წარადგინა თუ არა ილონ მასკმა Tesla-ს სმარტფონი?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

144
VIEWS

26 იანვარს “მთავარი არხის” ფეისბუკ გვერდებზე “მთავარი არხი • Mtavari Arkhi”, შენი დილა • Sheni Dila გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ილონ მასკმა Tesla Phone წარმოადგინა, რომლის გაყიდვებიც 2022 წლის ბოლოს დაიწყება. პოსტის თანახმად, სმარტფონს აქვს რამდენიმე უნიკალური ფუნქცია, მათ შორის ტელეფონის უკანა მხარეს განთავსებულია მზის პანელი, რომელიც საშუალებას იძლევა მოწყობილობა მზის ქვეშ 30 წუთში 20%-თ დაიტენოს. იდენტური ინფორმაცია 26 იანვარს საინფორმაციო სააგენტოებმა:  Spacesnews • სივრცეები, ტელეკომპანია სეზონი • TV Sezoni და ქართველები – Exclusive TV გაავრცელეს. 

ინფორმაცია, რომლის თანახმადაც “ტესლას” აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა სმარტფონი გამოუშვა, მტკიცებულების გარეშეა. Tesla Pi-ს შესახებ ინფორმაციას ვერც ერთ ოფიციალურ წყაროში ვერ ვხვდებით, მათ შორის არც “ტესლას” ოფიციალურ საიტზე.  სმარტფონის შესახებ ელონ მასკს არც ტვიტერისა და ფეისბუკის გვერდებზე გაუვრცელებია ინფორმაცია.

Screenshot 7 3 წარადგინა თუ არა ილონ მასკმა Tesla-ს სმარტფონი? Screenshot 8 2 წარადგინა თუ არა ილონ მასკმა Tesla-ს სმარტფონი?
Tesla Pi-ს შესახებ ინფორმაცია უცხოენოვან წყაროებშიც გვხვდება. ახალი სმარტფონის ფუნქციებს სხვადასხვა სოციალურ ქსელებსა და “იუთუბზე” განიხილავენ, თუმცა იგი რეალურად არ არსებობს. Tesla Pi-ს შესახებ ინფორმაციას ვერც ერთ ოფიციალურ წყაროში ვერ ვხვდებით, მათ შორის არც “ტესლას” ოფიციალურ საიტზე.  ილონ მასკს სმარტფონის შესახებ ინფორმაცია არც ოფიციალურ ტვიტერისა და ფეისბუკის ანგარიშებზე გაუჟღერებია.

2020 წლის სექტემბერში ილონ მასკი “ტესლას” მიერ ჭკვიანი საათის გამოშვების შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას  გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სმარტფონები წარსულის ტექნოლოგიაა, მომავალი კი Neuralink-ს ეკუთვნის და  ისინი ნეირონული ინტერფეისით, ტვინის იმპლანტით უნდა ჩანაცვლდეს.

ინტერნეტში ტესლას სმარტფონის შესახებ გავრცელებულ ბლოგებში აღწერილია  ახალი ტელეფონის ფუნქციები, მათ შორისაა Snapdragon ჩიპსეტი, ძლიერი ფლეშ მეხსიერება და OLED ეკრანი. გარდა ამისა,  ვრცელდება ინფორმაცია, რომ სმარტფონის უკანა პანელი სხვადასხვა გარემო ფაქტორის მიხედვით შეიცვლის ფერს. შესაძლოა, Tesla Pi-მ თერმულ გამოსხივებაზე იმუშავოს, ასევე ნავარაუდებია, რომ ეს მოწყობილობა ირმის ნახტომის ფოტოებსაც კი გადაიღებს. რამდენიმე ბლოგზე ნათქვამია, რომ სმარტფონი თავსებადია Starlink-თან და იფუნქციონირებს მარსზე.

ილონ მასკი ნეირონული ინტერფეისის შექმნაზე წლებია მუშაობს, რის შედეგადაც ტვინისა და კომპიუტერის ერთმანეთთან დაკავშირება იქნება შესაძლებელი. სწორედ ამიტომ ახალი სმარტფონის ფუნქციებს ტელეფონზე შეხების გარეშე,  ნეირონული ინტერფეისით მართვას მიაწერენ. 

ამ ინფორმაციის  წაკითხვის შემდეგ, ცხადი ხდება, რომ ტელეფონი Tesla Pi არ არის რეალური, რადგან ტექნოლოგიური განვითარების ეს დონე ჯერ არც ისე ახლოსაა. მეცნიერები თვლიან, რომ ამ ფუნქციების მიღწევა შესაძლოა, რამდენიმე წლის შემდეგ მოხდეს, მაგრამ არა ახლა.

სავარაუდოდ, ჭორები ახალი სმარტფონის გამოშვების შესახებ  იტალიელი გრაფიკული დიზაინერის ანტონიო დე როსას შექმნილმა მოდელმა გამოიწვია, რომლის შესახებაც ინფორმაცია 2021 წლის 21 თებერვალს ADR Studio Design-ის “იუთუბის” არხზე გამოქვეყნდა. ვიდეოს თან ერთვის აღწერა “ტესლას სმარტფონის ჩემეული იდეა.”

Screenshot 9 2 წარადგინა თუ არა ილონ მასკმა Tesla-ს სმარტფონი?
ჭორები “ტესლას” მიერ სმარტფონის გამოშვების შესახებ ადრეც ვრცელდებოდა. გუგლის უკუძიების ინსტრუმენტით დადგინდა, რომ ტესლას სმარტფონის ვიდეო, რომელსაც ახლანდელტან შედარებით განსხავებული დიზაინი აქვს, პირველად 2021 წლის 29 ივნისს ინსტაგრამის მომხმარებლის, “imkashama“-ს მიერ გამოქვეყნდა. ანგარიშს, რომელმაც ვიდეო გამოაქვეყნა, ინსტაგრამის ბიოგრაფიის განყოფილებაში პროფესიად დიზაინერი აქვს მითითებული.  იდენტური ვიდეო ამავე სახელის მქონე პირმა ასევე TikTok-ის ანგარიშზეც გამოქვეყნა. ინსტაგრამის და TikTok-ის ვიდეოეოებს თან ერთვის აღწერა: “Tesla Model “Φ” Phi” და შეშთეგები #tesla და #concept.

Screenshot 10 2 წარადგინა თუ არა ილონ მასკმა Tesla-ს სმარტფონი?

ფაქტების გადამოწმების პლატფორმის factcheck.afp.com-ის თანახმად, პირი რომელმაც ვიდეო გაავრცელა,  კონცეპტუალური ვიდეო დიზაინერია და ინსტაგრამის ანგარიშზე გამოქვეყნებული აქვს მინიმუმ 20 ასეთი კონცეფციის ვიდეო, მაგალითად, “Apple iCar” ტელეფონის რენდერი, რომელსაც მანქანის დისტანციურად მართვა შეუძლია.

აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გრაფიკული დიზაინერების შექმნილი რენდერები სოციალური ქსელის მომხმარებლებმა რეალურად აღიქვეს. 


“მთავარი არხის” არქივის ბმული
“ტელეკომპანია სეზონის” არქივის ბმული
ქართველები – Exclusive TV-ის არქივის ბმული
Spacesnews • სივრცეები-ის არქივის ბმული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist