ვინ ამტკიცებს, რომ ფაიზერის დირექტორი თაღლითობის გამო დააკავეს?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

67
VIEWS

6 ნოემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა ეკა გველესიანი გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ფაიზერის გენერალური დირექტორი ალბერტ ბურლა FBI-მ დააკავა. 7 ნოემბერს მსგავსი შინაარსის პოსტი ფეისბუქ მომხმარებელმა მარჯი საქართველომაც გამოაქვეყნა. ინფორმაციის წყაროდ მარჯი საქართველო ვებ-გვერდ diana-mihailova.livejournal.com უთითებს, სადაც ეს ინფორმაცია 6 ნოემბერს გამოქვეყნდა.

""
LiveJournal-ზე Diana Mihailova-ს ბლოგზე გამოქვეყნებული ეს ინფორმაცია თავის მხრივ კანადურ conservativebeaver.com-ზე გამოქვეყნებულსტატიას ეყრდნობა, რომლის თანახმად, 5 ნოემბერს ალბერტ ბურლა მონაცემების გაყალბებისა და ქრთამების გაცემის ბრალდებით დააკავეს. სტატიის მიხედვით, ფაიზერი ვაქცინის ეფექტიანობაზე და გვერდით მოვლენებზე მომხმარებლებს ატყუებდა და ამ ფაქტზე თვალის დახუჭვის სანაცვლოდ მთავრობების და მედიის მოსყიდვას ცდილობდა. აქვე ნათქვამია, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ალბერტ ბურლამ, შესაძლოა, სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი ციხეში გაატაროს.

მტკიცება, თითქოს  Pfizer-ის დირექტორი დაკავებულია, მცდარია. მსგავსი ინფორმაცია ოფიციალური წყაროებით არ დასტურდება. ალბერტ ბურლასათვის ბრალის წარდგენის ფაქტის მტკიცებულებად მოყვანილი წყაროები რეალურად მის დაკავებას არ ეხება და Pfizer-ის ერთ-ერთი პარტნიორი კვლევითი კომპანიის საქმიანობაში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს.

როგორც Conservative Beaver-ზე განმარტავენ, Pfizer-ის დირექტორის დაპატიმრებას ამერიკული მედიის მხრიდან გამოხმაურება იმიტომ არ მოჰყოლია, რომ ამის შესახებ ბრძანება პოლიციამ გასცა. რეალურად, ალბერტ ბურლა 5 ნოემბერს CNBC-სა და CNN-თან ინტერვიუებში ჩნდება, სადაც ის Pfizer-ის მიერ შემუშავებულ ახალ კოვიდსაწინააღმდეგო მედიკამენტზე საუბრობს, რომელსაც შეუძლია, ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილიანობის რისკი 89%-ით შეამციროს.

ალბერტ ბურლა საჯაროდ მომდევნო დღეებშიც გამოჩნდა. კერძოდ, 9 ნოემბერს Pfizer-ის დირექტორს Atlantic Council-ის ინტერვიუში მონაწილეობდა, სადაც იგი პანდემიურ ვითარებასა და გამოწვევებზე, ვაქცინის შექმნასა და პირად ისტორიაზე საუბრობს, 10 ნოემბერს კი ის 2021 წელს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს.

9 ნოემბერს ბურლა New York Times-ის ონლაინ კონფერენციაზეც იყო მიწვული, სადაც ყურადღება ვაქცინაციასთან დაკავშრებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე გამახვილდა. აღსანიშნავია, რომ Pfizer-ის დირექტორმა ზემოხსენებულ გამოსვლებში მიზანმიმართული ანტივაქსერული კამპანია რამდენჯერმე დაგმო და მათ, ვინც ვაქცინაციის წინააღმდეგ შეთქმულების თეორიებს ქმნიან, კრიმინალები უწოდა.

ალბერტ ბურლა: „არის პროფესიონალების ძალიან მცირე ნაწილი, რომელიც მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას, რათა შეცდომაში შეიყვანოს ისინი, ვისაც [ვაქცინის მიმართ] შიშები აქვთ. ეს ხალხი კრიმინალები არიან. ისინი არ არიან ცუდი ადამიანები, ისინი კრიმინალები არიან, რადგან მათ ეს ფაქტობრივად მილიონობით სიცოცხლის ფასად დაუჯდათ.”

ალბერტ ბურლას დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია Reuters-მა, USA Today-მ, Full Fact-მა და AP News-მაც გადაამოწმეს და გავრცელებული ცნობების სიცრუედ შეაფასეს.

Reuters ფაიზერის წარმომადგენელს, კიანა ღაზვინისაც დაუკავშირდა, რომელმაც ბურლას დაკავების შესახებ ინფორმაცია უარყო.

Pfizer-ის ვაქცინის კლინიკური კვლევების მონაცემების სანდოობის წინააღმდეგ Conservative Beaver-ის განცხადებაში მოყვანილია “ბრიტანული სამედიცინო ჟურნალის” ( The BMJ) 2 ნოემბრის სტატია, რომლის მიხედვითაც, Pfizer-ის პარტნიორი კვლევითი ორგანიზაცია, Ventavia Research Group ვაქცინის კლინიკური კვლევის პროცესს დაბალკვალიფიციურად, მონაცემების სისწორესა და პაციენტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რიგი დარღვევებით წარმართავდა.

ანტივაქსერები ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამტკიცებდნენ, რომ ფაიზერმა კვლევის შედეგები გააყალბა. რეალურად, ხსენებული დარღვევები ფაიზერის კლინიკურ კვლევებში ჩართული 153 ლაბორატორიიდან 3-ში შესაძლო პროცედურულ ხარვეზებს ეხება, რაც ვაქცინის უსაფრთხოების და ეფექტიანობის ეჭვქვეშ დასაყენებლად საკმარისი არ არის.

ვრცლად ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

Conservative Beaver-ის სტატიაში Pfizer-ისა და შესაბამისად, მისი დირექტორის თაღლითური საქმიანობის წარმოჩენას ასევე ცდილობენ Project Veritas-ის მიერ გავრცელებული ვიდეოს დამოწმებით, რომელშიც ნათქვამია, რომ Pfizer-ის ვაქცინაში ჩანასახოვანი უჯრედებია გამოყენებული, რის გასაჯაროებასაც კომპანია არ აპირებდა. Project Veritas-ისა და აღნიშნული ვიდეომასალის სანდოობის შესახებ “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა. ვრცლად იხილეთ სტატია:

წყაროს შესახებ

Conservative Beaver-ის “ჩვენ შესახებ” განყოფილებაში ნათქვამია, რომ მას მოხალისეთა მცირე გუნდი მართავს და უკვე 10 წელია კანადელებს ჯერ ე.წ. მიწისქვეშა ჟურნალის, ახლა კი ვებ-გვერდის მეშვეობით აწვდიან. ვებ-გვერდი 2020 წლის 19 სექტემბერს არის რეგისტრირებული. ვებ-გვერდზე ინფორმაცია აშშ-სა და კანადის შესახებ ქვეყნდება.

აღსანიშნავია, რომ Conservative Beaver-ის სტატიის ბოლოს მოყვანილია ელექტრონული მიმოწერის სქრინი ამერიკულ მედია USA Today-სთან. როგორც მიმოწერიდან ჩანს, USA Today-ს სურდა მიეღო კომენტარი იმ წყაროების შესახებ, რომლებსაც სტატიაში ეყრდნობოდნენ, თუმცა Conservative Beaver-ის წარმომადგენლებმა უპასუხეს, რომ USA Today ყალბი ამბების გამავრცელებელი და ხალხის მტერია.

Reuters-ის მიხედვით, Conservative Beaver-ს წარსულშიც დაუსაბუთებელი ინფორმაცია ბარაკ ობამას, რომის პაპი ფრანცისკეს და ჯორჯ სოროსის შესახებ არაერთხელ გაუვრცელებია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist