26 ოქტომბერს ფეისბუკ გვერდზე ნიკოლოზ გაბელაია • Nikoloz Gabelaia მიხეილ სააკაშვილის ფოტო შემდეგი აღწერით “შიმშილის 26-ე დღე | ფოტო ინტერნეტში ვრცელდება – #თავისუფლებამიშას ✌❤”გამოქვეყნდა. რამდენიმე წუთში იდენტური პოსტი ფეისბუკ გვერდმა Giorgi’s Page გაავრცელა. მიხეილ სააკაშვილის ფოტო, რომლზეც ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება, 26 ოქტომბერს ასევე ორ საჯარო ჯგუფში(თავისუფლება მიშას! 🇬🇪, მიშას ფანები!�) გაზიარდა.
პოსტებს 27 ოქტომბრის 11:00 საათის მონაცემებით ათასზე მეტი გაზიარება აქვს.
მიხეილ სააკაშვილის ფოტო, რომელზედაც იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება ქართულ ინტერნეტ სივრცეში 2015 წლის ნოემბრიდან ვრცელდება, შესაბამისად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო ექსპრეზიდენტის შიმშილობის 26-ე დღეს არ ასახავს.
2015 წლის 4 ნოემბერს საპარლამენტო უმრავლესობის მაშინდელმა წევრმა, ოთარ ჩრდილელმა ფეისბუკ ჯგუფში პროტესტი! Protest! Протест! მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე ჩანს, რომ ექსპრეზიდენტი, სავარაუდოდ, კლინიკაში იმყოფება. პოსტს თან ახლდა ჩრდილელის კომენტარი: „(ხო) მშვიდობაა”
ამავე წელს მიხეილ სააკაშვილის იდენტური ფოტო Forum.ge-ის მომხმარებელმაც გამოაქვეყნა, თუმცა იგი ინფორმაციის წყაროსა და სააკაშვილის კლინიკაში მოხვედრის მიზეზს არ ამხელდა.
წყაროს შესახებ
ფეისბუკ გვერდი ნიკოლოზ გაბელაია • Nikoloz Gabelaia ნიკოლოზ გაბელაიას ეკუთვნის, რომელიც ფეისბუკ პროფილზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრია და პარტიის მხარდამჭერ პოსტებს აქტიურად აზიარებს.
ნიკოლოზ გაბელაიას მცდარი ინფორმაციის შემცველი პოსტი ადრეც გაუვრცელებია. ვრცლად ამის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
ვინ “დაუჯავშნა” Аэрофлот-ის ბილეთები ღარიბაშვილსა და კობახიძეს?
მეორე ფეისბუკ გვერდი – Giorgi’s Page 2020 წლის 23 მაისს არის შექმნილი და გიორგი ოჩიგავას ეკუთვნის. ფეისბუკ გვერდზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი პოსტები ვრცელდება.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.