ვიდეოფაბრიკაცია, თითქოს ხერსონში მოქალაქეებმა ზელენსკის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

304
VIEWS

10 მაისს რუსულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ზელენსკის ხერსონში ვიზიტს ასახავს. ზელენსკი რამდენიმე ადამიანს ესალმება, რომლებიც საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრიდან იყურებიან, რის შემდეგაც ისინი ზელენსკის აგინებენ და მისი მისამართით ჰომოფობიურ ჟარგონს იყენებენ.

Screenshot 23 1 ვიდეოფაბრიკაცია, თითქოს ხერსონში მოქალაქეებმა ზელენსკის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

გავრცელებული პოსტში ვიდეოკადრები შეცვლილი აუდიო ვერსიით ვრცელდება. რეალურად, ხერსონის მოქალაქეები ზელენსკის არ აგინებენ და არც ჰომოფობიური ჟარგონით მოიხსენიებენ. ორიგინალ ვიდეოში გარკვევით ისმის, რომ ისინი ცნობილ უკრაინულ ფრაზას “Слава Україні-ს” ამბობენ, ხოლო ზელენსკი და მასთან ერთად მყოფი სამხედროები “Героям слава-თი” პასუხობენ.

გავრცელებული ვიდეო პროგრამულადაა დამუშავებული და გინების ხმა აქვს დადებული. ორიგინალ ვიდეოში ისმის, რომ მოქალაქეები ზელენსკისთან და სამხედროებთან ერთად ცნობილ უკრაინულ ფრაზას ხმამაღლა წარმოთქვამენ. მოქალაქეები, რომლებიც ფანჯრიდან იყურებიან ამბობენ – “Слава Україні! (დიდება უკრაინას), ვოლოდიმირ ზელენსკი და მასთან ერთად მყოფები კი პასუხობენ – Героям слава! (დიდება გმირებს).

Screenshot 24 1 ვიდეოფაბრიკაცია, თითქოს ხერსონში მოქალაქეებმა ზელენსკის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

ვიდეო 2022 წლის ნოემბერშია გადაღებული, როცა უკრაინის პრეზიდენტი რუსული შეიარაღებული ძალებისგან ახალგათავისუფლებულ ხერსონს ეწვია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist