“მოუსვენარი მიცვალებული” თუ კლიმატთან დაკავშირებული პროტესტი?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

1.5k
VIEWS

2021 წლის 7-8 თებერვალს ფეისბუქ-პროფილებმა Zviad Gogiashvili, ოთარ დანელია, ლილუ ლილუ, Zura, Nodari Goletiani ვიდეო გამოაქვეყნეს, რომელშიც ჟურნალისტის პირდაპირი ჩართვის დროს მის უკან კი შავ პარკებში შეფუთული ადამიანები ჩანან. ერთ-ერთი მათგანი პარკს იხსნის, შემდეგ მასთან გოგო მიირბენს და შავ პარკს ისევ აფარებს. 

პოსტების ავტორების ნაწილი ვიდეოს აღწერის გარეშე ავრცელებს, ნაწილი კი წერს, რომ ვიდეოს კოვიდით გარდაცვლილების საჩვენებლად იღებდნენ, რათა საზოგადოება დაეზაფრათ, თუმცა სცენა ჩაეშალათ. ამასთანავე, ვიდეოზე შემდეგი რუსულენოვანი წარწერაა გაკეთებული: “მომაკვდინებელ ვირუსთან ბრძოლა გერმანული ტელევიზიის პირდაპირ ეთერში”.

აღნიშნული ვიდეოს შესახებ მასალა ვებ-გვერდმა tia.ge-მაც გამოაქვეყნა, წყაროდ მამუკა ქარჩხაძეა მითითებული, თუმცა ვიდეო არც tia.ge-ზე და არც ქარჩხაძის ფეისბუქ-პროფილზე აღარ იძებნება.

ვიდეო არა კოვიდით გარდაცვლილთა საჩვენებლად გადაღებულ ჩაშლილ სცენას, არამედ 4 თებერვალს ავსტრიაში კლიმატის პოლიტიკის გასაპროტესტებელად გამართულ პერფორმანსს ასახავს. აქტივისტები გვამების იმიტაციის შექმნით იმას უსვამენ ხაზს, რომ ნახშირორჟანგის დიდი რაოდენობით გამოყოფა საბოლოოდ ადამიანურ მსხვერპლს გამოიწვევს.

გამოქვეყნებული ვიდეოების უმეტესობას ცუდი ხარისხი აქვს და გერმანული წარწერების გარჩევა რთულია, თუმცა 2 ფეისბუქ-პროფილის მიერ ატვირთულ ვიდეოში წარწერები კარგად ჩანს და რუსულენოვანი წარწერაც არ აქვს დადებული. ვიდეოშ ჩანს, რომ შავ პარკებში შეფუთული ადამიანების უკან რამდენიმე ადამიანი დგას, რომლებსაც ხელში ბანერები უჭირავთ, ერთ-ერთ ბანერზე გერმანულად წერია: “AKTUELL KLIMAPOLITIK NICHT”, რაც ქართულად ნიშნავს “არა კლიმატის არსებულ პოლიტიკას”. 

სხვა წარწერებიდან ვიგებთ, რომ ვიდეო ავსტრიის დედაქალაქ ვენაშია გადაღებული და სიუჟეტი ავსტრიული ტელევიზიის, oe24TV ეთერში გავიდა.

oe24.at-ზე გამოქვეყნებული მასალის თანახმად, აქტივისტებმა პერფორმანსი ფედერალური კანცელარიის წინ 4 თებერვალს მოაწყვეს. პერფორმანსი შავ პარკებში გახვეული 49 გვამის იმიტაციის შექმნას ემსახურებოდა, რაც იმასთანაა დაკაშირებული, რომ საერთაშორისო კვლევის თანახმად, ყოველი 4000 ტონა CO2 1 ადამიანის გარდაცვალებას გამოიწვევს, რაც ავსტრიაში 2100 წლისთვის 49 გარდაცვალებას ნიშნავს. აქტივისტები ასევე აპროტესტებენ იმას, ავსტრიას უკვე ერთ წელზე მეტი არ დაუწესებია სათბური გაზების შემცირების სამიზნე ნიშნული. 

ფოტო: © APA/HANS PUNZ

შავ პარკებში შეფუთულ “გვამებთან” დაკავშირებით ფოტო და ვიდეომანიპულაციები აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა, რომლებიც რეალურად არა კორონავირუსის პანდემიას, არამედ სხვადასხვა საპროტესტო აქციასა და მუსიკალურ კლიპს უკავშირდებოდა. ამ თემაზე იხილეთ “მითები დეტექტორის” მასალები:

ვინ ეწევა სიგარეტს – “გარდაცვლილი გვამი” თუ მსახიობი?

რას ასახავს რეალურად 3 ფოტო, რომელზეც გვამებია ასახული?

ასახავს თუ არა ფოტო კორონავირუსით გარდაცვლილთა გვამებს?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ავსტრია
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist