ვინ ავრცელებს დიდი ბრიტანეთის დედოფლის პროგრამულად დამუშავებულ ფოტოს?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

2.5k
VIEWS

6 თებერვალს ფეისბუქ მომხმარებელმა აპრაკუნე ჭიმჭიმელმა დიდი ბრიტანეთის მიერ ნაცისტური გერმანიის მხარდაჭერის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. პოსტში 3 ფოტოა გამოყენებული: პირველ მათგანზე ბრიტანელი სპორტსმენები ჩანან, ისინი ნაცისტური მისალმების ჟესტს აკეთებენ,  მეორე ფოტოზე ამავე ჟესტს ბრიტანეთის სამეფო ოჯახი იმეორებს, მესამე ფოტოზე კი ასეთი მისალმებისას დედოფალი ელისაბედ II არის აღბეჭდილი. ფოტოებს ახლავს შემდეგი კომენტარი: “ბრიტანეთმა 38 წლის ოლიმპიადას შეადარა დღევანდელი და ამ გნიდებს დაავიწყდათ როგორ ესალმებოდნენ და აფინანსებდნენ ადოლფიკოს?” 

პოსტი ეხმიანება დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას, რომელიც ერთ-ერთია იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებმაც ჩინეთში ამჟამად მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადეს და ღონისძიებაზე ქვეყნის წარმომადგენელი ოფიციალური პირები მინისტრები ან დიპლომატები არ გაგზანეს. ბრიტანეთმა, აშშ-მ, კანადამ, ავსტრალიამ და ახლმა ზელანდიამ ამის მიზეზად ჩინეთის მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები დაასახელს. 1936 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე დიდ ბრიტანეთს ბერლინში ჩასატარებელი ოლიმპიადისთვის ბოიკოტის გამოცხადებისკენ მოუწოდებდნენ, თუმცა მაშინ ბერლინის ოლიმპიური თამაშების საწინააღმდეგო მოძრაობა დამარცხდა. 

Screenshot 10 7 ვინ ავრცელებს დიდი ბრიტანეთის დედოფლის პროგრამულად დამუშავებულ ფოტოს?

აპრაკუნე ჭიმჭიმელის მიერ პოსტში გამოყენებული ელისაბედ II-ის ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული, ბრიტანელი ათლეტების ფოტო არასწორი აღწერით ვრცელდება და მათი ჟესტი არა ნაცისტურ, არამედ ოლიმპიურ მისალმებას წარმოადგენს. რაც შეეხება სამეფო ოჯახის ფოტოს, ის რეალურია და 1933-34 წლებში გადაღებული ვიდეოდანაა ამოჭრილი.

პოსტში გამოყენებული მესამე ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული. რეალურად, ფოტო 1957 წლის აპრილში, ნაცისტური გერმანიის დამარცხებიდან 12 წლის შემდეგ,   დედოფალი ელისაბედ II-ის პარიზში ვიზიტის აღსანიშნავადაა გადაღებული. ფოტოს სრულ ვერსიაში დედოფალს ხელი აწეული არ აქვს. 

Screenshot 11 7 ვინ ავრცელებს დიდი ბრიტანეთის დედოფლის პროგრამულად დამუშავებულ ფოტოს?

ფოტო: Royal Collection Trust

აღსანიშნავია ისიც, რომ ელისაბედ II 1926 წელს დაიბადა და 1936 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დროს მხოლოდ 10 წლის იყო, აპრაკუნე ჭიმჭიმელის მიერ გავრცელებულ ფოტოზე კი დედოფალი არა ბავშვი, არამედ ახალგაზრა ქალია. 

რაც შეეხება ბრიტანელი ათლეტების ფოტოს, ის რუსულენოვან წიგნში “Нордические олимпийцы. Спорт в Третьем рейхе” (ჩრდილოელი ოლიმპიელები, სპორტი მესამე რაიხში) იძებნება. ფოტოს აღწერაში ნათქვამია, რომ 1936 წლის ბერლინის ოლიმპიურ თამაშებზე ბრიტანელი ათლეტები ოლიმპიურ და არა ნაცისტურ სალამს იძლევიან.

Screenshot 12 6 ვინ ავრცელებს დიდი ბრიტანეთის დედოფლის პროგრამულად დამუშავებულ ფოტოს?

აღსანიშნავია, რომ ნაცისტური მისალმება იქამდე ცნობილ “ოლიმპიურ მისალმებას” ძალიან ჰგავს. 1936 წლის ბერლინის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შემდეგ ოლიმპიური მისალმება თანდათან სწორედ ამ მსგავსების გამო გაქრა. იქამდე ოლიმპიური მისალმება ოლიმპიადების პოსტერებზე, საფოსტო მარკებსა და სხვა ატრიბუტიკაზე აქტიურად გამოიყენებოდა. მიიჩნევა, რომ ორივე მისალმება სათავეს ძველი რომაული მისალმებისგან იღებს. 

Screenshot 13 6 ვინ ავრცელებს დიდი ბრიტანეთის დედოფლის პროგრამულად დამუშავებულ ფოტოს?

ოლიმპიური ფიცის დადება და მისალმება ლოს-ანჯელესის 1932 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ფოტო: olympic-museum.de

Screenshot 14 5 ვინ ავრცელებს დიდი ბრიტანეთის დედოფლის პროგრამულად დამუშავებულ ფოტოს?

პარიზის ოლიმპიადის საფოსტო მარკები და პოსტერი

Screenshot 15 5 ვინ ავრცელებს დიდი ბრიტანეთის დედოფლის პროგრამულად დამუშავებულ ფოტოს?

ამსტერდამის ოლიმპიურ სტადიონზე ამსტერდამის 1928 წლის ოლიმპიური თამაშების დროს დადგმული ოლიმპიური მისალმების სკუპლტურა. 

რაც შეეხება სამეფო ოჯახის ფოტოს, კადრი 17 წამიანი საარქივო ვიდეოდანაა ამოჭრილი. ვიდეო 2015 წელს ბრიტანულმა გამოცემა The Sun-მა გამოაქვეყნა. 

Screenshot 16 3 ვინ ავრცელებს დიდი ბრიტანეთის დედოფლის პროგრამულად დამუშავებულ ფოტოს?

ვიდეოში  მცირეწლოვანი ელისაბედ II, მისი და მარგარეტი, დედა დედოფალი ელისაბედი და პრინცი ედვარდ VIII ჩანან.  ეზოში თამაშის დროს დედა დედოფალი კამერისკენ იხედება და ხელს ნაცისტური მისალმების ნიშნად მაღლა წევს, მას პატარა ელისაბედიც ბაძავს, რამდენიმე წამში კი ხელის ამ მოძრაობას ედვარდ VIII-ც იმეორებს. ბავშვები მალევე თამაშს აგრძელებენ. BBC-ის მიხედვით, ვიდეო 1933 ან 1934 წელს, ჰიტლერის მიერ გერმანიაში ძალაუფლების მოპოვების დროსაა გადაღებული. 

ვიდეოს გავრცელების შემდეგ ბუკინგემის სასახლემ გამოცემა ჩანაწერის გასაჯაროების გამო გააკრიტიკა, სასახლის განმარტებით, აღნიშნული ვიდეო მონარქის პირადი არქივიდან უნებართვოდ გავრცელდა. სასახლემ განმარტა, ისიც, რომ ვიდეოს გადაღების მომენტში, მსოფლიოში მოვლენების შემდგომი განვითარება რთული წარმოსადგენი იყო. 

ბუკინგემის სასახლე: “ადამიანების უმეტესობა ამ სურათებს დროისა და კონტექსტის გათვალისწინებით შეხედავს. ესაა ოჯახი, რომელიც ეზოში თამაშისას მომენტალურად იმდროინდელ ახალ ამბებში ხშირად მოხვედრილ ჟესტს იმეორებს. იმ დროს მოვლენების შემდგომი განვითარება ვერავის წარმოედგინა. ნებისმიერი სხვა რამის  დაკავშირება ამ ვიდეოსთან მცდარი და არაკეთილსინდისიერია. ამ კადრებში დედოფალი დაახლოებით ექვსი წლისაა.”

წყაროს შესახებ

ფეისბუქ ანგარიში აპრაკუნე ჭიმჭიმელი ანტიდასავლური შინაარსის პოსტების ხშირად აქვეყნებს. 

Screenshot 17 3 ვინ ავრცელებს დიდი ბრიტანეთის დედოფლის პროგრამულად დამუშავებულ ფოტოს?

ჭიმჭიმელი “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერის ირაკლი ჯანყარაშვილის ფეისბუქ გვერდის, “პოლიტიკური სატირისა” და კრემლისტური გამოცემა News Front Georgia-ს ფეისბუქ გვერდის ადმინისტრატორის კოსტანტინე ჩიკვილაძის პოსტებს აზიარებს. 

Screenshot 18 3 ვინ ავრცელებს დიდი ბრიტანეთის დედოფლის პროგრამულად დამუშავებულ ფოტოს?

ჭიმჭიმელი საქართველოში “ფონდი ღია საზოგადოების” აკრძალვასაც ითხოვს.

Screenshot 19 3 ვინ ავრცელებს დიდი ბრიტანეთის დედოფლის პროგრამულად დამუშავებულ ფოტოს?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist