არსებობს თუ არა ვაქცინით გამოწვეული შიდსი იგივე VAIDS-ი?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

81
VIEWS

8 თებერვალს ანტივაქსერმა კობა კუპრაშვილმა გამოაქვეყნა ფეისბუქ პოსტი, რომელშიც აღნიშნა, რომ გაჩნდა ახალი დაავადება, სახელწოდებით VAIDS-ი. კომენტარებში კუპრაშვილი VAIDS-ის აბრივიატურასაც შიფრავს და წერს, რომ ეს არის ვაქცინით გამოწვეული შიდსი.

Screenshot 1 7 არსებობს თუ არა ვაქცინით გამოწვეული შიდსი იგივე VAIDS-ი?

გავრცელებული მტკიცება, თითქოს ვაქცინა შიდსს იწვევს, დეზინფორმაციაა. დაავადება სახელად VAIDS არ არსებობს, ხოლო კორონავირუსის ვაქცინა უსაფრთხოა, ის იმუნოდეფიციტურ ვირუსს არ იწვევს და კოვიდ19-ის წინააღმდეგ ადამიანის იმუნიტეტს ამაღლებს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაჩნდა ახალი დაავადება VAIDS-ი, რომელიც იშიფრება როგორც vaccine acquired immunodeficiency syndrome ანუ ვაქცინით შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი, სოციალურ ქსელებში 2021 წლის ნოემბრიდან ვრცელდება. სინამდვილეში ასეთ დაავადებას სამედიცინო ლიტერატურაში ვერ მიაგნებთ, ის ანტივაქსერებმა აცრის შესახებ დეზინფორმაციის გასავრცელებლად გამოიგონეს.

ასოშეიტედ პრესი (AP)  ინფორმაციის გადასამოწმებლად არიზონას უნივერსიტეტის იმუნოთერაპიის, ვაქცინებისა და ვიროთერაპიის ცენტრის დირექტორს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები შიდსის მსგავს სინდრომს არ იწვევს და იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში უკვე მილიარდობით ადამიანი აიცრა, მსგავსი დაავადების არსებობის შემთხვევაში, ის უკვე გამომმჟღავნებული იქნებოდა. კვლევები აჩვენებს, რომ ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტიანია და SARS-CoV-2-ის წინააღმდეგ ადამიანის იმუნიტეტს აძლიერებს.

საინტერესოა, რომ ტერმინი VAIDS ტვიტერზე ახლაც პოპულარულია. პოსტების ავტორების ნაწილი აღნიშნავს, რომ ის ვაქცინით გამოწვეული ახალი დაავადებააა, ნაწილი კი უბრალოდ სვამს კითხვას, რა არის VAIDS, რადგან ტერმინი სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება. მომხმარებელთა ნაწილი ნიდერლანდებში შიდსის ახლადაღმოჩენილი შტამის შესახებ ინფორმაციას აზიარებს და VAIDS-ს სწორედ მასთან აკავშირებს. აღნიშნულ შტამს არც ვაქცინასთან და არც კორონავირუსთან არანაირი კავშირი არ აქვს, მეცნიერები იმასაც ვარაუდობენ, რომ ის 1980-იანი წლებიდან ცირკულირებს.

Screenshot 2 5 არსებობს თუ არა ვაქცინით გამოწვეული შიდსი იგივე VAIDS-ი?

“მითების დეტექტორმა” კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებზე არა ერთი დეზინფორმაცია გადაამოწმა:

რა დეზინფორმაცია ვრცელდება კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist