა გადაღებული და ფოტოს ყველაზე ადრეული ვერსია სასტუმრო “სანსეტ შოვის” ფეისბუქ-გვერდზე 2020 წლის 20 ივლისს გამოქვეყნდა

Screenshot 2023 08 08 142947 შოვის ტრაგედიაზე კონსპირაცია ვრცელდება
წყარო: სასტუმრო სანსეტ შოვი – Sunset Shovi Hotel

შესაბამისად, ფოტოს შოვში მომხდარ სტიქიასთან კავშირი არ აქვს. 

პოსტების ნაწილში ამ ფოტოსთან ერთად სხვა ორი ფოტო გამოქვეყნდა და შოვში მომხდარი ტრაგედია “ჰარპის” ზემოქმედებასთანაა დაკავშირებული, რომელსაც, პოსტების ავტორების მტკიცებით, ყველანაირი ბუნებრივი კატაკლიზმის გამოწვევა შეუძლია. 

ერთ-ერთი ფოტოს ყველაზე ადრეული ვერსია USA TODAY-ს ფეისბუქ გვერდზე 2013 წლის 19 მარტს გამოქვეყნდა. პოსტის მიხედვით, ფოტო გამოცემის მკითხველს სკოტ პურინტონს ეკუთვნის და მასზე “ღრუბლის ქუჩებია” ასახული. 

Screenshot 2023 08 08 142951 შოვის ტრაგედიაზე კონსპირაცია ვრცელდება

“ღრუბლის ქუჩები” ბუნებრივი მოვლენაა, რომელიც ზემოთ მოძრავი თბილი ჰაერისა და ცივი ჰაერის ურთიერთქმედებით წარმოიქმნება. ღრუბლის ზოლები ძირითადად ქარის მოძრაობის მიმართულების პარალელურად ყალიბდება (1, 2). 

კიდევ ერთი ფოტო, რომელსაც ფეისბუკზე შოვში მომხდარ სტიქიას უკავშირებენ, ძირითადად კონსპირაციების გამავრცელებელ რუსულენოვან საიტებზე გვხვდება, სადაც ის “ქიმტრეილებთან”, “ჰაარპთან” და ამინდის კონტროლთანაა დაკავშირებული. 

“ქიმტრეილები” (Chemtrails) ცნობილი შეთქმულების თეორიის ნაწილია, რომლის მიხედვითაც მთავრობები/მსოფლიო ელიტები ჰაერში თვითმფრინავების მეშვეობით მავნე ქიმიურ ნივთიერებებს აფრქვევენ და მოსახლეობას წამლავენ. “მითების დეტექტორმა” აღნიშნულ კონსპირაციასთან დაკავშირებული მცდარი ინფორმაცია არაერთხელ გამოავლინა. ვრცლად იხილეთ მასალებში: 

HAARP-ის შესახებ

ტერმინში “ჰარპი” ამერიკული ატმოსფეროს მაღალი სიხშირის ტალღებით კვლევების პროგრამა, იგივე HAARP იგულისხმება, რომლის ირგვლივაც კონსპირაციის თეორიები უკვე წლებია ვრცელდება. HAARP-ის ფუნქცია ზედა ატმოსფეროს სპეციფიკურ ზონაზე კვლევების ჩატარება და რადიო სიგნალების გადაცემისას არსებული ხარვეზების აღმოფხვრაა და მას ამინდის კონტროლი ან კატაკლიზმების გამოწვევა არ შეუძლია. 

“მითების დეტექტორი” HAARP-ის სისტემასთან დაკავშირებული კონსპირაციული თეორიებზე წარსულშიც წერდა. ვრცლად იხილეთ მასალაში: 

გავრცელებულ პოსტებში “ჰარპის” შესაძლებლობების აღწერის შემდეგ გვხვდება ფრაზა: “გვახსოვს თურქეთს რაც დამართეს”, რაშიც 2023 წლის 6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრა იგულისხმება. მიწისძვრის მომდევნო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა HAARP-ის გამოყენებით მოაწყო. მიწისძვრის ირგვლივ გავრცელებული ამ და სხვა მცდარი ინფორმაციის შესახებ წაიკითხეთ “მითების დეტექტორის” მასალაში: 

3 აგვისტოს რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესი განვითარდა, რამაც 19 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება 16 დაკარგულის საპოვნელად.

წყაროების შესახებ: 

ფეისბუქ ანგარიშები ფანტინა ფანტინა, Gvantsa Grimaldi და ფეისბუქ მომხმარებელი ნინი ხუნდაძე ანტიდასავლური შინაარსის პოსტებს, მათ შორის მცდარ ინფორმაციას, ასევე შეთქმულების თეორიებს რეგულარულად ავრცელებენ. 

არქივის ლინკები: 1, 2, 3, 4, 5 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: საქართველო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist