ვინ განიხილავს იუთუბ მომხმარებლის ჰიპოთეტურ ომის სცენარს თურქეთის რეალურ სურვილად?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

58
VIEWS

2021 წლის 1 აპრილს რამაზ ნოზაძემ, რომელიც 2017 წლის თვითმართველობის არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად ხაშურიდან იყრიდა კენჭს,  ფეისბუქზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომლის აღწერაშიც მიუთითა, რომ ეს არის თამაში სახელწოდებით “რა მოხდება თუ თურქეთ-საქართველოს შორის ომი დაიწყება”. რამაზ ნოზაძის თქმით, ეს ვიდეო ასახავს, თუ რაზე ოცნებობს თურქეთი. პოსტს  1100-ზე მეტი გაზიარება აქვს.

რამაზ ნოზაძის გარდა, 5-6 აპრილს ვიდეო ფეისბუქ პროფილმა Lu Ka და ფეისბუქ გვერდმა Azimutაზიმუტი გამოაქვეყნეს.

;;

;

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ვიდეო თურქეთის გეგმებს ასახავს საქართველოში, მანიპულაციურია. რეალურად, ვიდეო არა კომპიუტერულ თამაშს, არამედ კერძო პირის მიერ შექმნილ ანიმაციურ ვიდეოს წარმოადგენს, რომელიც ორ ქვეყანას შორის ომის დაწყების ჰიპოტეთურ სცენარს განიხილავს. აღნიშნული მომხმარებელი იუთუბ არხზე მსგავსს ჰიპოთეტურ სცენარებს სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც ავრცელებს და ამბობს, რომ ამას გართობის მიზნით აკეთებს. 

ვიდეოს პირველწყაროა Youtube არხი „Cem Algül”, რომელმაც ვიდეო 2021 წლის 2 იანვარს შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: Turkey vs Georgia┇War Scenario („თურქეთი საქართველოს წინააღმდეგ | ომის სცენარი“). აღნიშნული მასალა ვიდეო თამაშს არ წარმოადგენს, ის ანიმაციური ვიდეოა, რომელიც იუთუბ არხის მფლობელმა ჯემ ალგულმა მოამზადა. მასალის აღწერაში მითითებულია, რომ ვიდეოს თემა თურქეთსა და საქართველოს შორის შესაძლო ომის მდგომარეობა და ბრძოლის სცენარია. ომის დაწყების მიზეზად ავტორი განიხილავს შემდეგ ჰიპოთეტურ შემთხვევას, თითქოს ზამთარში ართვინში მცხოვრები გლეხები ხეს საწვავად მოხმარების მიზნით ჭრიდნენ, როდესაც საქართველოს საზღვარი გადაკვეთეს და მაჭახელას ეროვნული პარკიდან გამხმარი ხეები გადმოიტანეს. ქართულმა მხარემ ამ ფაქტის გამო თურქეთის მოქალაქე გლეხების დასჯა მოითხოვა, რაზეც თურქულმა მხარემ უარი განაცხადა. ამის შემდგომ ვიდეოს ავტორი ორი ქვეყნის სამხედრო ძალას ერთმანეთს ადარებს და ბრძოლის მიმდინარეობას განიხილავს. ომი შეთანხმებით სრულდება, რის მიხედვითაც საქართველომ თურქეთს 1 მილიარდი დოლარის ოდენობით კომპენსაცია უნდა გადაუხადოს, თუმცა საქართველო კომპენსაციის ნაცვლად თურქეთს ბათუმს გადასცემს.

;

აღსანიშნავია, რომ იუთუბ არხი „Cem Algül“-ის მიერ მსგავსი შინაარსის რამდენიმე ვიდეო მასალაა გამოქვეყნებული, რაც თურქეთსა და სხვა ქვეყნებს შორის შესაძლო ომების სცენარებს, ქვეყნების გაერთიანებასა და სხვა მსგავს საკითხებს ეხება.

მითების დეტექტორი ვიდეოს ავტორს, ჯემ ალგულს, დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ პირად იუთუბ არხზე ქვეყნების ომის ჰიპოთეტურ სცენარებს წერს, ანიმაციურ მასალას ამზადებს და აქვეყნებს. მისი თქმით, ეს ვიდეო გამომწერების თხოვნით მოამზადა, მსგავსი ვიდეო მასალა ირანსა და თურქეთის შესაძლო ომზეც აქვს მომზადებული, რაც მის არხზე ხელმისაწვდომია.  ასევე, ჯემ ალგულის მიერ მომზადებული ერთ-ერთი ვიდეო ეხება სცენარს, თუ რა მოხდებოდა დიდ ბრიტანეთს და თურქეთს რომ გეოგრაფიული მდებარეობები გაეცვალათ.

;

;;

“რეალური ომი არაა, გართობის მიზნით არის მომზადებული და სათურშიც მივუთითე, რომ სცენარია“ – ამბობს ჯემ ალგული.

გარდა ამისა, ავტორის იუთუბ არხზე ვხვდებით ვიდეოს, რომლის სათაურია İf Turkey, Azerbaijan, Georgia, Turkmenistan and Afghanistan United? („თუ თურქეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ავღანეთი და თურქმენეთი გაერთიანდებოდა”).  ვიდეოში თურქეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, ავღანეთისა და თურქმენეთის გაერთიანების შემთხვევაში მათი გეოგრაფიული, სამხედრო და ეკონომიკური ძალის შესახებ არის საუბარი. ამ ვიდეოს შესახებ ჯემ ალგული ამბობს: „თუ გართობის მიზნით არ ვაკეთებ, თუ საქართველო არ მიყვარს, ამ ვიდეოს არ მოვამზადებდი.“

აზიმუტის შესახებ

ვიდეოს ერთ-ერთი გამავრცელებელი ფეისბუქ გვერდი “Azimutაზიმუტი: 2021 წლის 1 თებერვალს შეიქმნა. იმავე სახელწოდებისა და ლოგოს მქონე გვერდი  ადრეც არსებობდა, თუმცა მოგვიანებით ფეისბუკმა წაშალა. აზიმუტის ძველი გვერდი 2017 წლის 19 დეკემბერს იყო შექმნილი და საქართველოდან, საფრანგეთიდან და  რუსეთიდან იმართებოდა. გვერდი ანტიდასავლური დეზინფორმაციის გავრცელებაში იყო შემჩნეული. ამჟამად აზიმუტი ანტი-თურქულ მანიპულაციურ კონტენტს ავრცელებს.

;

;;


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: თურქეთი
წყარო

წყარო

აზ
აზიმუტი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist