6 სექტემბერს თბილისში გამართულ “საერთაშორისო სამხრეთ კავკასიური მედიაფორუმზე” ტვ “ობიექტივის” წამყვანმა ვალერი კვარაცხელიამ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ფაქტი უარყო.
“მითების დეტექტორი” ღონისძიებაზე ტვ “ობიექტივის” წამყვანის მიერ გაკეთებული განცხადებების აუდიო და ვიდეო ჩანაწერის რამდენიმე ფრაგმენტს გთავაზობთ:
ვალერი კვარაცხელია, ტვ “ობიექტივის წამყვანი: “როდესაც თქვენ გისვამენ კითხვას ოკუპაციის შესახებ, რატო პირდაპირ არ პასუხობთ, რომ არანაირი ოკუპაცია არ ყოფილა? ოკუპაციის სუნიც კი არაა. თუ ამ საკითხს იურისპრუდენციის მხრიდან შევხედავთ, არანაირი ოკუპაცია აქ არ არის. არიან თვითაღიარებული რესპუბლიკები და რუსეთმა აღიარა მათი დამოუკიდებლობა. ეს აბსოლუტურად სხვა იურიდიული სტატუსია. ოკუპაცია კი სრულიად სხვა სტატუსია. თუ რუსეთმა მოახდინა ტერიტორიის ოკუპაცია, ის, რაც დღეს გვაქვს, რაც ოკუპაციად იწოდება, მაშინ გამოდის, რომ ამერიკელებმა კოსოვოს ოკუპაცია მოახდინეს, ევროპელებმაც მათთან ერთად.”
{“preview_thumbnail”:”/sites/default/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/-FSJA0lX4Tc.jpg?itok=9pI9U318″,”video_url”:”https://www.youtube.com/watch?v=-FSJA0lX4Tc&feature=youtu.be”,”settings”:{“responsive”:1,”width”:”854″,”height”:”480″,”autoplay”:0},”settings_summary”:[“Embedded Video (Responsive).”]}
ვალერი კვარაცხელიამ საქართველოს ამერიკის მიერ ოკუპირებული უწოდა:
ვალერი კვარაცხელია, ტვ “ობიექტივის წამყვანი: “თუ ვაღიარებთ, რომ აფხაზეთი და ოსეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, დანარჩენი ნაწილი საქართველოსი, მთელი საქართველო ოკუპირებულია ამერიკელებით. ისინი ყველგან იმყოფებიან. ისინი მართავენ საქართველოს. თქვენ რა, ფიქრობთ, რომ ბატონი პრეზიდენტი ან პრემიერი რამეს წყვეტენ? მათ არ აქვთ უფლება რამე გადაწყვიტონ. ამერიკის ელჩი ზის აქ და მისი თანხმობის გარეშე არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. აი, ეს არის ქართული რეალობა”.
{“preview_thumbnail”:”/sites/default/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/zQFQw6rPNt4.jpg?itok=0RFHgMna”,”video_url”:”https://www.youtube.com/watch?v=zQFQw6rPNt4&feature=youtu.be”,”settings”:{“responsive”:1,”width”:”854″,”height”:”480″,”autoplay”:0},”settings_summary”:[“Embedded Video (Responsive).”]}
ტვ “ობიექტივის” წამყვანმა ქართულ მედიას იმის გამო უსაყვედურა, რომ კრემლის მიერ დაფინანსებული ღონისძიება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის კონტექსტში განიხილეს, ხოლო ღონისძიების მონაწილეებს მადლობა გადაუხადა:
ვალერი კვარაცხელია, ტვ “ობიექტივის წამყვანი: “მადლობა, რომ თქვენ ჩამობრძანდით, მადლობა, რომ ეს ღონისძიება იმართება, მაგრამ როგორ შუქდება, როგორ გადმოეცემა ეს ქართველ ხალხს? თითქოს ჩამოვიდნენ ვიღაც მტრები და ისედაც ოკუპირებული საქართველო კიდევ ერთხელ დაიპყრეს. ჩამოვიდა ხალხი, რომელთაც სურთ ბოროტება მიაყენონ ქართველ ხალხს. ნუთუ ეს გაშუქებაა? მაგრამ რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ თქვენ აქ არაფერი არ გაქვთ, პატარა ჯგუფიც კი არ არსებობს, რომელიც იმუშავებდა ამაზე. არა თქვენზე ან რუსეთზე, არამედ იმაზე, რომ რუსეთ-საქართველოს შორის იყოს კეთილი, თბილი, კარგი დამოკიდებულება. უბრალოდ, სხვანაირად არ შეიძლება იყოს. მაგრამ ისინი ყველაფერს აფუჭებენ. და მთელ საქართველოს ესმის ამის შესახებ. მაგრამ ამის მიუხედავად, როგორც უკვე ვთქვი, ერთი მესამედი მოსახლეობის მომხრეა რუსეთთან თბილი ურთიერთობისა და ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებისა.”
{“preview_thumbnail”:”/sites/default/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/WgNm8KVAApg.jpg?itok=dSK-UxcR”,”video_url”:”https://www.youtube.com/watch?v=WgNm8KVAApg&feature=youtu.be”,”settings”:{“responsive”:1,”width”:”854″,”height”:”480″,”autoplay”:0},”settings_summary”:[“Embedded Video (Responsive).”]}
2018 წლის 4-7 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო Vere Palace-ში “საერთაშორისო სამხრეთ კავკასიური მედიაფორუმი” გაიმართა. მედია ფორუმის ორგანიზატორები რუსული პოლიტოლოგიური ცენტრი “ჩრდილოეთი-სახმრეთი” (Север-Юг), პრეს-კლუბი “თანამეგობრობა” (содружество) და ქართულენოვანი პრო-რუსული გამოცემა “საქართველო და მსოფლიო” იყვნენ. ღონისძიება რუსეთის “საპრეზიდენტო ფონდის” მხარდაჭერით გაიმართა, რასაც თბილისში საპროტესტო აქცია მოჰყვა.
ტვ “ობიექტივის” შესახებ
მედია-კავშირი „ობიექტივი“ 2010 წლის აგვისტოში დაფუძნდა. დამფუძნებელთა შორის პოლიტიკური გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსის“ ამჟამინდელი გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი იყო, რომელიც ტელეკომპანიის მმართველობაში 2014 წლიდან აღარ ფიგურირებს. პარტიის ოფისი და ტელეკომპანია ერთიდაიგივე შენობაშია განთავსებული. „ობიექტივის“ მაუწყებლობა სატელევიზიო სიხშირის გარდა, რადიო სიხშირით და ინტერნეტით ხორციელდება. ტელეკომპანია თურქოფობიულ, ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ სარედაქციო პოლიტიკას ატარებს. რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიის (ECRI) მეხუთე ციკლის ანგარიშში, MDF-ის კვლევაზე დაყრდნობით, ხელისუფლებას მიეცა რეკომენდაცია, არ გააფორმოს ხელშეკრულება, არსებობის შემთხვევაში კი გააუქმოს კონტრაქტები ისეთ მედია საშუალებებთან, რომლებიც სიძულვილს აღვივებენ. ანგარიშში ამ კონტექსტში ტვ „ობიექტივიც“ მოხვდა.
“მითების დეტექტორის” ლაბორატორია