2 აპრილს ფეისბუქ-მომხმარებელმა დაათ ცაბაძე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც პოეტი კოტე ყუბანეიშვილი 1 აპრილს ლაზარე გრიგორიადისი გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე რუსული სიმღერის, Течёт ручей-ის ფონზე ცეკვავს.
გავრცელებული ვიდეო პროგრამულად არის დამუშავებული, ხმა შეცვლილია და მასზე რუსული სიმღერაა გადადებული. რეალურად აქციაზე კოტე ყუბანეიშვილი არა რუსულ სიმღერაზე, არამედ ქართული ჯგუფის “შაბათ-კვირას” სიმღერაზე We Ain’t Fools ცეკვავდა.
ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეოს ორიგინალი “მთავარმა არხმა” 1 აპრილს გამოაქვეყნა.
“მთავარი არხის” მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში გარკვევით ისმის, რომ აქციაზე ნადეჟდა და ანსამბლ ოქროს ბეჭდის სიმღერა Течёт ручей არ არის ჩართული. აქციაზე გადაღებული კიდევ ერთ ვიდეოში კი ჩანს, რომ ყუბანეიშვილის და აქციის სხვა მონაწილეების ცეკვის დროს ქართული ჯგუფის “შაბათ-კვირას” სიმღერის კლიპი იყო ჩართული.
ქართული ჯგუფის “შაბათ-კვირას” და კიდევ ერთი ქართველი მუსიკოსის Меlqo-ს კოლაბორაციით შექმნილი სიმღერა We Ain’t Fools ჯგუფის YouTube-გვერდზე 1 აპრილს გამოქვეყნდა. სიმღერაში სირენების ხმა არის გამოყენებული და კომპოზიცია მარტში გამართულ საპროტესტო აქციებს ეძღვნება. სიმღერის კლიპშიც ამ აქციებზე გადაღებული კადრებია გამოყენებული.
წყაროს შესახებ:
დაათ ცაბაძე პრორუსი ტროლია, რომელიც სოციალურ ქსელში 2019 წლიდან აქტიურობს, ის მონაწილეობდა ანტისაოკუპაციო პროტესტის მადისკრედიტირებელ კამპანიაში. 2021 წლის თებერვალში კი ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ ამერიკულ დემოკრატიას აკრიტიკებდა. დაათ ცაბაძის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია მითების დეტექტორს წარსშულშიც გადაუმოწმებია.
გავრცელებული პოსტის არქივის ბმული
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.