ვრცელდება თუ არა კორონავირუსზე ირლანდიის ეკლესიის შეზღუდვები საქართველოს საპატრიარქოზე?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

წფ
253
VIEWS

7 მარტს კრემლისტურმა გამოცემა News Front Georgia-მ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “ნაცვლად ლოცვის გაძლიერებისა… ანუ, როგორ არ უნდა დავემსგავსოთ დასავლეთს!” სტატიის თანახმად, ირლანდიის კათოლიკურმა ეკლესიამ დააწესა შეზღუდვები, რომლითაც კორონავირუსის საფრთხის გამო რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შორის ფიზიკური კონტაქტი შეიზღუდა; ასევე გაიცა რეკომენდაცია საერთო ბარძიმით ზიარებისგან თავშეკავების შესახებ. News Front Georgia აღნიშნული ფაქტის მანიპულირებას ახდენს და აცხადებს, თითქოს ევროპული ინტეგრაციის შედეგად მსგავსი რეგულაციები საქართველოზეც გავრცელდება. News Front ზიარებისას ერთჯერადი კოვზების გამოყენებაზე რეკომენდაციასაც დასავლეთის პროპაგანდას უწოდებს და აღნიშნავს, რომ საქმე არა ჯანმრთელობის დაცვას, არამედ ხელოვნურ შეზღუდვებს ეხება.

News Front: “ირლანდიის კათოლიკურმა ეკლესიამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მღვდელმსახურების დროს სასულიერო პირებსა და მრევლს შორის ფიზიკური კონტაქტის შემზღუდველი ზომები მიიღო… ახლა ზოგიერთი ჩვენი მკითხველი იტყვის, ეს არამართლმადიდებლებს ეხებათ და ჩვენ რა შუაში ვართო. არა, ბატონებო, ჩვენზეც გავრცელდება ასეთი “რეგულაციები”, თუკი ზომაზე მეტად “ვინტეგრირდებით” უღმერთო ევროპაში – მით უმეტეს, კბილი უკვე მოგვისინჯეს და ზიარებაზე “ერთჯერადი კოვზების” პროპაგანდა დაიწყეს მასმედიის საშუალებით.”

News Front-ის მტკიცება, თითქოს ირლანდიის კათოლიკური ეკლესიის რეგულაციები ევროინტეგრაციის შედეგად საქართველოსთვის სავალდებულო იქნება, უსაფუძვლო მანიპულაციაა. ირლანდიის სეკულარულ სახელმწიფოში ეკლესია დამოუკიდებელი ინსტიტუტია და არაფერი აქვს საერთო სამთავრობო/ევროკავშირის პოლიტიკასთან. ამასთანავე, სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიებში ღვთისმსახურებასა და რელიგიურ ტრადიციებზე მხოლოდ რეკომენდაციები გაიცა და რელიგიურმა ინსტიტუტებმა გარკვეული შეზღუდვები თავადვე დააწესეს.

კორონავირუსის გავრცელების გამო ირლანდიის კათოლიკურ ეკლესიასთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა რელიგიური ინსტიტუტები ვირუსთან ადაპტაციის შესაბამის ზომებს იღებენ და აქამდე მიღებულ პრაქტიკაში ცვლილებები შეაქვთ. გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანზე წვეთოვანი ინფექციით და შესაბამისად ახლო კონტაქტით გადადის, რისკების თავიდან ასაცილებლად ქრისტიანულმა ეკლესიებმა, მეჩეთებმა და სინაგოგებმა მღვდელმსახურთათვის და მრევლისთვის რეკომენდაციები გასცეს, ზიარების წესი შეცვალეს და ონლაინ ღვთისმსახურება დაიწყეს. მაგალითისთვის, დაიკეტა ბეთლემის ეკლესია, რომელსაც ქრისტიანები იესო ქრისტეს დაბადების ადგილად მიიჩნევენ. ვატიკანის გადაწყვეტილებით წირვა-ლოცვა 15 მარტამდე გადაიდო და რომის პაპის ყოველკვირეული ლოცვები ვიდეოს საშუალებით გადაიცემა. ასევე დროებით გააჩერეს ღვთისმსახურება ქრისტიანულმა ეკლესიებმა ჰონგ-კონგში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში.

სეკულარულ სახელმწიფოებში, სადაც დამოუკიდებელი რელიგიური ინსტიტუტები შეზღუდვებს თავად ადგენენ, ქვეყნის მთავრობების მიერ კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად გაცემული რეკომენდაციები ა რელიგიურ ტრადიციებსა და ეკლესიაში ქცევის წესებზე დაწესებულ რეგულაციებს არ წარმოადგენს; თუმცა საფრთხის გაზრდის შედეგად ევროპის ქვეყნები გამკაცრებულ ზომებს მიმართავენ და ხალხმრავალ შეკრებებს კრძალავენ. შეკრებები უკვე აიკრძალა საფრანგეთსა და იტალიაში, აკრძალვა ასევე განიხილება გერმანიაში და გაერთიანებულ სამეფოშიც. საჯარო შეკრებების აკრძალვა მოიცავს სხვადასხვა ხალხმრავალ ღონისძიებებს, მათ შორის კარნავალებს, კონცერტებს და რელიგიურ შეკრებებსაც, აკრძალვა არ არის მიმართული კონრეტულად ეკლესიის წინააღმდეგ.

რატომ წესდება შეზღუდვები ხალხმრავალ ადგილებსა და ლიტურგიებზე?

კორონავირუსი წვეთოვანი ინფექციით ვრცელდება, შესაბამისად ეკლესიებში წირვა-ლოცვაზე შეკრება, ხატებზე ხელით შეხება და ამბორი, ასევე ზიარება საერთო კოვზიდან და ბარძიმიდან ვირუსის გადაცემის რისკს შეიცავს.

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის გავრცელების თავდაპირველი შემთხვევები სწორედ ეკლესიასთან არის დაკავშირებული. როგორც ცნობილია, 61 წლის ქალბატონმა კორონავირუსი ქალაქ დაეგუს ერთ-ერთ ტაძარში ათეულობით ადამიანზე გაავრცელა. სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით, 7 მარტის მონაცემებით კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიდან 63.5 % სწორედ ქალაქ დაეგუში შინჩონჯის ეკლესიასთან იყო დაკავშირებული.

რამდენიმე ასეული ადამიანი იმყოფება კარანტინში ვაშინგტონშიც, სადაც ჯორჯთაუნის ქრისტეს ეკლესიაში მოძღვარ ტიმოთი ქოულს კორონავირუსი დაუდასტურდა. Independent-ის ცნობით მოძღვარმა ეკლესიაში 500-ზე მეტ ადამიანს ჩამოართვა ხელი, რამაც ვირუსით დაინფიცირების საფრთხე გაზარდა. ქალაქის ოფიციალურმა პირებმა ტაძრის მრევლს, რომელიც 24 თებერვალს ან 28 თებერვლიდან 3 მარტამდე შეხვდა მოძღვარს, 2 კვირით კარანტინში დარჩენა ურჩიეს.

კორონავირუსის ეპიდემიის მიუხედავად, ზიარება უცვლელი ფორმით გაგრძელდება საბერძნეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში. ზიარების წესის ცვლილებას ამ ეტაპზე არ გეგმავს არც საქართველოს საპატრიარქო.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist