დეზინფორმაცია, თითქოს რაიხსტაგზე საბჭოთა კავშირის დროშა აღმართეს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

17.4k
VIEWS

27-29 აპრილს ფეისბუკ-ანგარიშებზე (1, 2) კადრები გავრცელდა, რომელშიც გერმანიის პარლამენტის შენობაზე – რაიხსტაგზე აღმართული საბჭოთა კავშირის დროშა ჩანს. ფეისბუკ-მომხმარებლები ვიდეოს შემდეგი აღწერით ავრცელებენ: “ბერლინში, უცნობმა გმირებმა რაიხსტაგის სახურავზე გამარჯვების დროშა აღმართეს, სანამ შოლცს სძინავს, ადგილობრივი მაცხოვრებლები და ტურისტები სოციალურ ქსელებში კადრებს ავრცელებენ.”

ზოგიერთი ფეისბუკ-ანგარიში აღნიშნული ვიდეოდან იმავე აღწერით სქრინშოტს ავრცელებს. 

Screenshot 2024 04 30 at 5.50.10 PM დეზინფორმაცია, თითქოს რაიხსტაგზე საბჭოთა კავშირის დროშა აღმართეს Screenshot 2024 04 30 at 5.50.37 PM დეზინფორმაცია, თითქოს რაიხსტაგზე საბჭოთა კავშირის დროშა აღმართეს

მტკიცება, თითქოს რაიხსტაგზე საბჭოთა კავშირის დროშა აღიმართა, დეზინფორმაციაა. გავრცელებული კადრები 2023 წლიდან ვრცელდება და მაშინ ბუნდესტაგმა გერმანული ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია Correctiv-ს დაუდასტურა, რომ რაიხსტაგზე კვლავინდებურად მხოლოდ გერმანიის და ევროპის დროშები ფრიალებს.

ვიდეო კადრები, რომელშიც რაიხსტაგზე აღმართული საბჭოთა კავშირის დროშა ჩანს, 2023 წლის 8-9 მაისსაც ვრცელდებოდა და მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის ნაციზმზე გამარჯვების თარიღს უკავშირებდნენ. სოციალურ ქსელში წელსაც იდენტური ვიდეო გავრცელდა. კადრები უკრაინულმა სააგენტო УНІАН-მა და გერმანულმა Correctiv-მა გასულ წელს გადაამოწმეს. 

Correctiv ბუნდესტაგს დაუკავშირდა.  ბუნდესტაგის პრესსპიკერმა ბირგიტ ლანდსკრონმა ორგანიზაციას განუმარტა, რომ რაიხსტაგზე საბჭოთა დროშა არ აღმართულა და სახურავზე კვლავინდებურად ფრიალებს გერმანიის და ევროპის დროშები.

ინფორმაციის გადასამოწმებლად Correctiv – ის წარმომადგენელი გასული წლის 8 მაისს რაიხსტაგის შენობასთანაც მივიდა, თუმცა შენობის სახურავზე საბჭოთა დროშა არ ჩანდა. დროშა ასევე არ ჩანდა იმავე დღეს უწყების ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ კადრებსა და საიტზე დაყენებული ვებკამერის სურათებში.

Screenshot 2024 04 30 at 5.52.52 PM დეზინფორმაცია, თითქოს რაიხსტაგზე საბჭოთა კავშირის დროშა აღმართეს
რაიხსტაგი, 2023 წლის 8 მაისი. წყარო: Correctiv

გარდა ამისა, 2023 წლის 8 მაისს, ბერლინში მზიანი ამინდი და ტემპერატურა 19 გრადუსი იყო, გავრცელებულ კადრებში კი ქურთუკებში ჩაცმული ხალხი ჩანს. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვიდეო 2023 წლის 8 მაისსაა გადაღებული. ასევე, ვიდეოში გამოსახულ მცენარეებს თითქმის არ აქვთ ფოთლები, თუმცა მაისის თვეში ეს ხეები გამწვანებული იყო, რაც იმაზე მეტყველებს , რომ ვიდეო სხვა სეზონზეა გადაღებული.

წყაროს შესახებ:

ფეისბუკ-ანგარიშს Zhanna Marutyan დეზინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია.

Screenshot 2024 04 30 at 5.54.25 PM დეზინფორმაცია, თითქოს რაიხსტაგზე საბჭოთა კავშირის დროშა აღმართეს


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist