ვიდეომანიპულაცია, თითქოს კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ბავშვებში მუტაციებს იწვევს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

88
VIEWS

9 მაისს ფეისბუკ ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის მიხედვითაც პანდემიის პერიოდში დაბადებულ ბავშვებში ხშირად აღინიშნება გენეტიკური ანომალიები, რაც იმის ბრალია, რომ მათი მშობლები კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ. ვიდეოს თან ახლავს პოსტის ავტორის შემდეგი აღწერა: “აცრილთა ნაშიერნი უკვე ავლენენ გენური მუტაციის ნიშნებს, (საუბარია მშობლების აცრის შემდეგ ჩასახულ ბავშვებზე). იხილეთ ვიდეოში მოყვანილი რამოდენიმე ანომალიის შემთხვევები”. 

Screenshot 2 8 ვიდეომანიპულაცია, თითქოს კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ბავშვებში მუტაციებს იწვევს

მტკიცება იმის შესახებ, რომ კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ბავშვებში გენეტიკურ მუტაციებს იწვევს, სიმართლეს არ შეესაბამება. ვიდეოში ნაჩვენები კადრები ანომალიას არ წარმოადგენს: 1) ბავშვი დიდი შავი თვალებით ვაქცინაციის დაწყებამდეა დაბადებული და მისი მდგომარეობა მშობლის აცრას არ უკავშირდება; 2) ზოგიერთ ახალშობილს დაბადებისას უკვე აქვს 1 კბილი და ეს ფაქტი სიახლეს არ წარმოადგენს; 3) 3 თვის ბავშვებში ფეხზე დადგომა ძალიან იშვიათია, თუმცა მსგავსი შემთხვევები პანდემიამდე პერიოდშიც არსებობდა.

ვიდეო კონსპირაციულ და ანტივაქსერულ მოძრაობა La Quinta Columna (მეხუთე კოლონა)-ს მიერ 2021 წელს გავრცელდა. ვიდეოში ამ მოძრაობის დამფუძნებელი რიკარდო დელგადო საუბრობს. კადრებში რამდენიმე ბავშვია ნაჩვენები, საიდანაც პირველი მათგანის შემთხვევაში ყურადღება გამახვილებულია ახალშობილის არაბუნებრივად შავ თვალებზე. აღნიშნული ფაქტი 2021 წელს არაერთმა მედიასაშუალებამ, მათ შორის Reuters-მა და France24-მა, გადაამოწმა და დადგინდა, რომ ბავშვი სრულიად ჯანმრთელია, Reuters-თან კომენტარში ბავშვის დედამ განაცხადა, რომ ბავშვი ვაქცინაციის დაწყებამდე, 2020 წლის აგვისტოში დაიბადა, ხოლო თავად დედამ ვაქცინის პირველი დოზა ბავშვის გაჩენიდან რამდენიმე თვის შემდეგ მიიღო. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ბავშვი მოსალოდნელზე 1 თვით ადრე დაიბადა და სწორედ ამის გამო გამოიყურებოდა მისი თვალები განსხვავებულად. 

Screenshot 3 6 ვიდეომანიპულაცია, თითქოს კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ბავშვებში მუტაციებს იწვევს

ვიდეოკოლაჟის კიდევ ერთ კადრში ნაჩვენებია ახალშობილი, რომელსაც უკვე 1 კბილი აქვს ამოსული, თუმცა ეს ფაქტი რაიმე სახის მუტაციას არ ნიშნავს, რადგან ზოგიერთ ბავშვს დაბადებისას უკვე აქვს პირველი კბილი და ასეთი შემთხვევები პანდემიამდეც ხდებოდა.

Screenshot 4 5 ვიდეომანიპულაცია, თითქოს კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ბავშვებში მუტაციებს იწვევს

გავრცელებულ ვიდეოში დანარჩენ შემთხვევებში ნაჩვენებია ჩვილები, რომელთაც მოსალოდნელზე თვეებით ადრე დაიწყეს ისეთი აქტივობები, როგორებიცაა ხოხვა, თავის გასწორება, ფეხზე დგომა, სიარულის მცდელობა და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ 2 და 3 თვის ბავშვისგან უჩვეულოა ასეთი ტიპის აქტივობები, მსგავსი შემთხვევები შეუძლებელთა კატეგორიას არ მიეკუთვნება. მაგალითისთვის, ისლანდიელი თერაპევტის სნორი მაგნუსონის ცურვისა და სპეციალური ვარჯიშების საშუალებით 3-4 თვის ბავშვები მოკლე დროით ფეხზე მყარად დგომას ახერხებენ.  

კოვიდ ვაქცინები როგორც ზრდასრულებისათვის, ისე ბავშვებისთვის უსაფრთხოა

ამერიკის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრებმა (CDC)  6 თვიდან ზემოთ ბავშვების აცრის რეკომენდაცია გასცა და მონიტორინგის საფუძველზე დაადასტურა, რომ ვაქცინა უსაფრთხოა, როგორც უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, ისე ბავშვებისა და თინეიჯერებისთვის. CDC აღნიშნავს, რომ აცრილებში გამოვლინდა უარყოფითი რეაქციები ვაქცინაზე, თუმცა ძალიან იშვიათად ხდება და გვერდითი ეფექტები უმეტესად მსუბუქია.

კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნის შემდეგ, მათ შესახებ დეზინფორმაცია ანტივაქსერების მხრიდან პერიოდულად ვრცელდება

წყაროების შესახებ:

ფეისბუკ ანგარიში ბოლო ჟამის ქრისტიანები ანტივაქსერულ და სხვა სახის დეზინფორმაციას ხშირად ავრცელებს. 2021 წლიდან დღემდე მითების დეტექტორმა 

ანგარიშის მიერ გავრცელებული ათობით ყალბი ინფორმაცია გადაამოწმა.

La Quinta Columna ესპანური კონსპირაციული და ანტივაქსერული მოძრაობაა, რომელიც კოვიდ ვაქცინებზე დეზინფორმაციების და 5G შეთქმულების თეორიების გავრცელებითაა ცნობილი. მათ მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია მითების დეტექტორს წარსულშიც გადაუმოწმებია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist