უკრაინელები მოლოტოვის კოქტეილით თუ ქართველი მოხალისეები ფიზიოლოგიური ხსნარით?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

1.8k
VIEWS

8 მარტს ტელეკომპანია “სეზონის” გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან” საპროტესტო აქციიდან კადრი აჩვენეს, რომელშიც ორი ადამიანი ჩანს. მათ მკლავზე ვხედავთ თეთრი ჯვრის სიმბოლოს, ტროტუარზე კი ბოთლი დევს. გადაცემის სტუმარმა პაატა აბულაძემ განაცხადა, რომ ეს ადამიანები უკრაინელები არიან, წითელქურთუკიანი ოცმეთაურია, წითელჩაფხუტიანი კი ათმეთაური, ისინი ამერიკელებისგან არიან გაწვრთნილები და “ასეთ რაღაცებში” ყირგიზეთშიც იღებდნენ მონაწილეობას. გადაცემის  წამყვანმა აღნიშნა, რომ “მოლოტოვის კოქტეილი დაბლა დევს”.

Screenshot 2023 03 10 174216 უკრაინელები მოლოტოვის კოქტეილით თუ ქართველი მოხალისეები ფიზიოლოგიური ხსნარით?

მტკიცება, თითქოს “სეზონის” გადაცემაში ნაჩვენებ კადრში უკრაინელები არიან, რომლებიც არეულობის მოწყობაში იყვნენ ჩართული, დეზინფორმაციულია. რეალურად, ფოტოზე “აიპ ექსტრემალური მედიცინის ცენტრის” ქართველი მოხალისეები არიან, რომლებიც აქციაზე დაშავებულებს სამედიცინო დახმარებას უწევდნენ. ამასთან, კადრში არა მოლოტოვის კოქტეილი, არამედ ფიზიოლოგიური ხსნარი ჩანს, რომელსაც თვალების ამოსაწმენდად იყენებენ.

დეზინფორმაციულია მტკიცება, თითქოს გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან” ნაჩვენებ ფოტოზე უკრაინელი ოცმეთაური და ათმეთაური არიან გამოსახული და ისინი არეულობის მოწყობას ცდილობენ. კადრში “გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის” დაქვემდებარებაში მყოფი “აიპ ექსტრემალური მედიცინის ცენტრის” ქართველი მოხალისეები ჩანან, რომლებიც 7-8 მარტს გამართული საპროტესტო აქციების დროს დაშავებულებს სამედიცინო დახმარებას უწევდნენ. 

მოხალისეების ფოტო “აიპ ექსტრემალური მედიცინის ცენტრის” ფეისბუქ-გვერდზეც გამოქვეყნდა. ფოტოზე მათ ზუსტად იგივე ტანსაცმელი აცვიათ, რომელიც “სეზონზე” გასულ კადრებში ჩანს და ისინი ერთ-ერთ მოქალაქეს იმ ფიზიოლოგიური ხსნარით უწმენდენ თვალებს, რომელსაც ნიკოლოზ მჟავანაძე მოლოტოვის კოქტეილს უწოდებს.

molotovis koqteili უკრაინელები მოლოტოვის კოქტეილით თუ ქართველი მოხალისეები ფიზიოლოგიური ხსნარით?

ინფორმაციის დასაზუსტებლად “მითების დეტექტორი” მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონს დაუკავშირდა. მათ აღნიშნეს, რომ კადრში ნამდვილად ქართველი მოხალისეები ჩანან, რომლებიც აქციაზე ყველა იმ ადამიანს ეხმარებოდნენ, რომლებიც დაზიანდნენ.

გადაცემაში ბოთლი, რომელიც ნიკოლოზ მაჟავანაძის თქმით, მოლოტოვის კოქტეილია, რამდენჯერმე ჩანს.

molotovis koqteili 1 უკრაინელები მოლოტოვის კოქტეილით თუ ქართველი მოხალისეები ფიზიოლოგიური ხსნარით?

კადრებში გამოჩენილი ბოთლის ფორმა საქართველოს აფთიაქებში გაყიდვადი ფიზიოლოგიური ხსნარის ბოთლის იდენტურია. მოხალისეები ფიზიოლოგიურ ხსნარს ცრემლსადენი გაზის ეფექტის გასანეიტრალებლად, თვალების ამოსაწმენდად იყებენდნენ.

molotovis koqteili 2 უკრაინელები მოლოტოვის კოქტეილით თუ ქართველი მოხალისეები ფიზიოლოგიური ხსნარით?

აღსანიშნავია, ერთ-ერთ კადრში ნათლად ჩანს, რომ ბოთლზე გადასხმის სისტემაა დამაგრებული, რომელიც მოხალისეს ხელში უჭირავს. მოლოტოვის კოქტეილის აალებისთვის კი საჭიროა ბოთლს ნაჭრის ფითილი ჰქონდეს.

molotovis koqteili 3 უკრაინელები მოლოტოვის კოქტეილით თუ ქართველი მოხალისეები ფიზიოლოგიური ხსნარით?

7-8 მარტს გამართული საპროსტესტო აქციები “ხალხის ძალის” მიერ დაინიცირებულ და შემდეგ პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონს მოჰყვა. 9 მარტს მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ კანონპროექტს გაიწვევდა, ხოლო 10 მარტს გამართულ პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით უყარა კენჭი და ჩააგდო.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

წყარო

მჯ
მჟავანაძე ნიკოლოზ

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist