თურქეთის მიწისძვრასთან დაკავშირებით ვიზუალური მანიპულაციები ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

951
VIEWS

7-8 თებერვალს ქართული (1,2,3,4) და რუსულენოვანი (1,2,3,4,5,6,7) ფეისბუქ ანგარიშები ავრცელებდნენ ნაწყვეტს თურქულენოვანი სიუჟეტიდან, რომელშიც ღამის ცაზე ამოუცნობი ნათება ჩანს. ფეისბუქ ანგარიშების ნაწილის მიხედვით, თურქეთში ცდილობენ დაადგინონ რამ გამოიწვია უცნაური ნათება ცაზე მიწისძვრამდე და მიწისძვრის დროს, ხოლო ნაწილის მტკიცებით, აღნიშნული მოვლენა იმაზე მიანიშნებს, რომ მიწისძვრები თანამედროვე ტექნოლოგიებით ხელოვნურად გამოიწვიეს. 

გარდა ამისა, 6-9 თებერვალს ქართულენოვანი ანგარიშები (1,2,3,4) და გვერდები (1,2,3,4), ასევე რუსულენოვანი ფეისბუქ ანგარიშები (1,2,3) თურქეთში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით რამდენიმე ფოტოს ავრცელებდნენ, რომლებზეც ნანგრევების ფონზე  ჩამარხული ადამიანის ხელსა და ძაღლს ვხედავთ. თანდართული აღწერის მიხედვით, ფოტო თურქეთშია გადაღებული და ასახავს ძაღლებს, რომლებმაც ნანგრევებში მოყოლილი პატრონი არ მიატოვეს. 

Untitled 1 2 თურქეთის მიწისძვრასთან დაკავშირებით ვიზუალური მანიპულაციები ვრცელდება

გავრცელებული ვიდეო ასახავს ნათებას, რომელიც მიწისძვრის თანმდევი მოვლენაა და არ ამტკიცებს, რომ მიწისძვრები ხელოვნურადაა მოწყობილი, ამასთანავე ვიდეო 2022 წლისაა. ძაღლების ამსახველ ფოტოებს კი თურქეთის მიწისძვრასთან კავშირი არ აქვთ, ისინი კომერციული მიზნით გამოსაყენებელი ფოტოების საიტებზე 2018 წლიდან ვრცელდება. 

ფეისბუქ ანგარიშების ნაწილი გავრცელებულ ვიდეოს “სადამსჯელო ოპერაციას” უწოდებს და ამტკიცებს, რომ მიწისძვრა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ხელოვნურად გამოიწვიეს. ცალკეული ანგარიშები მიწისძვრას განკითხვის დღესთან და უცხოპლანეტელებთანაც აკავშირებენ. 

რეალურად, ვიდეოს თურქეთში 6 თებერვალს მომხდარ მიწისძვრასთან კავშირი არ აქვს და ის 2022 წლის 23 ნოემბერს თურქულმა ახალი ამბების სააგენტომ Haber Global-მა გაავრცელა. სააგენტოს ინფორმაციით, ვიდეო ქალაქ დუზჯეში გოლიაკას რაიონში ერთ-ერთმა სათვალთვალო კამერამ გადაიღო იმ მომენტში, როდესაც ქალაქში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. 

ვიდეოში მართლაც ვხედავთ ნათებას, რომელიც მიწისძვრას ახლდა თან. თურქული საინფორმაციო სააგენტო Haber7-ის მიხედვით, ვიდეო ნოემბერშიც შეთქმულების თეორიებთან ერთად ვრცელდებოდა და ნათება ცაზე ამერიკულ HAARP-ის სისტემას (ატმოსფეროს მაღალი სიხშირის ტალღებით კვლევების პროგრამა) მიეწერებოდა. 

რეალურად, მიწისძვრის თანმხლები ნათება იშვიათი, მაგრამ სავსებით ბუნებრივი მოვლენაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილშია არაერთხელ დაფიქსირებულა. მეცნიერთა დაკვირვებით ის მიწისძვრების 0.5%-ში ვლინდება და ძირითადად მიწისძვრამდე ან მის პროცესში ჩანს. ნათებას შეიძლება არაერთი ფორმა და ფერი ჰქონდეს. მეცნიერთა შორის ჯერ კიდევ არ არსებობს შეთანხმებული მოსაზრება თუ რა იწვევს ამ მოვლენას, ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ის შეიძლება უკავშირდებოდეს ტექტონიკური ზეწოლის მიერ წარმოქმნილ ე.წ. პიეზოელექტრულ ეფექტს, როდესაც კვარცის შემცველი ქანები შეკუმშვისას ძლიერ ელექტრულ ველებს წარმოქმნიან. 

კონსპირაციული მტკიცება, რომ თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრა ამერიკის შეერთებულ შტატებს უკავშირდება “მითების დეტექტორმა” უკვე შეისწავლა. ვრცლად იხილეთ მასალაში: 

რაც შეეხება HAARP-ის სისტემას, ის შეთქმულების თეორიების სამიზნე გასული საუკუნის 90-იანი წლებიდანაა. ვრცლად მისი რეალური დანიშნულების შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალაში: 

რაც შეეხება ძაღლის ფოტოებს, მათ თურქეთში მომხდარ მიწისძვრებთან კავშირი არ აქვთ. ფოტოები გამოცემა AFP Factcheck-მა შეისწავლა და დაადგინა, რომ ისინი რეალურად კომერციული მიზნით გამოსაყენებელი ფოტოებია (stock photo), რომლებიც სხვადასხვა საიტზე (1,2) 2018 წლიდან ვრცელდება.

Screenshot 4 3 თურქეთის მიწისძვრასთან დაკავშირებით ვიზუალური მანიპულაციები ვრცელდება
წყარო: www.alamy.com

წყაროების შესახებ: 

ფეისბუქ ანგარიშს თემო ბოკელავაძეს დეზინფორმაციული მტკიცებები, მათ შორის კონსპირაციის თეორიები და ანტივაქსერული შინაარსის მცდარი ინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში: 

რაც შეეხება რუსულენოვან ანონიმურ პროფილს Alina KO, ის ძირითადად კორონავირუსთან დაკავშირებულ და ანტიდასავლური შინაარსის დეზინფორმაციებს ავრცელებს. 

Screenshot 5 3 თურქეთის მიწისძვრასთან დაკავშირებით ვიზუალური მანიპულაციები ვრცელდება


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: თურქეთი, სირია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist