თქვა თუ არა თინა ბოკუჩავამ, რომ კანდიდატის სტატუსის არმისაღებად ყველაფერი უნდა გააკეთონ?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

379
VIEWS

18 სექტემბერს პროსახელისუფლებო მედია POS TV-მ, ასევე, ანტიოპიზიციურმა და სახელისუფლებო ანონიმურმა ფეისბუქ-გვერდებმა და ანგარიშებმა (1,2,3) გაავრცელეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, თინა ბოკუჩავას 10-წამიანი ვიდეო, რომელშიც ის ამბობს, რომ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რათა საქართველომ, ქართული ოცნების ძალისხმევის მიუხედავად, ისტორიული შესაძლებლობა (კანდიდატის სტატუსი) არ მიიღოს. ბოკუჩავას კომენტარი მედიასაშუალება მარშალპრესმა გამოაქვეყნა სიახლის სახით, რომელსაც თან ერთვის ვიდეო.

Screenshot 2023 09 20 111135 1 თქვა თუ არა თინა ბოკუჩავამ, რომ კანდიდატის სტატუსის არმისაღებად ყველაფერი უნდა გააკეთონ?

“პოლიტიკური აბსურდის” მიერ გავრცელებული ვიდეო დასპონსორებული იყო. ფეისბუქ-გვერდმა ვიდეო 1 დღით – 18-დან 19 სექტემბრამდე $100-ზე ნაკლები თანხით დაასპონსორა.

Screenshot 2023 09 20 111139 1 თქვა თუ არა თინა ბოკუჩავამ, რომ კანდიდატის სტატუსის არმისაღებად ყველაფერი უნდა გააკეთონ?

გავრცელებული პოსტები ვიდეომანიპულაციას შეიცავს. სახელისუფლებო ფეისბუქ გვერდების მიერ გავრცელდა ვიდეოს მოჭრილი ვერსია, რომელშიც გამოტოვებულია ის ნაწილი, სადაც ბოკუჩავა საკუთარ ნათქვამს ასწორებს და ამბობს, რომ წინადადება არასწორად თქვა.  

რა თქვა თინა ბოკუჩავამ? 

18 სექტემბერს პარლამენტში თინა ბოკუჩავამ საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტებთან სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ შორის იყო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსიც. ბოკუჩავას ჟურნალისტმა ჰკითხა, გაღრმავდება თუ არა ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. დეპუტატმა თქვა, რომ სტატუსის მისაღებად საჭირო იყო რეფორმის გატარება მართლმსაჯულებისა და საარჩევნო სისტემებში, ასევე, ბოკუჩავას განცხადებით, საჭირო იყო, პოლიტიკას ჩამოშორებოდა ბიძინა ივანიშვილი. მისი შეფასებით, ქართულმა ოცნებამ რეფორმები არ გაატარა, რადგან მათ ინტერესში არ შედის კანდიდატის სტატუსის მიღება. შემდეგ წინადადებაში თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა, ქართული ოცნების ძალისხმევის მიუხედავად, საქართველომ ეს ისტორიული შესაძლებლობა “არ მიიღოს”, თუმცა, ნათქვამს იქვე ასწორებს და ამატებს, რომ წინადადება არასწორად თქვა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში გასწორების ნაწილი მოჭრილია. “მითების დეტექტორმა” თინა ბოკუჩავას ბრიფინგის ჩანაწერი ტელეკომპანია “ფორმულას” სთხოვა.

სრული ციტატა: გავრცელებული, მოჭრილი ციტატა:
“ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველომ ეს ისტორიული შესაძლებლობა, ოცნების ძალისხმევის მიუხედავად, არ მიიღოს. როგორ ვთქვი? მგონი არასწორად ვთქვი, ხომ? ახლა დაჭრით, ხომ?”  “ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველომ ეს ისტორიული შესაძლებლობა, ოცნების ძალისხმევის მიუხედავად, არ მიიღოს.”

არქივის ბმული

 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist