რუსულენოვანი FB ანგარიშები უკრაინის შესახებ მაიკ ჰოლმსის ყალბ ციტატას ავრცელებენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

4.8k
VIEWS

2022 წლის 4 აგვისტოს  რუსულენოვანმა ფეისბუკ მომხმარებელმა Ирина Ушарова ჯგუფში Новости Эстонии ამერიკის საჰაერო ძალების ყოფილი ხელმძღვანელის, მაიკ ჰოლმსის ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოს თან შემდეგი ციტატა ერთვის: “უკრაინამ მიიღო ყველაფერი: ჯაველინები, ჰაიმარსები, ბაირაქტარები, ნატოს ჰაუბიცები, თუმცა კრახი განიცადა. აღმოჩნდა, რომ საკუთარი ქალაქების დაბომბვის, თავის მოქალაქეების გაუპატიურების და დახოცვის, ქურდობისა და ტყუილის გარდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არაფერი შეუძლიათ”.
იდენტური ციტატა სხვა რულულენოვანმა ფეისბუკ მომხმარებლებმაც (1, 2, 3 ) გაავრცელეს.

Screenshot 13 2 რუსულენოვანი FB ანგარიშები უკრაინის შესახებ მაიკ ჰოლმსის ყალბ ციტატას ავრცელებენ
ციტატა, რომელსაც მაიკ ჰოლმსს მიაწერენ, სოციალურ ქსელებში 2022 წლის ივლისიდან წყაროს მითითების გარეშე ვრცელდება. თუმცა  იდენტური ან მსგავსი შინაარსის განცხადება სხვა ღია წყაროებში არ იძებნება. “მითების დეტექტორთან” საუბარში მაიკ ჰოლმსმა განაცხადა, რომ ციტატა ყალბია და მას არ ეკუთვნის.  

იდენტური ციტატა რუსულ ენაზე სოციალურ ქსელებში ტვიტერსა და ვკონტაქტეზე 2022 წლის 30-31 ივლისიდან ვრცელდება.

Screenshot 14 3 რუსულენოვანი FB ანგარიშები უკრაინის შესახებ მაიკ ჰოლმსის ყალბ ციტატას ავრცელებენ

“მითების დეტექტორი” ინფორმაციის გადამოწმების მიზნით მაიკ ჰოლმსს დაუკავშირდა, ჰოლმსმა აღნიშნა, რომ ციტატა მას არ ეკუთვნის. ჰოლმის თქმით, მას რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია. 

ჰოლმსმა აშშ-ს საჰაერო ძალებში თანამდებობა 2020 წლის ოქტომბერში დატოვა და მოგვიანებით ერთ-ერთი კერძო კომპანიის დირექტორთა საბჭოს შეუერთდა. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist