“გაყალბებული გვამები” პოლონეთში თუ კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული პერფორმანსი ვენაში – რას ასახავს ვიდეო?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1.4k
VIEWS

1 მარტს ფეისბუქ-მომხმარებელმა Liudmila Jecheva Andonova-მ  გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჟურნალისტის პირდაპირი ჩართვის დროს მის უკან შავ პარკებში შეფუთული ადამიანები ჩანან. ერთ-ერთი მათგანი პარკს იხსნის, შემდეგ მასთან გოგო მიირბენს და შავ პარკს ისევ აფარებს. პოსტის ავტორის მტკიცებით, პოლონეთში უკრაინის ჰუმანიტარული კატასტროფის შესახებ ვიდეოს ყალბი გვამების გამოყენებით იღებენ.

Screenshot 2 1 “გაყალბებული გვამები” პოლონეთში თუ კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული პერფორმანსი ვენაში - რას ასახავს ვიდეო?

4 მარტის მდგომარეობით, Liudmila Jecheva Andonova-ს პოსტს 1000-ზე მეტი გაზიარება აქვს. პოსტი შემდეგ ფეისბუქ-ჯგუფებში გაზიარდა: Russian Canada-Русская Канада, Мошенники Эстонии, Новости Эстонии, Наш Ласнамяэ.

Screenshot 1 1 “გაყალბებული გვამები” პოლონეთში თუ კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული პერფორმანსი ვენაში - რას ასახავს ვიდეო?

ვიდეო ყალბი აღწერით ვრცელდება და არა უკრაინის ჰუმანიტარული კატასტროფის საილუსტრაციოდ გადაღებულ კადრებს, არამედ 4 თებერვალს ავსტრიაში კლიმატის პოლიტიკის გასაპროტესტებელად გამართულ პერფორმანსს ასახავს. აქტივისტები გვამების იმიტაციის შექმნით იმას უსვამენ ხაზს, რომ ნახშირორჟანგის დიდი რაოდენობით გამოყოფა საბოლოოდ ადამიანურ მსხვერპლს გამოიწვევს. იდენტური ვიდეო საქართველოში რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამდე პანდემიის უარყოფის მიზნით ყალბი აღწერილობით ვრცელდებოდა.

Liudmila Jecheva Andonova-ს მიერ გამოქვეყნებული ვიდეო უკრაინის ჰუმანიტარული კატასტროფის საჩვენებლად პოლონეთში არ გადაუღიათ. ვიდეო რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე, 4 თებერვალს ავსტრიაშია გადაღებული და კლიმატის პოლიტიკასთან დაკავშირებულ პროტესტს ასახავს.

აღნიშნულ ვიდეო “მითების დეტექტორმა” თებერვალში გადაამოწმა, როცა ქართულენოვანი ფეისბუქ-მომხმარებლები აღნიშნულ კადრებს კოვიდით გარდაცვლილთა სიმულაციის საილუსტრაციო იყენებდნენ. 

გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ ავთენტური ვიდეო ავსტრიის დედაქალაქ ვენაშია გადაღებული და სიუჟეტი ავსტრიული ტელევიზია oe24TV-ს ეკუთვნის. oe24.at-ზე გამოქვეყნებული მასალის თანახმად, აქტივისტებმა პერფორმანსი ფედერალური კანცელარიის წინ 4 თებერვალს მოაწყვეს. პერფორმანსი შავ პარკებში გახვეული 49 გვამის იმიტაციის შექმნას ემსახურებოდა. პერფორმანსის მონაწილეები ეყრდნობოდნენ საერთაშორისო კვლევას, რომლის თანახმად, ყოველი 4000 ტონა CO2 1 ადამიანის გარდაცვალებას გამოიწვევს, რაც ავსტრიაში 2100 წლისთვის 49 გარდაცვალებას ნიშნავს და გვამები სწორედ კლიმატთან დაკავშირებული პერფორმანსისთვის იყო გამოყენებული.

ვიდეო ისეა მოჭრილი, რომ მასზე დატანილი ტიტრები ბოლომდე არ ჩანს, იკითხება მხოლოდ ჟურნალისტის სახელი და გვარი. მოჭრილია ვიდეოს ის ნაწილიც, რომელშიც აქციის მონაწილეები ბანერებით ხელში ჩანან. ერთ-ერთ ბანერზე იკითხება “AKTUELL KLIMAPOLITIK NICHT”, რაც ქართულად “არა კლიმატის არსებულ პოლიტიკას” ნიშნავს.

Screenshot 3 2 “გაყალბებული გვამები” პოლონეთში თუ კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული პერფორმანსი ვენაში - რას ასახავს ვიდეო?

შესაბიმისად, გავრცელებული ინფორმაცია ვიდეომანიპულაციას წარმოადგენს და მისი აღწერა ყალბია.

ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატია:

“მოუსვენარი მიცვალებული” თუ კლიმატთან დაკავშირებული პროტესტი?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ავსტრია, პოლონეთი, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist