არის თუ არა ესპანური გეოგრაფიის სახელმძღვანელოში უკრაინის ტერიტორიები რუსეთის შემადგენლობაში?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

449
VIEWS

27-28 ოქტომბერს ქართულმა და რუსულენოვანმა (1,2,3,4,5,6) ფეისბუქ მომხმარებლებმა გაავრცელეს რუკის ფოტოები, რომელზეც ხერსონი, ზაპორიჟია და ე.წ. “დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკები” რუსეთის შემადგენლობაშია შეყვანილი. თანდართული აღწერის მიხედვით, ასეთი რუკები ესპანურ გეოგრაფიის სახელმძღვანელოებში გამოჩნდა. 

27 ოქტომბრიდან ამავე რუკის ფოტოებს მსგავსი მტკიცებით კრემლისტური გამოცემებიც, მათ შორის News Front, (1,2,3,4) ავრცელებდნენ.

ac არის თუ არა ესპანური გეოგრაფიის სახელმძღვანელოში უკრაინის ტერიტორიები რუსეთის შემადგენლობაში?

გავრცელებული ფოტოები პროგრამულადაა დამუშავებული და ის ესპანურ სახელმძღვანელოს არ წარმოადგენს. რეალურად, ფოტო 2016 წელს მექსიკაში გამოცემული გეოგრაფიის სახელმძღვანელოში განთავსებულ რუკას ასახავს, რომელზეც ხერსონი, ზაპორიჟია და ე.წ. “დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკები” არა რუსეთის, არამედ უკრაინის შემადგენლობაშია შეყვანილი. 

გავრცელებული ფოტოები არა ესპანურ სახელმძღვანელოებს, არამედ მექსიკის განათლების სამინისტროს მიერ გამოშვებულ მეექვსე კლასის გეოგრაფიის სახელმძღვანელოს ასახავს. წიგნში მოცემული ინფორმაციის მიხედვით, მისი პირველი გამოცემა 2010 წელს, ხოლო  შემდეგი გამოცემები 2011, 2014 და 2016 წლებში დაიბეჭდა. ფოტოებზე ასახული რუკა სწორედ 2016 წლის გამოცემიდანაა, რომელიც 2016-2017 სასწავლო წლებისთვის იყო განკუთვნილი. 

Screenshot 11 არის თუ არა ესპანური გეოგრაფიის სახელმძღვანელოში უკრაინის ტერიტორიები რუსეთის შემადგენლობაში?
სქრინი: librosdetexto.online

ევროპის რუკა წიგნის მეთხუთმეტე გვერდზეა განთავსებული. რუკაზე გარკვევით ჩანს, რომ ხერსონისა და ზაპორიჟიას რეგიონები, ისევე როგორც ე.წ. “დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკები” უკრაინის შემადგენლობაში შედის. რუკის მიხედვით, უკრაინას ეკუთვნის ყირიმის ნახევარკუნძულიც. შესაბამისად, რუკის ის ვერსია, რომელიც რუსულმა გამოცემებმა გაავრცელეს, პროგრამულადაა დამუშავებული. 

Screenshot 12 არის თუ არა ესპანური გეოგრაფიის სახელმძღვანელოში უკრაინის ტერიტორიები რუსეთის შემადგენლობაში?
სქრინი: librosdetexto.online

ის, რომ აღნიშნული რუკა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების მიხედვითაა შედგენილი და რუსეთის მიერ მათ დარღვევას არ სცნობს, იმითაც დასტურდება, რომ რუკაზე რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები საქართველოს შემადგენლობაშია მოქცეული. 

აღსანიშნავია ისიც, რომ არც ესპანეთს და არც მექსიკას ე.წ. რეფერენდუმი, უკრაინის 4 რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ, არ უღიარებიათ. 12 ოქტომბერს ორივე ქვეყანამ 141 სხვა სახელმწიფოსთან ერთად გაეროს რეზოლუციას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ მხარი დაუჭირა.

გავრცელებული ფოტოები უკრაინულმა ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია Stopfake-მაც გადაამოწმა და დაადგინა, რომ ისინი პროგრამულადაა დამუშავებული. 


“სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზერომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.”  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ესპანეთი, მექსიკა, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist