“ვოლმარტმა” გაყიდვიდან საბჭოთა სიმბოლიკიანი მაისურები ამოიღო

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

უუ
206
VIEWS

18 სექტემბერს ესტონურმა ონლაინ გამოცემა Estonian World ინფორმაცია გაავრცელა, რომ ამერიკული საცალო ვაჭრობის გიგანტურმა ქსელმა ვოლმარტმა,  ევროპელი პოლიტიკოსების პროტესტის შემდეგ, გაყიდვებიდან საბჭოთა სიმბოლიკით მაისურები მთლიანად ამოიღო.

მაისური, რომელზეც გამოსახული იყო საბჭოთა სიმბოლიკა ნამგალი და ურო, ვოლმარტის ვებ-გვერდზე  არა უშუალოდ ვოლმარტის, არამედ სხვა კომპანიის მიერ იყიდებოდა. ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენელთა პროტესტის შედეგად, ვოლმარტმა  ქსელიდან მთლიანად ამოიღო საქონელი, რომელიც კომუნიზმის მილიონობით მსხვერპლის მიმართ შეურაცყოფად აღიქმებოდა.

ესტონეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა წერილი გაუგზავნეს ვოლმარტს და შეახსენეს კომუნისტური რეჟიმის სისასტიკეები, რასაც მათი ქვეყანა ათწლეულების განმავლობაში განიცდიდა.

“ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ იმის გამო, რომ ამერიკის შეერთებულ შტატების  მსოფლიოს უმსხვილესმა საცალო ვაჭრობის გიგანტმა ანგარიში არ გაუწია და პატივი არ სცა კომუნისტური რეჟიმის მილიონობით მსხვერპლს. მათ შორის საბჭოთა რეჟიმის მიერ გადასახლებულ მოხუცებს, ჩვილებსა და ბავშვებს, პოლიტპატიმრებს, დისიდენტებს, წინააღმდგობის მოძრაობის წევრებს, და ყველა მათგანს, ვინც დაკარგა სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ოჯახები გულაგსა და  საბჭოთა რეპრესიების სხვადასხვა დროს.“ წერილს ხელი მოაწერეს ესტონეთის კონსერვატული პარტიის თავჯდომარე ჰელირ ვალდორ სიდერმა, იუსტიციის მინისტრმა ურმას რეინსალუმ და ევროპარლამენტში ესტონეთის წარმომადგენელმა ტუნე კელამმა.

საპასუხოდ რამდენიმე დღის შემდეგ ვოლმარტმა ევროპარლამენტის ესტონელ წევრს პროფესორ ინეზა ვალდერისს  წერილი გაუგზავნა და აუხსნა, რომ მაისური მათი გასაყიდი ნივთების ჩამონათვალში არ შედიოდა და არც მაღაზიაში იყიდებოდა და  მისი შეძენა უკვე არც ვებ-გვერდზე იყო შესაძლებელი.

საცალო ვაჭრობის გიგანტის ვოლმარტის შემოსავალი წელიწადში 500 მილიარდ დოლარს აღწევს. დასაქმებულთა რაოდენობა კი 2.3 მილიონს შეადგენს. ორივე მაჩვენებლით ქსელი მსოფლიო ლიდერია. დღეისთვის ვოლმარტი 28 ქვეყანაში 11 700 მაღაზიითაა წარმოდგენილი.

ვოლმარტი  საშუალებას აძლევს სხვა კომპანიიებს მის ვებ-გვერდზე გაყიდონ პროდუქცია.  სწორედ ასე მოხვდა კომუნისტური სიმბოლოს მქონე მაისური ვოლმარტის ვებ-გვერდზე.

 

(chaicare.org)

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist