ფეისბუქზე კოტე ყუბანეიშვილის ცეკვის ვიდეოს ხმაშეცვლილი ვერსია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

310
VIEWS

2 აპრილს ფეისბუქ-მომხმარებელმა დაათ ცაბაძე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც პოეტი კოტე ყუბანეიშვილი 1 აპრილს ლაზარე გრიგორიადისი გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე რუსული სიმღერის, Течёт ручей-ის ფონზე ცეკვავს. 

Screenshot 2 1 ფეისბუქზე კოტე ყუბანეიშვილის ცეკვის ვიდეოს ხმაშეცვლილი ვერსია ვრცელდება

გავრცელებული ვიდეო პროგრამულად არის დამუშავებული, ხმა შეცვლილია და მასზე რუსული სიმღერაა გადადებული. რეალურად აქციაზე კოტე ყუბანეიშვილი არა რუსულ სიმღერაზე, არამედ ქართული ჯგუფის “შაბათ-კვირას” სიმღერაზე We Ain’t Fools ცეკვავდა. 

ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეოს ორიგინალი “მთავარმა არხმა” 1 აპრილს გამოაქვეყნა. 

Screenshot 3 ფეისბუქზე კოტე ყუბანეიშვილის ცეკვის ვიდეოს ხმაშეცვლილი ვერსია ვრცელდება

“მთავარი არხის” მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში გარკვევით ისმის, რომ აქციაზე ნადეჟდა და ანსამბლ ოქროს ბეჭდის სიმღერა Течёт ручей არ არის ჩართული. აქციაზე გადაღებული კიდევ ერთ ვიდეოში კი ჩანს, რომ ყუბანეიშვილის და აქციის სხვა მონაწილეების ცეკვის დროს ქართული ჯგუფის “შაბათ-კვირას” სიმღერის კლიპი იყო ჩართული.

Screenshot 4 ფეისბუქზე კოტე ყუბანეიშვილის ცეკვის ვიდეოს ხმაშეცვლილი ვერსია ვრცელდება

ქართული ჯგუფის “შაბათ-კვირას” და კიდევ ერთი ქართველი მუსიკოსის Меlqo-ს კოლაბორაციით შექმნილი სიმღერა We Ain’t Fools ჯგუფის YouTube-გვერდზე 1 აპრილს გამოქვეყნდა. სიმღერაში სირენების ხმა არის გამოყენებული და კომპოზიცია მარტში გამართულ საპროტესტო აქციებს ეძღვნება. სიმღერის კლიპშიც ამ აქციებზე გადაღებული კადრებია გამოყენებული.

წყაროს შესახებ:

დაათ ცაბაძე პრორუსი ტროლია, რომელიც სოციალურ ქსელში 2019 წლიდან აქტიურობს, ის მონაწილეობდა ანტისაოკუპაციო პროტესტის მადისკრედიტირებელ კამპანიაში. 2021 წლის თებერვალში კი ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ ამერიკულ დემოკრატიას აკრიტიკებდა. დაათ ცაბაძის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია მითების დეტექტორს წარსშულშიც გადაუმოწმებია.

გავრცელებული პოსტის არქივის ბმული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist