Ukrinform: უკრაინაში რუსი ტყვეებისთვის საკონცენტრაციო ბანაკის შექმნაზე ვიდეომანიპულაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

270
VIEWS

18 თებერვალს რუსულენოვან პროპაგანდისტულ მედიაში, Nеws-front.info, antimaydan.info, 9111.ru გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის რადა რუსებისთვის საკონცენტრაციო ბანაკის შექმნას გეგმავს. ინფორმაციას უკრაინელი პოლიტიკოსის დმიტორო კორჩინსკის ინტერვიუს ფრაგმენტი ერთვის, რომელშიც იგი ამბობს: „ტერიტორიების გათავისუფლების შემდეგ ყველა ამ ადამიანმა ფილტრაციის ბანაკები უნდა გაიაროს და გაირკვეს და ვინ რა დანაშაულში იყო ჩართული. ეს ხალხი არასანდოა, მათ მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოფნის გამოსყიდვისა და სასჯელის მოხდის უფლება აქვთ”.

ვიდეოს მარჯვენა კუთხეში უკრაინული არხის 1+1 ის ლოგოა დატანილი. ტიტრებში კი თემის სათაურად შემდეგი ფრაზა წერია: “საკონცენტრაციო ბანაკები რუსებისთვის. უზენაესი რადა რუსი ოკუპანტებისთვის შრომითი ბანაკების საკითხს განიხილავს” 

Screenshot 2023 02 23 154710 Ukrinform: უკრაინაში რუსი ტყვეებისთვის საკონცენტრაციო ბანაკის შექმნაზე ვიდეომანიპულაცია ვრცელდება

rada da bankebi Ukrinform: უკრაინაში რუსი ტყვეებისთვის საკონცენტრაციო ბანაკის შექმნაზე ვიდეომანიპულაცია ვრცელდება

ინფორმაცია, თითქოს უკრაინის რადა რუსებისთვის საკონცენტრაციო შრომითი ბანაკების საკითხს განიხილავს, სიმართლეს არ შეესაბამება: 1. რადას ოფიციალურ ვებ-გვერდზე არ იძებნება კანონპროექტი, რომელიც სამხედრო ტყვეებისთვის საკონცენტრაციო ბანაკების შემოღებას ითვალისწინებს. 2. გავრცელებული ვიდეო პროგრამულად არის დამუშავებული: დმიტორო კორჩინსკის კომენტარი 2017 წლის ინტერვიუდან არის ამოჭრილი, ვიდეოში ასევე ჩასმულია არხ ТСН-ის წამყვანის რამდენიმე კადრი და გამოყენებულია მორბენალი სტრიქონი, რომელიც არხ Рада-ს ეთერში გავიდა.

  • რადას ოფიციალურ ვებ-გვერდზე არ იძებნება კანონპროექტი, რომელიც სამხედრო ტყვეებისთვის საკონცენტრაციო ბანაკების შემოღებას ითვალისწინებს

უკრაინის რადას ოფიციალურ ვებ-გვერდზე არ იძებნება კანონპროექტი, რომელიც რუსი სამხედრო ტყვეებისთვის შრომით ან საკონცენტრაციო ბანაკების შემოღებას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 19 იანვარს დამოუკიდებელი რუსული მედიის Meduza-ს ჟურნალისტებმა მოინახულეს უკრაინული კოლონია, სადაც რუსი ტყვეები იმყოფებიან. უკრაინამ გაერო-ს მისიითვის ტყვეებთან წვდომა უზრუნველყო და ასევე დაწყებულია რუს ტყვეებთან სასტიკი მოპყრობის შემთხვევების გამოძიება. უკრაინაში რუსი ტყვეების უმეტესეობა სპეციალურ კოლონიებშია განთავსებული, რომელებსაც საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, მაგალითად წითელი ჯვრის წარმომადგენლები, რეგულარულად ამოწმებენ. კოლონიებში რუსი ტყვეები მუშაობენ, თუმცა მათი შრომა ანაზღაურებადია და გასამრჯელოს გამოყენება ადგილობრივ მაღაზიაში ან დამატებითი ზარებისთვის შეუძლიათ. ტყვეების უმეტესობას ტყვეთა გაცვლის პროცესში რუსეთს გადასცემენ, თუმცა ზოგიერთის წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულის ჩადენის შემთხვევებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

  •  გავრცელებული ვიდეო პროგრამულად არის დამუშავებული

დმიტრო კორჩინსკის ვიდეოს ფრაგმენტი რეალურად პრორუსული არხიდან –112.UA  არის აღებული, რომლის მფლობელიც უკრაინაში კოლაბორაციონიზმში ბრალდებულ ვიქტორ მედვედჩუკთან იყო დაკავშირებული. ინტერვიუ  2017 წლის დეკემბრით თარიღდება. 2017 წლის ინტერვიუს და გავრცელებული ვიდეოს შედარებისას ჩანს, რომ ვიდეო კადრი შეტრიალებულია, თუმცა კორჩინსკის ფონზე არსებულ ეკრანზე ერთი და იგივე გამოსახულება შეინიშნება.

კადრი გაყალბებული ვიდეოდან კადრი 112.UA-ს ეთერში გასული ინტერვიუდან
rada da bankebi 1 Ukrinform: უკრაინაში რუსი ტყვეებისთვის საკონცენტრაციო ბანაკის შექმნაზე ვიდეომანიპულაცია ვრცელდება rada da bankebi 2 Ukrinform: უკრაინაში რუსი ტყვეებისთვის საკონცენტრაციო ბანაკის შექმნაზე ვიდეომანიპულაცია ვრცელდება

როგორც უკრაინული გამოცემა Ukrinform-ი აღნიშნავს, კორჩინსკი არ არის თანამდებობის პირი და მისი კომენტარი პირად აზრს გამოხატავს და არა უკრაინის სახელმწიფო პოზიციას.

ვიდეოში ТСН-ის ახალი ამბების წამყვანის, ნატალია ოსტროვსკაიას კადრებია ჩამონტაჟებული.

rada da bankebi 3 Ukrinform: უკრაინაში რუსი ტყვეებისთვის საკონცენტრაციო ბანაკის შექმნაზე ვიდეომანიპულაცია ვრცელდება
კადრი გავრცელებული ვიდეოდან

ТСН არხ 1+1-ის პროექტია. ოსტროკოვსკაიას ინსტრაგამ-გვერდზეც მითითებულია, რომ ის გადაცემაზე “ТСН: დღეის 10 შთამბეჭდავი მოვლენა” მუშაობს და ეს პროექტი 1+1-ს ეკუთვნის.

rada da bankebi 4 Ukrinform: უკრაინაში რუსი ტყვეებისთვის საკონცენტრაციო ბანაკის შექმნაზე ვიდეომანიპულაცია ვრცელდება

ხოლო გავრცელებულ ვიდეოში გამოყენებული ტიტრების და მორბენალი სტრიქონის სტილს არხი Рада იყენებს.

კადრი რედაქტირებული ვიდეოდან კადრი ტელეარხ Рада-ს ერთ-ერთი სიუჟეტიდან
rada da bankebi 6 Ukrinform: უკრაინაში რუსი ტყვეებისთვის საკონცენტრაციო ბანაკის შექმნაზე ვიდეომანიპულაცია ვრცელდება rada da bankebi 7 Ukrinform: უკრაინაში რუსი ტყვეებისთვის საკონცენტრაციო ბანაკის შექმნაზე ვიდეომანიპულაცია ვრცელდება

გაყალბებულ ვიდეოს მორბენალ სტრიქონში მოცემულია ინფორმაცია უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის შეტევისა და შვეიცარიის ფინანსთა მინისტრის განცხადების შესახებ. ეს ინფორმაცია ტელეარხ Рада-ს მორბენალ სტრიქონში 2023 წლის 15 თებერვალს 16:00 საათიან გამოშვებაში გავიდა.

rada da bankebi 8 Ukrinform: უკრაინაში რუსი ტყვეებისთვის საკონცენტრაციო ბანაკის შექმნაზე ვიდეომანიპულაცია ვრცელდება

გავრცელებული ვიდეო და მასთან დაკავშირებული მცარი მტკიცებები უკრაინულმა გამოცემამ Ukrinform-მა გადაამოწმა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში სამხედრო ტყვეებისთვის საკონცენტრაციო ბანაკების შექმნაზე დეზინფორმაცია წარსულშიც ვრცელდებოდა. უკრაინაში დონბასელი სეპარატისტებისთვის საკონცენტრაციო ბანაკების შექმნაზე ინფორმაცია აქტიურად ვრცელდებოდა 2014 და 2015 წლებში, მაშინ დეზინფორმაცია ფაქტების გადამოწმების უკრაინულმა ორგანიზაციამ StopFake-მა გადაამოწმა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist