თქვა თუ არა ჯო ბაიდენმა, რომ არც ერთი ერის კულტურა არ აინტერესებს?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

28
VIEWS

17 ნოემბერს გამოცემა „საქართველო და მსოფლიოს“ ვებ-გვერდზე   2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “პატრიოტთა ალიანსის” მაჟორიტარობის კანდიდატ გენერალ–ლეიტენანტ გურამ ნიკოლაიშვილთან ინტერვიუ გამოქვეყნდა, ,სათაურით “გურამ ნიკოლაიშვილი: ამერიკაში დემოკრატების გამარჯვება ნიშნავს, რომ ისევ წამოვა მრავალმილიონიანი გრანტები, კიდევ უფრო გააძლიერებენ “მესამე სექტორს” და სახელმწიფოსთვის მავნე ე.წ. ლიბერალურ პროპაგანდას”.  სტატია აშშ-ს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი ჯო ბაიდენის გამარჯვების მსოფლიოსა და საქართველოზე გავლენის შეფასებას ეხებოდა.

სტატიის შესავალში აღნიშნულია, რომ 2014 წელს აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობდა, თითქოს მას არც ერთი ერის კულტურა არ აინტერესებდა. გარდა ამისა, ავტორი წერს, რომ ბარაკ ობამამ ჯო ბაიდენს „ე.წ სექსუალური უმცირესობების“ უფლებების დაცვისთვის ხელშეწყობა დაავალა. აღსანიშნავია, რომ ინტერვიუში გურამ ნიკოლეიშვილი აშშ-ს არჩვენების ბედს გადაწყვეტილად არ მიიჩნევს და ჯო ბაიდენის პრეზიდენტობას  კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

საქართველო და მსოფლიო: “ცნობისთვის: ჯო ბაიდენი ჯერ კიდევ 2014 წელს, ვიცეპრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნისას, ამბობდა, რომ არ აინტერესებს არც ერთი ერის კულტურა. მას ბარაკ ობამამ დაავალა, რომ ამერიკის დიპლომატიურ სამსახურს მსოფლიოს მასშტაბით ხელი შეეწყო ე.წ. სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვისთვის, ხოლო იმ ქვეყნებმა, რომლებიც ამ პროცესს წინ აღუდგებიან, უმკაცრესად უნდა ზღონ არაადამიანობისთვის…”

მტკიცება, თითქოს ჯო ბაიდენმა თქვა, რომ არც ერთი ერის კულტურა არ აინტერესებს, მისი განცხადების მანიპულაციური და შეცდომაში შემყვანი ინტერპრეტაციაა. სინამდვილეში, 2014 წელს ჯო ბაიდენმა  ერების კულტურის შესახებ ინტერესის არ ქონის  შესახებ კი არა  ლგბტ თემის უფლებების დაცვასთან დაკავშრებით აღნიშნა, რომ არაჰუმანურობას კულტურა ვერ გაამართლებს: „არ მაინტერესებს როგორია თქვენი კულტურა. არაჰუმანურობა არის არაჰუმანურობაა. ცრუ წინასწარგანწყობა  არის ცრუ წინასწარგანწყობა“ .

2014 წლის 24 ივნისს თეთრ სახლში პირველი გლობალური ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანის უფლებათა ფორუმი ჩატარდა. ფორუმმა თავი მოუყარა რელიგიურ საზოგადოებას, კერძო სექტორს, ფილანტროპებს, აივ ინფექციისა და ჯანმრთელობის საკითხების სპეციალისტებსა და ლგბტ აქტივისტებს, რათა აშშ-ს მთავრობასთან ერთად ემსჯელათ და ემუშავათ ლგბტ პირთა უფლებების პატივისცემის ხელშეწყობაზე მთელს მსოფლიოში.

სწორედ ამ ფორუმზე გამოვიდა სიტყვით ჯო ბაიდენი, რომელიც მაშინ აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი იყო.  მან ნამდვილად მიმართა სტუმრებს სიტყვებით „არ მაინტერესებს როგორია თქვენი კულტურა“, თუმცა ამ სიტყვებს მოჰყვა ახსნა, თუ რატომ „არ აინტერესებდა“ ბაიდენს მათი კულტურა. ბაიდენმა აღნიშნა, რომ არაჰუმანურობა რჩება არაჰუმანურობად და ის კულტურით ვერ გამართლდება.

მან ასევე გააკრიტიკა იმ ქვეყნების კანონმდებლობა, რომლებშიც ჰომოსექსუალობა დეკრიმინალიზებული არ იყო და მეტიც, სიკვდილითაც კი ისჯებოდა.  ბაიდენმა აღნიშნა, რომ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ლგბტ თემის უფლებების დაცვის გზაზე წინ არ მიიწევენ, „არაჰუმანურობის ფასი გადასახდელია“.

ინტერვიუს გავრცელება სოციალურ ქსელში

„საქართველო და მსოფლიოს“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუს 20 ნოემბრის მდგომარეობით 8 გაზიარება აქვს.

ინტერვიუ ფეისბუქ-მომხმარებელმა Nana Gotua-Lasar-მა ჯგუფში კოტე ჩიკვილაძის და გულბაათ რცხილაძის თანამოაზრეების ჯგუფი: Россия и Грузия გააზიარა, შემდეგ კი საკუთარი პოსტი კიდევ 6 საჯარო ჯგუფში გააზიარა: პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერები ! ! !პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაანტილიბერალური სივრცებიძინა ივანიშვილის მეგობრები “ფეისბუქზე”კახა კალაძე თბილისის მერირუსთავი 21 👁️ RUSTAVI 21

rtgjh 1 თქვა თუ არა ჯო ბაიდენმა, რომ არც ერთი ერის კულტურა არ აინტერესებს?

ინტერვიუ ასევე გაზიარა ფეისბუქ-გვერდმა „სტალინი“.


მასალაში გამოყენებულია CrowdTangle-ის მონაცემები, რომელიც ფეისბუქის საძიებო ინსტრუმენტია.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist