ვანდალიზმი კონსერვატიული პარტიის სახელით სახალხო დამცველის, აშშ-ს და ევროკავშირის წინააღმდეგ

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

77
VIEWS

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამჯერად ძალადობრივი ჯგუფების სამიზნე გახდა. ახლადშექმნილი კონსერვატიული პარტია, რომლის ლიდერები თბილისი პრაიდის წინააღმდეგ 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორები არიან, რა დროსაც 53 ჟურნალისტი სცემეს, 24 დეკემბერს ომბუდსმენის ოფისთან აქციას აანონენსებს. აქციის ორგანიზატორები 5 ივლისის ძალადობისთვის დაკავებულების გათავისფუფლებას ითხოვენ. ვიდეომიმართვებში პარტიის თავმჯდომარემ, ზურაბ მახარაძემ და ერთ-ერთმა ლიდერმა კოკა მორგოშიამ მხარდამჭერებს სახალხო დამცველის ოფისთან შეკრებისკენ მოუწოდეს და  აღნიშნეს, რომ დაკავებულები ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებისა და ნინო ლომჯარიას პირადი პატიმრები არიან. პარტიის ლიდერებმა მხარდამჭერებს აქციაზე გამოსვლის შესახებ მოწოდებების  ჩაწერისა და გაევრცელების თხოვნით მიმართეს.

 

ზურა მახარაძე, კონსერვატიული მოძრაობა: „ჩვენი თხოვნაა ჩვენი ერთგული მაყურებლების მიმართ, რომ ჩაწეროთ მოკლე ვიდეო და თქვენს მეგობრებს, ახლობლებს ასე მიაწვდინოთ და თქვენ ვიდეოში თქვათ, რომ მოდიხარ 24-ში 4 საათზე მარჯანიშვილის მეტროსთან, იქ შევიკრიბებით და გადავალთ სახალხო დამცველის ოფისთან, რათა დავაფიქსიროთ, რომ 5 ივლისს დაკავებული ბიჭები არიან [ნინო] ლომჯარიას, კელი დეგნანის და ამ კოლექტიური ლურჯვარსკვლავიანი ევროკავშირის ადეპტების პირადი სინდისის პატიმრები! ხალხი, რომელმაც არ დაუშვა გარყვნილების აღლუმი თბილისში, უსამართლოდ ზის ციხეში იმიტომ, რომ ახლოსაც არ ჩაუდენიათ არაფერი ისეთი, რამდენი და როგორი სასჯელიც მათ მიმართ გამოიყენება… დაგვიდექით გვერდზე, გელოდებით ჩვენს მხარდამჭერებს… სახალხო დამცველთან ხალხი რომ მივა და ეტყვის, რომ „ჩამოდი ბიძიკო შენ, რავი ხალხი მოვედით დასალაპარაკებლად ხო,“ ეგ საჭირო გასაკეთებელი მესიჯი არი“.

"
24 დეკემბერს დაანონსებული აქციის შესახებ ვიდეომიმართვა ალტ-ინფოს “კონსერვატიული მოძრაობისა” და ვასაძის პარტიის “ერის” მხარდამჭერებმა ჩაწერეს. ვიდეოჩანაწერებში 14-მა მხარდამჭერმა აქციაზე მოწოდების პარალელურად ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები დაწვა. აღსანიშნავია, რომ მათი გამოსვლები ერთი და იგივე შინაარსის იყო და თითოეული აღნიშნავდა, რომ 5-6 ივლისის აქციაზე დაკავებული პირები სახალხო დამცველის, ამერიკის ელჩისა და ევროკავშირის ელჩის პირად პატიმრობაში იმყოფებიან, ამიტომ პროტესტის ნიშნად დროშებს წვავენ.”

21-22 დეკემბერს სახალხო დამცველის ოფისთან შეკრების მოწოდებისა და ვანდალური აქტის შემცველი 14 ვიდეო გავრცელდა.  “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერ 11 პირს ვიდეო პირად ანგარიშზეც ჰქონდა ატვირთული, 3 მათგანის ვიდეო კი “ალტ-ინფოს” სხვა მხარდამჭერებმა პირად გვერდებსა და ჯგუფებში გაავრცელეს და მათი იდენტობა მითითებული არ არის.

ქაროსა ნი
"

"

ზურაბ კობახიძე
"

"

ზაზა გველესიანი (აზიარებენ სხვა პროფილები)
"

"

Avto Kvetenadze
"

"

ზურა მჟავანაძე
"

"

გიორგი ჯანაშვილი
"

"

კახა ელიზბარაშვილი
"

"

Georgi Paichadze (ვიდეო გავრცელებულია ავთო კვეტენაძისმიერ)
"

"

შოთა მამულაშვილი
"

შოთა მამულაშვილმა ევროკავშირის დროშა ივლისშიც დაწვა.
"

შოთიკო ჭანტურიძე (ამ დროისთვის ვიდეო ხელმისაწვდომი აღარაა)
"

"

ვახო პაპუაშვილი
"

"


3 ვიდეო, რომელში მონაწილე პირების იდენტობა მითითებული არ არის, “ალტ-ინფოს მხარდამჭერებს გიორგი ჯანაშვილსა და შაკო ქერელაშვილს ჰქონდათ ატვირთული.

"

რომელ გვერდებსა და ჯგუფებში გავრცელდა დროშის დაწვის ვიდეოები?

ალტ-ინფოს მხარდამჭერების მიერ ჩაწერილი ვიდეოები, რომლებშიც ისინი თანამოაზრეებს 24 დეკემბერს სახალხო დამცველის ოფისთან შეკრებისკენ მოუწოდებენ და პარალელურად პროტესტის ნიშნად ევროკავშირისა და ამერიკის დროშებს წვავენ, “ალტ-ინფოსთან” დაკავშირებულმა ფეისბუკ გვერდზე “ტრადიციონალისტური პლატფორმა”(123) გავრცელდა. 22 დეკემბერს ფეისბუკ გვერდმა “ტრადიციონალისტური პლატფორმა” გამოაქვეყნა ვიდეო, სათაურით “საქართველოში ლიბერალოზმი მოკვდა”, რომელშიც  ევროკავშირისა და ამერიკის დროშებთან ერთად ჟურნალისტების: ინგა გრიგოლიას, ვახო სანაიას, ნიკა გვარამიასა და თბილისი პრაიდის წევრების ფოტოებს წვავენ.

 

ფეისბუკ ჯგუფები
ვანდალური აქტის შემცველი ვიდეოები 22-23 დეკემბერს ოთხ ფეისბუკ ჯგუფში: ქართველი კონსერვატორები (12345678910111213ლევან ვასაძის მხარდამჭერები levan vasadze,  საგიჟეთი, არა სავალდებულო ვაქცინაციას გავრცელდა.

 

უფრო ადრე, 17 დეკემბერს ევროკავშირის დროშა პოლონეთში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა დაწვა. ვიდეო “ალტ-ინფოსთან” დაკავშირებულმა გვერდმაეროვნული იდეოლოგია-უალტერნატივოა გამოაქვეყნა. ვიდეო ასევე შეიცავდა მოწოდებას, 24 დეკემბერს სახალხო დამცველის ოფისთან 5-6 ივლისს მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებები გაეპროტესტებინათ.

"
დროშების დაწვა 5 ივლისის მოვლენების დროს და დუგინის მხარდაჭერა

ვანდალურ აქტს ალტ-ინფო და მისი მხარდამჭერები ადრეც მიმართავდნენ.  5 ივლისის შემდეგ ალტ-ინფოს  წამყვანები დაუფარავად აცხადებდნენ, რომ აგრესია მათი პოლიტიკური და იდეოლოგიური ბრძოლის სტანდარტად უნდა ქცეულიყო და დასავლური სიმბოლოების (დროშების) დაწვა ნორმა უნდა გამხდარიყო.  ალტ-ინფოს წამყვანები მათ მხარდამჭერებს ევროკავშირის და ამერიკის დროშების დაწვისკენ საჯაროდ მოუწოდებდნენ.

5 ივლისს  „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგე ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა ღირსების მარშის ჩაშლისა და ჟურნალისტებზე ორგანიზებული ძალადობის გარდა ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს, 7 ივლისს კი ძალადობის წინააღმდეგ მდუმარე აქციის დასრულების შემდეგ დროშა ხელმეორედ ჩამოხსნეს და ვანდალურად დაწვეს. ალტ-ინფოს მოწოდებას ვანდალიზმისკენ ივლისში ლევან ვასაძის მხარდამჭერი გამოეხმაურა, რომელმაც ევროკავშირის დროშა დაწვა და საზოგადოებას რუსეთთან მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.

საქართველოში ევროკავშირის დროშების დაწვასთან დაკავშირებით თავის აღფრთოვანებას გამოხატავდა ევრაზიანისტული მოძრაობის დამფუძნებელი და ულტრანაციონალისტი ფილოსოფოსი ალექსანდრე დუგინი, რომელიც 5 ივლისის მოვლენებს სოციალური ქსელით აქტიურად უჭერდა მხარს.

"
“თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო აქციაზე 53 ჟურნალისტი ძალადობის მსხვერპლი გახდა. 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე 31 პირია დაკავებული.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist