ზალუჟნის გადაყენების და უკრაინაში სამხედრო გადატრიალების დასაანონსებლად Deepfake ვიდეო გამოიყენეს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

485
VIEWS

7-8 ნოემბერს ფეისბუკზე ქართულ (1, 2, 3.) და რუსულენოვანმა (1, 2, 3, 4, 5) ანგარიშებმა გაავრცელეს ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის შესახებ. პოსტების თანახმად, რომელსაც ვიდეო ერთვის თან, ზალუჟნიმ უკრაინაში სამხედრო გადატრიალება დაანონსა. ზოგიერთ პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის გადაყენების პროცედურები დაიწყო.

სოციალური ქსელების გარდა ვალერი ზალუჟნის ვიდეო გავრცელდა რუსულ ვებ-საიტებზეც (1, 2.).

Screenshot 2023 11 08 175202 ზალუჟნის გადაყენების და უკრაინაში სამხედრო გადატრიალების დასაანონსებლად Deepfake ვიდეო გამოიყენესScreenshot 2023 11 08 175209 ზალუჟნის გადაყენების და უკრაინაში სამხედრო გადატრიალების დასაანონსებლად Deepfake ვიდეო გამოიყენეს

გავრცელებულ პოსტებში მოყვანილი მტკიცებები დეზინფორმაციულია. ვალერი ზალუჟნის მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია და ვიდეო, სავარაუდოდ, Deepfake ტექნოლოგიით არის შექმნილი. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა უარყო ინფორმაცია ზალუჟნის გადაყენების შესახებ და ინფორმაციის პირველწყარომ 7 ნოემბერს გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ბოდიში მოიხადა დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისათვის.

  • ვალერი ზალუჟნის ვიდეო მიმართვა გაყალბებულია

გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც Deepfake ტექნოლოგიით შექმნილ ვიდეოს ჰგავს, ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოახდინა მისი თანაშემწის ლიკვიდაცია და შეკვეთილია მისი მკვლელობაც. ის ადანაშაულებს უკრაინის პრეზიდენტს წარუმატებელ კონტრშეტევაში და ამატებს, რომ ამას ნახევარი მილიონი ჯარისკაცი შეეწირა. გაყალბებულ ვიდეოში ზალუჟნი ხალხს მოუწოდებს, გამოვიდნენ ქუჩაში, აიღონ იარაღი და შეეწინააღმდეგონ მთავრობის უკანონო გადაწყვეტილებებს. 8 ნოემბერს უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გავრცელებული ვიდეო არის Deepfake და მსგავსი განცხადება არ გაკეთებულა. მათივე ინფორმაციით ვიდეოს პირველწყარო რუსული ტელეგრამ არხი “Радио Труха” არის, რომელიც ხშირად ავრცელებს დეზინფორმაციებსა და გაყალბებულ ვიდეოებს.

ვიდეოს სიყალბეზე პოსტი გამოაქვეყნა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკმა ანატოლი შტეფანმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს ვიდეო რუსების მიერ არის გაკეთებული და მან მის გამოქვეყნებამდეც ივარაუდა, რომ უახლოეს პერიოდში ზალუჟნის შესახებ ბევრი დეზინფორმაცია გავრცელდებოდა. 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უკრაინულ პრესაში თუ ოფიციალურ წყაროებში ზალუჟნის განცხადების დამადასტურებელი არც ერთი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

Screenshot 2023 11 08 175214 ზალუჟნის გადაყენების და უკრაინაში სამხედრო გადატრიალების დასაანონსებლად Deepfake ვიდეო გამოიყენეს

Deepfake ვიდეო 2022 წელს ვოლოდიმირ ზელენსკიზეც შეიქმნა, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი ჯარისკაცებს იარაღის დაყრისა და დანებებისკენ მოუწოდებდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიაში:

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ვალერი ზალუჟნის გადაყენების პროცედურები დაიწყო, თავდაპირველად პარლამენტარმა ვოლოდიმირ არიევმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.

Screenshot 2023 11 08 175222 ზალუჟნის გადაყენების და უკრაინაში სამხედრო გადატრიალების დასაანონსებლად Deepfake ვიდეო გამოიყენეს

7 ნოემბრის საღამოს, არიევმა ახალი პოსტი გააზიარა, სადაც აღნიშნა, რომ მან წაშალა ზემოაღნიშნული პოსტი, რადგან ბევრი წყაროსგან მიუვიდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მისი მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

Screenshot 2023 11 08 175226 ზალუჟნის გადაყენების და უკრაინაში სამხედრო გადატრიალების დასაანონსებლად Deepfake ვიდეო გამოიყენეს

ამ მოვლენებიდან მოკლე დროში თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა ასევე გაავრცელა პოსტი, რომელშიც მან ეს საკითხი პირდაპირ არ დაასახელა, თუმცა განაცხადა, რომ ერთ-ერთი დეპუტატის მიერ გავრცელებული განცხადება სიყალბეა და ის მიზნად ისახავს უკრაინელი ხალხის გახლეჩას, რაც რუსულ დეზინფორმაციაზე უარესი შედეგების მომტანია. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის ტელეგრამ ანგარიშმა 6 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, ვალერი ზალუჟნის თანაშემწის, მაიორი გენადი ჩასტიაკოვის გარდაცვალების შესახებ. პოსტში აღწერილია, რომ ის სახლში საკუთარ დაბადების დღეს აღნიშნავდა, რა დროსაც ერთ-ერთ საჩუქარში ამოუცნობი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. 

წყაროს შესახებ: 

ფეისბუქის ანგარიში “Eduard Jishkariani” ხშირად ავრცელებს ანტიდასავლურ და ანტიუკრაინული შინაარსის შემცველ პოსტებს. მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია მითების დეტექტორს წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია.

Რუსულენოვან ფეისბუქ ანგარიშესს “Ольга Адамян” და “Артем Згонников” ყალბი ინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებიათ.

Screenshot 2023 11 08 175341 ზალუჟნის გადაყენების და უკრაინაში სამხედრო გადატრიალების დასაანონსებლად Deepfake ვიდეო გამოიყენეს

არქივი: 1, 2,


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist