ვინ უბიძგებს საქართველოს იზოლაციონიზმისკენ?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

31
VIEWS

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ნიკა მელიას ოპოზიციის ოფისში დაკავებამდე საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელუსუფლებას ვითარების დეესკალაციისკენ და პოლარიზებული გარემოს განმუხტვისკენ მოუწოდებდნენ, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილ ვითარებას უკავშირდებოდა. თავის მხრივ, საერთაშორისო პარტნიორები მოუწოდებდნენ ოპოზიციასაც, უარი ეთქვათ პარლამენტის ბოიკოტზე და საარჩევნო რეფორმებისთვის საპარლამენტო სივრციდან ებრძოლათ.

 

17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნიკა მელიას გირაო აღმკვეთი ღონისძიებით შეეცვალა, პრემიერ-მინისტრ გახარიას გადადგომა მოჰყვა, რომელმაც ეს ნაბიჯი იმით ახსნა, რომ მელიას დაკავებაზე გუნდში კონსენსუსს ვერ მიაღწია და ამ ქმედებით პოლიტიკური პოლარიზების განმუხტვა სურდა. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ვითარების დეესკალაციის მოწოდებები  ნიკა მელიას დაკავებამდე და 23 თებერვალს დაკავების დღესაც გაკეთდა.

დასავლელი პარტნიორების საპასუხოდ ხელისუფლების და მისი მხარდამჭერების, ასევე კრემლისტური  და ანტილიბერალური ჯგუფების გზავნილები დიდწილად ერთმანეთს ემთხვეოდა და შემდეგი შინაარსის იყო:

  1. ამერიკაში კაპიტოლიუმში შეჭრა ტერორიზმის მაგალითია, საქართველოში კი ოპოზიციის დევნა
  2. ამერიკის საელჩო საქართველოში გადატრიალებას გეგმავს
  3. თუ დასაველთი კანონის დარღვევას გვთხოვს, ასეთი დასავლეთი არ გვჭირდება
  4. ლიეტუველი დეპუტატი და ლიეტუვას ელჩი ქვეყნიდან გასაძევებელია,
  5. ლიეტუველი პოლიტიკოსები საქართველოს შიდა საქმეებში ნაციონალური მოძრაობის დაკვეთით ერევიან

გზავნილი: ამერიკაში კაპიტოლიუმში შეჭრა ტერორიზმის მაგალითია, საქართველოში კი ოპოზიციის დევნა


ქართული ოცნება

ხელისუფლების მხარდამჭერები

კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერები

დავით სერგეენკო: „არც ერთი სახელმწიფო არ დაუშვებს იმას, რომ მისი სახელმწიფო ინსტიტუტები და სიმბოლოები იყოს ხელყოფილი და იგივე მოხდა რამდენიმე დღის წინ შეერთებულ შტატებში, ვგულისხმობ კაპიტოლიუმზე შტურმის ორგანიზატორების დაკავებას. ეს საკითხი შედგება სამი ნაწილისგან – სამართლებრივი, პოლიტიკური და საინფორმაციო ნაწილისგან და ბოლო ორი უბრალოდ გადაბერილია.”

გოგა ხაინდრავა: ამერიკის სენატსა და კონგრესზე შეტევა შიდა ტერორიზმია და საქართველოს პარლამენტზე შეტევა რას ნიშნავს

ირაკლი ჯანყარაშვილი, კრემლისტური “ნიუსფრანტის” და “თვალსაზრისის” ავტორი: “ადამ კისინგერი თურმე დათრგუნულა და აღშფოთებულა როგორ დააკავეთ მელია ?

ის მელია პარლამენტს, რომ შტურმით იღებდა!

ის მელია ქართულ კანონმდებლობას, რომ პატივს არ სცემდა და ის მელია სახელმწიფოს ასარევად, ყველაფერზე წამსვლელი, რომ არის თავის დორბლიან ბელადთან ერთად! Ბატონო კიზინგერ, მიხედეთ კაპიტოლიუმს.”

დავით მათიკაშვილი: „კაპიტოლიუმზე რომ თავდასხმა მოხდა აშშ- ში და 150 პირამდე არის დაკავებული, მათ მიმართ განხორციელებული მოქმედებები პოლიტიკურად მოტივირებული იყო?!

გია აბაშიძე, სახელისუფლებო ექსპერტი, ტვ იმედი: ერთ შემთხვევაში ეს ქვეყნის შიდა ტერორიზმის მკაფიო მაგალითია, ჩვენ შემთხვევაში – ოპონენტების ე.წ. პოლიტიკური დევნა, დემოკრატიაში უკან დახევა

ირაკლი ჯანყარაშვილის მეორე პროფილი: “აქ ხართ ხართ ძაან დემოკრატიულები

რამდენი მშვიდობიანი დემონსტრანტი დახოცეთ ამ დღეს [კაპიტოლიუმში]?”

ნიკილოზ მჭედლიშვილი, სახელისუფლებო ექსპერტი ტვ იმედი: “ჩემ გაკვირვებას იწვევს, მაიც იწვევს გაკვირვებას  ის ორმაგ სტანდარტი, რომელიც ეხა განსაკუთრებით იგრძნობა აშშ-ს პოლიტიკოსების განცხადებებში, იმიტომ რომ ის რაც ჩვენ მაგალითად ვიხიეთ იგივე კაპიტოლიუმის შენობის შეჭრის დროს… თუკი იქ იყო დამნაშეავეების გაომვლენა და დაჭერა არ ეწინააღმდეგები დემოკრატიას და დემოკრატიის პრინციპებს აქ რატო ეწინააღმდეგება ეს ყველაფერი დემოკრატიას..”


ამ გზავნილს ხელისუფლების მხარდამჭერი ფეისბუკ გვერდებიც (სექტა, კონსერვატიული პლატფორმა) ამკვიდრებდნენ, როდესაც ვიზუალური მანიპულაციითა და ამერიკის საელჩოს მონიშვნით იმაზე მიანიშნებდნენ, რომ კაპიტოლიუმში განვითარებული მოვლენების შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ აქვს მორალური უფლება, ხელისუფლება ოპოზიციის წევრის დაპატიმრების გამო გააკრიტიკოს და რომ ამერიკა ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს.

;;;;

გზავნილი: ამერიკის საელჩო საქართველოში გადატრიალებას გეგმავს

ამერიკის საელჩოს განცხადებას, რომ ოპოზიციის ოფისში პარტიის ლიდერის დაკავებით საქართველომ დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე უკან დაიხია, ხელისუფლების მხარდამჭერი ადვოკატის კომენტარი მოჰყვა, რომელიც აშშ-ს საელჩოს ქვეყანაში გადატრიალების დაგეგმვაში ადანაშაულებდა.

ირაკლი ზაქარეიშვილი, ადვოკატი: “სააკაშვილის რეჟიმის სისხლიანი ცხრა წელიწადის განმავლობაში, მათ არცერთი საპროტესტი განცხადება არ გაუკეთებიათ, სამაგიეროდ ამჟამად ორგანიზებას უწევენ სახელმწიფო გადატრიალებას, რათა ნაცჯალათები ხელისუფლებაში დააბრუნონ!..”

გზავნილი: თუ დასაველთი კანონის დარღვევას გვთხოვს, ასეთი დასავლეთი არ გვჭირდება

ნინო ლაბარტყავა, ხელისუფლების მხარდამჭერი ჟურნალისტი: “ჩემთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ვისი გუბერნია და მონები ვიქნებით – ამერიკის, ევროპის თუ რუსეთის!.. კიდე ვამბობ – არ მჭირდება მე ისეთი ევროპა და ამერიკა, რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მხოლოდ შეშფოთებით და უი-უის ძახილით რომ შემოფარგლება და ამავდროულად, ჩემს ქვეყანაში კრიმინალური პარტიის კრიმინალ ლიდერს რომ იჭერენ და კანონს აღასრულებენ, ამაზე სახეს იხოკავს და ამას ქვეყნის უკან დახევად აფასებს!”

გზავნილი: ლიეტუველი დეპუტატი  და ელჩი ქვეყნიდან გასაძევებელია

საქართველოში ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარის ჟიგიმანტას პავილიონისის ვიზიტს, რომლის დროსაც მან განაცხადა, რომ თუ საქართველო არ გაერთიანდება, მას ბელორუსიის გზა ელის და ეს იქნება საჩუქარი პუტინისთვის, მის წინააღმდეგ ორგანიზებული კამპანია მოჰყვა: საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი მის გაძევებას, ხოლო კრემლისტური “ნიუსფრანტის” რედაქტორი საქართველოდან ლიეტუვას ელჩის გაძევების ითხოვდნენ:

კრემლის პროპაგანდისტული გამოცემის ნიუს ფრანტ საქართველოს რედაქტორი:

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, კრემლისტურ პარტია პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებული ტვ “ობიექტივის” ყოფილი წამყვანი, რომელიც ცნობილია ანტიდასავლური განცხადებებით

შოთა აფხაიძე: ლტუევის თავხედი ელჩი, საქართველოს საგარეო უწყებამ უნდა გამოიძახოს ახსნა – განმარტებისთვის ! კალინკა უნდა ცნობილ იქნეს პერსონა ნონ – გრატად და გაძევდეს საქართველოდან თავის მშობლიურ სოფელში ალიტუსში !”

;

ბონდო მძინარიშვილი: “ამოკარით პანღური და ქვეყნიდან გააგდეთ ეს მანიაკებზე შეყვარებული ავადმყოფი”

;


გზავნილი: ლიეტუველი პოლიტიკოსები საქართველოს შიდა საქმეებში ნაციონალური მოძრაობის დაკვეთით ერევიან

ქართული ოცნება და სახელისუფლებო მედია

კრემლისტური და ანტილიბერალური ჯგუფები, მედიები

ირაკლი ღარიბაშვილი: “ნაცმოძრაობასთან პირდაპირ დაკავშირებული ერთ-ერთი ქვეყნის, მინდა აღვნიშნო, განსაკუთრებით გამორჩეული მეგობარი ქვეყნის, პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის ასეთი განცხადებები არის ყოვლად მიუღებელი.”

ბექა ვარდოსანიძე: „[ირაკლი ღარიბაშვილმა] გააკეთა განცხადება იმ ლიეტუველ პოლიტიკოსზე რომელიც ის არის ჩვეულებრივ ნაციონალური მოძრაობის ლობი”.

 

ნიკოლოზ სამხარაძე: „სიმართლის თქმა არასოდეს არ არის საზიანო, ბატონი [ჟიგიმანტას] პავილიონისი არის პარტიული მეგობარი ნაციონალური მოძრაობის.”

ჯონდი ბაღათურია: „რომელიღაცა კომიტეტის თავმჯდომარე არის ჩამოსული, რაღაცა რეკომენდაციებს გვაძლევს და ერევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში.”

გიორგი ვოლსკი: “ჟიგიმანტას პავილიონისი აკეთებს განცხადებას, არა მარტო არაკორექტურს, არამედ ანგაჟირებულს, რომელიც კონკრეტული პოლიტიკური პლატფორმიდან არის ნათქვამი.”

 

მარშალპრესი: “მიხეილ სააკაშვილის დავალებით საქართველოში ჩამოსულმა ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისმა სააკაშვილის დავალების შესრულება დაიწყო.”

ობიექტივი, ნამდვილი ამბები, რედაქცია: „არამეგობრული გზავნილები მეგობარი სახელმწიფოს დეპუტატისგან. ვინ არის ჟიგიმანტას პავილიონისი, რომელიც საქართველოში მიხეილ სააკაშვილმა გამოაცილა…”

შოთა აფხაიძე, News Front Georgia: “[ანდრიუს] კუბილიუსი [ევროპარლამენტარი]  და მისი თანამოაზრეები , დღემდე რჩებიან სუბიექტურ და ფინანსურარ ანგაჟირებულ ელემენტებად , რომლებიც ლობირებენ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ბანდას ნაციონალური მოძრაობის სახით!…”


 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist