ვაქცინების წარმოებაზე Moderna-ს ხელმძღვანელის განცხადება კონტექსტის გარეშე ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

50
VIEWS

2023 წლის 22 იანვარს ფეისბუკ მომხმარებელმა Mano Beridze-მ გააზიარა ვიდეო, რომელშიც კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელი კომპანია Moderna-ს ხელმძღვანელის ინტერვიუს მცირე ნაწყვეტია მოყვანილი. პოსტის ავტორის თანახმად, “ვიდეოში MODERNA-ს ხელმძღვანელი უცხადებს  დავოსს, რომ მისმა კომპანიამ დაამზადა 100,000 COVID-ის ვაქცინა 2019 წელს, “პანდემიის” აფეთქებამდე…”.

vaqtsina 9 ვაქცინების წარმოებაზე Moderna-ს ხელმძღვანელის განცხადება კონტექსტის გარეშე ვრცელდება

მტკიცება იმის შესახებ, რომ Moderna-მ 2019 წელს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო 100 000 ვაქცინა შექმნა, სიმართლეს არ შეესაბამება. კომპანიამ  ვაქცინაზე მუშაობა 2020 წლის იანვარში დაიწყო. ვიდეოში მოცემული ნაწყვეტი კი კონტექსტის გარეშე ვრცელდება, რეალურად, სტეფან ბანცელი (მოდერნას აღმასრულებელი დირექტორი) კომპანიის მიერ 2019 წელს შექმნილ სხვა ვაქცინებს გულისხმობს.

პოსტში მოცემული ვიდეო 2023 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამართული პანელის ნაწყვეტია. ინტერვიუერმა სტეფან ბანცელს (9:30) კოვიდის ახალი ვარიაციების საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოების სისწრაფესა და ეფექტურობის შესახებ დაუსვა კითხვა. Moderna-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კი პირველ რიგში აღნიშნა, რომ 2020 წლის დასაწყისთან შედარებით, ამჟამად მათი წარმოების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, ხოლო 2019 წელს კომპანია მხოლოდ 100 000 დოზის ვაქცინას აწარმოებდა. Moderna 2010 წელს შეიქმნა და 2015 წლიდან სხვადასხვა ტიპის ვაქცინებს აწარმოებს და შესაბამისად, ბანცელი ზოგადად ნაწარმოებ პროდუქტზე საუბრობდა და არა კონკრეტულად კოვიდ ვაქცინაზე.

Სტეფან ბანცელის ციტატა მოჭრილი ვიდეოდან Სტეფან ბანცელის ციტატა ვიდეოს სრული ვერსიიდან
“როდესაც პანდემია დაიწყო, მოდერნას 2019 წელს 100 000 დოზა ჰქონდა შექმნილი მთელი წლის მანძილზე” ინტერვიუერი: “მოდი ვისაუბროთ ვაქცინის განვითარებაზე, რადგან ჩვენ გავიგეთ როგორ მოხდა ეს კოვიდ 19-ის დაწყებისას და როგორი საოცარი იყო პროცესი, მისი სისწრაფიდან გამომდინარე. Როგორ მიმდინარეობს ვაქცინის განვითარება, მიღება და მასშტაბირების პროცესები სხვადასხვა ვარიაციებსა და ქვევარიაციებთან მიმართებაში, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი”.

ბანცელი: “კარგი ამბავი 2020 წელსთან შედარებით ის არის, რომ ჩვენი წარმოების რაოდენობა გაზრდილია. როდესაც პანდემია დაიწყო, მოდერნას 2019 წელს 100 000 დოზა ჰქონდა შექმნილი მთელი წლის მანძილზე. მახსოვს, როგორ შევედი დავოსის შემდეგ წარმოების ოფისში და ვთქვი: როგორ ვაწარმოოთ მილიარდი დოზა შემდეგი წლისათვის? მათ გაკვირვებით შემომხედეს და მკითეს – რა? კი, შემდეგ წელს პანდემიის გამო მილიარდი დოზის შექმნა მოგვიწევს…ამ ზაფხულს Ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ახალ ვარიაციებთან ადაპტაციის სწრაფი უნარი გაგვაჩნია. აშშ-ში პიტერ მარკსმა 28 ივნისს გვითხრა, რომ საჭირო იყო ომიკრონის BA.5-ის ბუსტერი და სექტემბერში ის უკვე აშშ-ის აფთიაქებში იყო”. 

Moderna-ს მიერ კოვიდ ვაქცინის პანდემიამდე შექმნაზე დეზინფორმაცია ამერიკულმა ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია snopes-მაც გადაამოწმა. Moderna-მ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა 2020 წლის იანვარში დაიწყო, აშშ-ის ფედერალურ მთავრობასთან პარტნიორობის შედეგად. ეს ცნობილი ფაქტი იყო, რადგან ამის შესახებ განცხადებები თავიდანვე გავრცელდა. პროცესი დაიწყო მას შემდეგ რაც ამერიკულმა მხარემ ჩინელი მეცნიერებისგან მიიღო ყველა საჭირო ინფორმაცია ვირუსის გენეტიკური აგებულების შესახებ.  აღსანიშნია, რომ ვაქცინა 2020 წლის ბოლომდე არ იყო ხელმისაწვდომი, რადგან ახალი ვაქცინის დატესტვას გარკვეული დრო სჭირდება, რათა  შემდგომი გართულებები თავიდან იქნეს აცილებული. 

გავრცელებული დეზინფორმაცია იმ კონსპირაციული ნარატივის ნაწილია, თითქოს პანდემია წინასწარ იყო დაგეგმილი და ვაქცინები “მოსახლეობის კონტროლისთვის” კომპანიებს უკვე შექმნილი ჰქონდათ.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: კონტექსტის გარეშე
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist